10 მარტივი წესი,რომელსაც ითვალისწინებს ნიუ-იორკის მოდური ლამაზმანი » OXO TV

10 მარტივი წესი,რომელსაც ითვალისწინებს ნიუ-იორკის მოდური ლამაზმანი


ნიუ-იორკის მოდა გვხიბლავს თავისი სილამაზით. ამ ქალაქის ქუჩებში მანდილოსნები დადიან საოცარი გემოვნებით შეხამებული ლუქებით. საკმარისია ერთი პატარა ჩანთა და მათი იმიჯით ნებისმიერი აღფრთოვანდება.

ჩვენ წარმოგიდგენთ 10 მარტივ წესს,რომელიც დაგეხმარებათ გემოვნების დახვეწასა და იმიჯის დასრულებაში.

თავდაჯერებულობა და საკუთარი სტილის რწმენა
10 მარტივი წესი,რომელსაც ითვალისწინებს ნიუ-იორკის მოდური ლამაზმანი

აი,ყველაზე მთავარი რისი სწავლაც ღირს ნიუ-იორკელი მანდილოსნებისგან - ისინი არ მალავენ თავიანთ უნიკალურობას და ინდივიდუალურობას.
დაუმორჩილებელი ხუჭუჭები? გავიშალოთ! სიმაღლე 2მ? ჩავიცვათ მაღალქუსლიანები! ლეოპარდისა და ელექტრო ფერების სიყვარული? ვატაროთ თამამად.
ეს გაქცევთ უფრო ორიგინალურს და საინტერესოს.

მზისგანდამცავი სათვალეები ნებისმიერ ამინდში,ყოველთვის!
10 მარტივი წესი,რომელსაც ითვალისწინებს ნიუ-იორკის მოდური ლამაზმანი

დღე,ღამე,წვიმა თუ ნისლი - არ აქვს მნიშვნელობა! ვინაიდან ამ აქსესუარს აქვს ერთი ამოცანა. დაასრულოს ლუქი.წერტილი.

ტანსაცმლის ფასს არ აქვს მნიშვნელობა,მთავარია სწორი შეხამება
10 მარტივი წესი,რომელსაც ითვალისწინებს ნიუ-იორკის მოდური ლამაზმანი

ნიუ-იორკელი ლამაზმანები თამამად მოიხდენენ ძვირფას,ცნობილი ბრენდის ჩანთასა და იაფფასიან ტანსაცმელს. ისინი თვლიან,რომ არ აქვს მნიშვნელობა სად შეიძინეთ გარდერობი,მთავარია სწორი კომბინაცია.

თუ ეჭვი გეპარებათ იმიჯში?დაუმატეთ მას ერთი თამამი დეტალი
10 მარტივი წესი,რომელსაც ითვალისწინებს ნიუ-იორკის მოდური ლამაზმანი

მაგალითად - ფერადი ჩანთა,ფეხსაცმელი ან ქუდი შავ "ლუქთან" და თქვენ გარანტირებულად მოეწონებით,შეგაფასებენ და დაგიმახსოვრებთ ყველა.

იაფფასიანი დახლები და ინტერნეტ-აუქციონები - თქვენი მოდური დამხმარე
10 მარტივი წესი,რომელსაც ითვალისწინებს ნიუ-იორკის მოდური ლამაზმანი

ასეთი ჩაცმულობა უკვე სტილადაც კი ჩამოყალიბდა მსოფლიოს ერთერთ უდიდეს მეგაპოლისში. დიდი ზომის უხეში ფეხსაცმელი,მოცულობითი ტანსაცმელი და რეტრო-აქსესუარები - ის არის ნაზავი მსუბუქი მოუწესრიგებლობისა და ბოჰემურობის.

როცა არ იცით რა ჩაიცვათ,ჩაიცვით შავი
10 მარტივი წესი,რომელსაც ითვალისწინებს ნიუ-იორკის მოდური ლამაზმანი

"ტოტალ-ბლექ" (Total Black - მთლიანად შავი) ნიუ-იორკის მოდის რჩეული სტილია. შავი ყოველთვის აქტუალური იყო და იქნება. მეგაპოლისის აბსოლუტური ფავორიტია შავი ტყავის ქურთუკი,ის აქვს ყველა მოდურ ლამაზმანს მანჰეტენიდან ბრუკლინის ჩათვლით.

მაკიაჟი და ვარცხნილობა - რაც უფრო ცოტა,მით უკეთესი
10 მარტივი წესი,რომელსაც ითვალისწინებს ნიუ-იორკის მოდური ლამაზმანი

გადატვირთული ვარცხნილობა,დღის და საღამოს მაკიაჟის არევა - ეს უცხოა ნიუ-იორკისთვის. სცადეთ თამამი ფერის ტუჩსაცხი და არანაირი მაკიაჟი,ვარცხნილობა კი მინიმალისტურად მოწესრიგებული.

ითამაშეთ პროპორციებით
10 მარტივი წესი,რომელსაც ითვალისწინებს ნიუ-იორკის მოდური ლამაზმანი

აურიეთ სხვადასხვა ზომისა და ფორმის ტანსაცმელი. "ოვერსაიზი" და "სკინი",გრძელი პალტოები და მასიური ჯემპრები - ნუ შეგაშინებთ ექსპერიმენტები.

აურიეთ რამდენიმე სტილი
10 მარტივი წესი,რომელსაც ითვალისწინებს ნიუ-იორკის მოდური ლამაზმანი

ნაზი ლუქი დაასრულეთ სპორტული კედებით,დიდი ზომის სპორტული მაისური შეუხამეთ მაღალქუსლიან,ძვირადღირებულ ფეხსაცმელებს. შეათავსეთ შეუთავსებელი ელემენტები - ეს თანამედროვე მოდის მთავარი გამოწვევაა.

ჩანთა - მთავარი ინვესტიციაა
10 მარტივი წესი,რომელსაც ითვალისწინებს ნიუ-იორკის მოდური ლამაზმანი

სწორედ ჩანთაა მთავარი აქსესუარი,რომელიც გვაცნობს მანდილოსნის სტილს. ფასი კლვლავ მეორეხარისხოვანია. ის შეძლება იყოს რიგით მაღაზიაში ნაყიდი ან კი ცნობილ "შანელის" ბუტიკში რამდენიმე ათას დოლარად შერჩეული.

მკითხველთა შთაბეჭდილებები


მოიწონეთ ჩვენი გვერდი: