ბიუსტჰალტერის ტარების 8 შეცდომა,რომელსაც თქვენ ნორმად მიიჩნევთ » OXO TV

ბიუსტჰალტერის ტარების 8 შეცდომა,რომელსაც თქვენ ნორმად მიიჩნევთ


კარგი თეთრეული უნდა იყოს არამხოლოდ ლამაზი,არამედ - კომფორტულიც. შედეგად - არ გექნებათ შეხება ისეთ პრობლემებთან,როგორიცაა ნაკვალევი სხეულზე,ტანსაცმლის უშნო დგომი და მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ იმაზე ფიქრი,თუ როდის მიხვალთ სახლში,რომ მოიშოროთ ეს ტანჯვის იარაღი.

საოცარია,მაგრამ ფაქტია,რომ მანდილოსნების მხოლოდ 12 % არჩევს სწორად ბიუსტჰალტერს. დანარჩენები კი უშვებენ იმ შეცდომებს,რომელთაც ახლა გაგაცნობთ.

  1. არასწორი ზომა
    ბიუსტჰალტერის ტარების 8 შეცდომა,რომელსაც თქვენ ნორმად მიიჩნევთ
    ეს ამ ჩამონათვლის ლიდერი პუნქტია. მანდილოსნები ხშირად არ არჩევენ სწორ ზომას. თუ ბისუტჰალტერი დიდი გაქვთ,ის მოუხერხებელი იქნება,ხოლო თუ პატარა - ძალიან მოგიჭერთ.დაუთმეთ საკუთარ თავს საკმარისი დრო იმისთვის,რომ თეთრეულის მაღაზიაში რამდენიმე ვარიანტი ნახოთ,მანამ სანამ შეიძენთ მას.

  2. ძველი თეთრეული
    ბიუსტჰალტერის ტარების 8 შეცდომა,რომელსაც თქვენ ნორმად მიიჩნევთ

    რა თქმა უნდა,თეთრეული არ ღირს იაფი და საკუთარი მოდელის პოვნაც არ არის ადვილი. ამიტომაც ბიუსტჰალტერის ტარება მანამ,სანამ არ გაცვდება - არის დიდი ცდუნება. ბიუსტჰალტერებსაც აქვს ვარგისიანობის ვადა,რომლის გახანგრძლივებაც შესაძლებელია მხოლოდ სწორი მოვლით. ერთერთი მათგანია - ერთდროულად 3-4 ბიუსტჰალტერის ქონა

  3. ერთი - ყველა შემთხვევისთვის
    ბიუსტჰალტერის ტარების 8 შეცდომა,რომელსაც თქვენ ნორმად მიიჩნევთ

    ეს პუნქტი ძალიან გავს წინას. ჩვენ ხშირად ვატარებთ ერთ ბიუსტჰალტერს სხვადასხვა ბლუზებთან და კაბებთან,თუმცა იმ შემთხევეაშიც კი,თუ ეს თეთრეული კანის ფერია,მაშინაც კი არ არის ეს მიდგომა გამართლებული. ქსოვილის,მოდელის და ტარების სეზონის მიხედვით,ბიუსტჰალტერი უდა იყოს სხვადასხვა.ეს აქსიომაა.რისთვის მოიგონეს,მაშინ,სხვადასხვა მოდელი?

  4. ბოლო კაუჭზე
    ბიუსტჰალტერის ტარების 8 შეცდომა,რომელსაც თქვენ ნორმად მიიჩნევთ

    ეს არის მოხდენილობის ილუზია,რომ თუ ბიუსტჰალტერი შეკრულია ბოლო კაუჭზე,მაშინ მანდილოსანი თავს მოხდენილ ნიმფად გრძნობს,ხოლო თუ პირველ კაუჭზე - მაშინ,მსუქან და უშნო ქალად.სინამდვილეში,კი რამდენიმე კაუჭი იმისთვის კეთდება,რომ ტარებასთან ერთად ფორმადაკარგულ ბიუსტჰალტერს გაუხანგრძლივოთ სიცოცხლე კაუჭის შეცვლით.

  5. "პუშ-აპ"ის გულშემატკივარი
    ბიუსტჰალტერის ტარების 8 შეცდომა,რომელსაც თქვენ ნორმად მიიჩნევთ

    ამ სტილის ბიუსტჰალტერი ყველას არ უხდება. ის კარგია მაღალი და მკვრივი მკერდის მქონე გოგონებისთვის. თუმცა მშვენიერი სქესის უმეტესობას რბილი და ნაკლებად მკვრივი მკერდი აქვს. ეს არ არის ცუდი,ეს თქვენი სახასიათო დეტალია. სჯობს შეარჩიოთ თქვენი ფორმისა და ზომის შესაფერისი თეთრეული.

  6. ქვედა ზონარი - ყველაზე მნიშვნელოვანია
    ბიუსტჰალტერის ტარების 8 შეცდომა,რომელსაც თქვენ ნორმად მიიჩნევთ

    ეს მართლაც ასეა. თუ ქვედა ზონარი კომფორტულია,ის სწორად დაიჭერს მკერდს და თქვენც თავს კომფორტულად იგრძნობთ.გაითვალისწინეთ,რომ დიდი ზომის მკერდის მქონე ქალბატონებმა უნდა შეარჩიონ ბიუსტჰალტერი განიერი ქვედა ზონრით.

  7. ფრთხილად იყავით - მეტალის დეტალები
    ბიუსტჰალტერის ტარების 8 შეცდომა,რომელსაც თქვენ ნორმად მიიჩნევთ

    ასეთ ბიუსტჰალტერს აქვს თავისი პლუსები : ის რბილია,კომფორტულად ეხება სხეულს,თუმცა ფორმიანი ქალბატონების შემთხვევაში არსებობს საფრთხე,რომ მკერდი დეფორმირდება. ასეთ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია რბილი თასების მქონე ბიუსტჰალტერის შერჩევა,რომელსაც ექნება მეტალის ელემენტები,მაგრამ ფორმიან ქალბატონებს სჭირდებათ მკერდის კარგი დამჭერი,რათა ფორმა სწორედ და ლამაზად შენარჩუნდეს.

  8. დაასვენეთ ბიუსტჰალტერი
    ბიუსტჰალტერის ტარების 8 შეცდომა,რომელსაც თქვენ ნორმად მიიჩნევთ

    არ ჩაიცვათ ერთი ბიუსტჰალტერი 2 დღის განმავლობაში. მიეცით მას საშუალება დაისვენოს,დაუბრუნდეს თავის ფორმას,რომ ისევ ისე კარგად იდგეს თქვენზე,როგორც ადრე.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: