მოსავალი მთელი წლის მანძილზე: როგორ მოვიყვანოთ კიტრი ფანჯრის რაფაზე! » OXO TV

მოსავალი მთელი წლის მანძილზე: როგორ მოვიყვანოთ კიტრი ფანჯრის რაფაზე!


ქოთანში დათესილი კიტრის მოყვანა მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი. სათბურებშიც სწორედ ისეთ მეთოდს მიმართავენ კიტრის მოსაყვანად, როგორსაც დღეს სტატიაში წარმოგიდგენთ.
როგორ იზრდება კიტრი სახლის პირობებში?

მოსავალი მთელი წლის მანძილზე: როგორ მოვიყვანოთ კიტრი ფანჯრის რაფაზე!

მართალია კიტრისთვის უკეთესია, თუ ის „ველურ“ პირობებში გაიზრდება, თუმცა ამ შემთხვევაში მისი მოყვანა მხოლოდ ერთ სეზონზე იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება სახლში და სათბურში მოყვანილ კიტრს, ამის გაკეთება წელიწადის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუ მცენარეს ყველა საჭირო პირობას შეუქმნით გასაზრდელად, მაშინ მას ისეთივე გემო ექნება, როგორც ზაფხულში აქვს.
დამერწმუნეთ, კიტრის სახლში დათესვა ოჯახისთვის ერთგვარ ჰობად გადაიქცევა. მისი გაზრდისთვის დიდი დრო სულაც არ არის საჭირო. არც მოვლაა დაკავშირებული დიდ სირთულეებთან.. მთავარია მოინდომოთ.

მოსავალი მთელი წლის მანძილზე: როგორ მოვიყვანოთ კიტრი ფანჯრის რაფაზე!
მოსავალი მთელი წლის მანძილზე: როგორ მოვიყვანოთ კიტრი ფანჯრის რაფაზე!

- კიტრის დათესვა ქალაქის ბინაში და სავარაუდო მოსავალი.
იმისთვის, რომ მცენარემ ქალაქის ბინაში იხაროს აუცილებელია მას, შესაბამისი პირობები შევუქმნათ. პირველრგიში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ კიტრის დარგვისთვის საჭიროა ე.წ „ნათელი ადგილი“. ყველაზე კარგი ამ შემთხვევაში ფანჯრებთან სიახლოვეა, თუმცა შესაძლებელია მისი დარგვა აივანზეც მოხდეს.
აუცილებლად გაითვალისწინეთ ! კიტრი დათესვის შემდეგ საკმაოდ დიდ ზომაზე იზრდება და აუცილებელია შეარჩიოთ ისეთი ადგილი, სადაც შემდგომში მისი გაზრდა პრობლემას არ შეგქმნის.

მოსავალი მთელი წლის მანძილზე: როგორ მოვიყვანოთ კიტრი ფანჯრის რაფაზე!
მოსავალი მთელი წლის მანძილზე: როგორ მოვიყვანოთ კიტრი ფანჯრის რაფაზე!

ნათება - ეს არის აუცილებელი პირობა, როგორც შემოდგომაზე დათესილი კიტრისთვის, ასევე ზამთარში დათესილისთვის. მაქსიმალურად უნდა მოხდეს მისი დათესვა ისეთ ადგილზე, სადაც მთელი დღის განმავლობაში სინათლე იქნება. შესაძლებელია გამოიყენოთ სინათლის რეფლექტორებიც. (სარკე, კილიტა). თავდაპირველად, სინათლე მისადეგარი უნდა იყოს იმ ქოთნისკენ/სალთისკენ, სადაც კიტრი დარგეთ.

სითბო - კიტრი სითბოს მოყვარული მცენარეა, რომელსაც გაზრდისთვის მუდმივად ესაჭიროება შესაბამისი ტემპერატურა. უმჯობესია, თუ მის დარგვას მოახდენთ იმ ადგილზე, სადაც ტემპერატურა 20-25 გრადუსი იქნება. ასეთ პირობებში კიტრი სწრაფად დაიწყებს ზრდას.
ჩვენ უკვე ავღნიშნეთ, რომ კიტრი ზრდის შემდეგ საკმაოდ განავრცობს ყლორტს და ფოთლებს, რის გამოც ხშირად ესა თუ ის ადგილი გამოუყენებელი ხდება. სწორედ ამიტომ, გამოიყენეთ რაიმე იზოლირებული მასალა, რომელიც პრობლემას არ შეგიქმნით.

არაერთხელ დამტკიცებულა, რომ ცივ ამინდებში საუკეთესო კიტრის მოყვანა - სახლშია შესაძლებელი.
თესლის შერჩევისას - აუცილებელია მოახდინოთ დაკვირვება და გამყიდველის სრული გამოკითხვა. შეარჩიეთ ისეთი თესლი, რომელიც არც თუ ისე დიდი ზომის გაიზრდება და მოსავალიც უხვი ექნება. ასეთია "პიკულა" კიტრის ჯიში.
საუკეთესო ადგილი, სადაც კიტრის გაზრდაა შესაძლებელი ეს არის ფანჯრის რაფა, სადაც სითბოც საკმარისად არის და სინათლეც.
გარდა "პიკულა" კიტრისა, არის რამდენიმე ჯიშიც, რომლის სახლში დარგვის რეკომენდიასაც ექსპერტები გასცემენ.
ასეთებია :
შედრიკი - აყვავებული მწვანე კიტრი 40-45 დღეში იძლევა მოსავალს. მისი საშუალო მოსავლიანობა 20 ერთეულია, ხოლო სიგრძე 12-14 სმ.
მაშა F1 - მოსავალს 35-40 დღეში იძლევა. აქვს სხვადასხვა დონის სარგებელი, საშუალოდ კი 5-7 ერთეული.
პრესტიჟ F1 - ადრეული მომწიფების ჯიში, განსაკუთრებით დიდი ხნის განმავლობაში შესანახად განკუთვნილი.
მარინდა - ერთ-ერთი გამორჩეული ჯიში, რომელიც 40 დღეში მჭიფდება და საკმაოდ შემოსავლიანია.

მოსავალი მთელი წლის მანძილზე: როგორ მოვიყვანოთ კიტრი ფანჯრის რაფაზე!

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ფართი საკმარისზე მეტია, შეგიძლიათ კიტრის რამდენიმე თესლი გამოსცადოთ, რაც შემდგომში უფრო მეტ გამოცდილებას მოგცემთ.
თითოეულ მებაღეს აქვს კიტრის ფავორიტი ჯიშები, რომლის მოყვანასაც ისინი უკვე წლებია ცდილობენ.
მოსავალი მთელი წლის მანძილზე: როგორ მოვიყვანოთ კიტრი ფანჯრის რაფაზე!

კიტრის მოსაყვანი ატრიბუტების შეძენა თითქმის ყველგან არის შესაძლებელი. მთავარია გათვალოთ, თუ რა მანძილზე გსურთ მისი დარგვა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მისი დარგვა შესაძლებელია ყუთში, პლასტიკურ ქოთნებში, თიხის ქოთნებში და სხვა ღრმა ჭურჭელშიც. მთავარი გახლავთ სტანდარტი, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვათ.

მოათავსეთ ჭურჭელში 5 კილოგრამამდე მიწა. ეს არის სტანდარტი, რომელიც ყველა ჩვენთაგანმა უნდა დავიცვათ. მის მოსარწყავად შესაძლებელია გამოვიყენოთ ხელით დამზადებული წვეთოვანი სისტემაც, რომელიც კიტრისთვის მისწრებაა.
განსაკუთრებით დიდი ყურდღება ენიჭება მიწას, რომელიც შერეული უნდა იყვეს სხვადასხვა სახის სასუქთან დაახლოებით ასეთი ოდენობით :

  • 2/3 ტყის ან ბაღის მიწა.
  • 1/3 სასუქი.
  • 1 ცარცი.
  • 2 თასი ნაცარი.
  • 4 თასი ფოთოლი.

ზემოთხსენებულ რაოდენობებთან ერთად კარგი იქნება, თუ ქოთანში რამდენიმე კენჭსაც ჩაყრით.
კიტრის თესლი აუცილებლად დათესილ უნდა იქნას არაუმეტეს 3-4 სანტიმეტრის სიღრმეზე.
გამოცდილი მებოსტნეები გვირჩევენ, რომ კიტრის დათესვიდან პირველ პერიოდში წყალში გავხსნათ სუსტი კალიუმ პერმანგანატი, რომელსაც კიტრი სწრაფად იწოვს. მისი საშუალებით კი მცენარე სწრაფად იზრდება და ის უფრო ჯანსაღი ხდება.

ჯანსაღი ნერგი - კიტრის უხვი მოსავლის კარგი დასაწყისია. გირჩევთ თესლი შეამოწმოთ ქსოვილის საშუალებით 1-2 დღის განმავლობაში. გამოიყენეთ ნესტიანი ქსოვილი.
იმ შემთხვევაში, თუ თესლმა აღმოცენება დაიწყო, მაშინ ის დასარგავად მზად არის.
ჩვენ წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ დავრგოთ კიტრი.
  1. დარგეთ კიტრის თესლი მიწაში არაუმეტეს 3-4 სანტიმეტრის სიღრმეზე. გამოიყენეთ კილიტა, რომელიც მის სწრაფად აღმოცენებას შეუწყობს ხელს.
  2. გადაიტანეთ ქოთანი ჯერ ბნელ ადგილზე, დაახლოებით 2 დღის განმავლობაში. დაასხით მას შემთბარი წყალი.
  3. სწორედ ამის შემდეგ მოათავსეთ ქოთანი ფანჯრის რაფაზე ან სხვა ნათელ ადგილზე, სადაც ტემპერატურა 20-დან, 25 გრადუსამდე იქნება.
  4. როდესაც ქოთნიდან კიტრი ამოსვლას დაიწყებს შეგიძლიათ მისი გადარგვა და ახალ ქოთანში. დაასხით საკმაო ოდენობის წყალი.
  5. გადატანისას ყურადღებით დააკვირდით. არავითარ შემთხვევაში არ დააზიანოთ მცენარე.
  6. იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მიერ დარგულმა კიტრმა 5-6 ფოთოლი გამოიტანა, მაშინ მისთვის ოთახში არსებული სითბო და სინათლე სრულიად საკმარისია და მისი ზრდა ნორმალურად მიმდინარეობს.
  7. როგორც სტატიაში უკვე ვახსენეთ კიტრი საკმაოდ დიდი ზომის იზრდება, რა დროსაც საჭირო ხდება მისდამი დახმარება. გამოიყენეთ ხის ნაჭრები და თოკი კიტრის ხის ნაჭერზე მისაბმელად. მისი ზრდა უნდა მოხდეს ვერტიკალურად.
  8. კიტრი ტენიანობის მოყვარული მცენარეა. თუ თქვენი სახლი მშრალია, მაშინ მოახდინეთ მისი დატენიანება დილით და საღამოთი. უმჯობესია თუ ეს დაბნელებისას და გათენებამდე მოხდება.
  9. ჩვენს მიერ ჩამოთვლილი თესლებიდან შესაბამისი სიგრძის მიღწევის შემდეგ აუცილებლად უნდა მოახდინოთ მისი მოკრეფა, რადგან რაღაც დროის გასვლის შემდეგ ის ან მწარდება, ან გამოუსადეგარი ხდება.
  10. გამოუცვალეთ კიტრს ნიადაგი 10 დღიანი ინტერვალით.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ კიტრის დათესვა დიდი ზომის ყუთში ან მსგავს სათავსოში გადაწყვიტეთ, მაშინ აუცილებლად მოახდინეთ მისი გამართვა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ქონდეს მას ნახვრეტები ან რაიმე მსგავსი.

პირველ ცდამ შესაძლოა არ გაამართლოს, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დანებდეთ. თუ გაქვთ სოფელი, მაშინ ზაფხულობით შესანიშნავი იქნება კიტრის დათესვა. სოფელში არსებული მიწაში კიტრი ძალიან სწრაფად იზრდება და უხვი მოსავალიც აქვს.

მოსავალი მთელი წლის მანძილზე: როგორ მოვიყვანოთ კიტრი ფანჯრის რაფაზე!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: