7 წესი იმისთვის,რომ გამოიყურებოდეთ მდიდრულად მინიმალური დანახარჯით

Загрузка...

რომელ ქალს არ სურს გამოიყურებოდეს მოდურად? ალბათ ასეთი მანდილოსნები ბუნებაში არ არსებობს. ზოგიერთი მათგანი დარწმუნებულია,რომ უნდა დახარჯოს კოლოსალური თანხა იმისთვის,რომ გახდეს გლამურული ქალბატონი. თუმცა ეს ასე არ არის.

რეალურად შესაძლებელია მინიმალური დანახარჯებით მდიდრულად გამოიყურებოდეთ.

1.სჯობს შეიძინოთ ერთი ძვირფასი ნივთი,ვიდრე რამდენიმე იაფფასიანი
7 წესი იმისთვის,რომ გამოიყურებოდეთ მდიდრულად მინიმალური დანახარჯით

ყველას უყვარს ფასდაკლებების პერიოდში უამრავი ნივთის ყიდვა ძალიან დაბალ ფასად,მაგრამ დაფიქრდით,თუ ფასდაკლების პერიოდამდე ამ ტანსაცმელმა ვერ იპოვა მყიდველი,იქნება არსებობს ამის მიზეზი. კარგად შეამოწმეთ ტანსაცმლის ნაჭერი და ხარისხი. სჯობს შეიძინოთ ერთი-ორი ხარისხიანი ნივთი,ვიდრე 10 უხარისხო.

2.შეიძინეთ თეთრი ფერის ტანსაცმელი
7 წესი იმისთვის,რომ გამოიყურებოდეთ მდიდრულად მინიმალური დანახარჯით

შესაძლებელია ფიქრობდეთ,რომ თეთრი ფერი არ არის პრაქტიკული,მაგრამ ის გამოიყურება ეფექტურად,განსაკუთრებით - მაღალ და მოხდენილ მანდილოსნებზე,

3.ბრჭყვიალებს უთხარით “არა”
7 წესი იმისთვის,რომ გამოიყურებოდეთ მდიდრულად მინიმალური დანახარჯით

დაუჯერებელია,მაგრამ ფაქტია,რომ ბრჭყვიალები განკუთვნილია იმისთვის,რომ ლუქი ,მდიდრულად წარმოაჩინოს,თუმცა რეალურად შედეგს სულ სხვანაირს ვიღებთ - იმიჯი გამოიყურება იაფფასიანად და უგემოვნოდ. სჯობს შეარჩიოთ ერთი ტონის ტანსაცმელი და გააფორმოთ სხვადასხვაგვარი საინტერესო აქსესუარებით,როგორიცაა შარფები და ბიჟუტერია.

4.შეიძინეთ კარგი ხარისხის ჩანთა და ფეხსაცმელი
7 წესი იმისთვის,რომ გამოიყურებოდეთ მდიდრულად მინიმალური დანახარჯით

სულაც არ არის აუცილებელი ცნობილ ბრენდებს აედევნოთ.ლაკონიური,მაგრამ ხარისხიანი ფეხსაცმელი,რომელიც შეიძლება სულაც არ იყოს ცნობილი ბრენდის,დაამშვენებს ნებისმიერ ლუქს.ამას გარდა ხარისხიანი ფეხსაცმლისა და ჩანთის ტარება რამდენიმე წლის განმავლობაში შეგეძლებათ.

5.უპირატესობას ნუ მიანიჭებთ დიდი ზომის ჩანთებს
7 წესი იმისთვის,რომ გამოიყურებოდეთ მდიდრულად მინიმალური დანახარჯით

რა თქმა უნდა,ყველას მოგვწონს დიდი ზომის ჩანთა,რომელშიც “მთელი სამყარო” გვეტევა,მაგრამ საკმარისია ერთი-ორი ასეთი ჩანთის ქონა,რადგან ეს არ გამოიყურება მდიდრულად. გაცილებით ძვირადღირებულ შთაბეჭდილებას ტოვებს მომცრო ზომის ჩანთა,რომელშიც დაატევთ იმას,რაც რეალურად გჭირდებათ.

6.შეადგინეთ თქვენი საბაზისო გარდერობი
7 წესი იმისთვის,რომ გამოიყურებოდეთ მდიდრულად მინიმალური დანახარჯით

საბაზისო გარდერობი ყველა მანდილოსანს აქვს თავისი,გამომდინარე სამუშაო სფეროდან.თუ თქვენ მუშაობთ ოფისში,თქვენი გარდერობის 80% სავარაუდოდ შეადგენს ბლუზები,პერანგები და საოფისე სტილის ქვედა ბოლოები. მთავარია,რომ საბაზისო გარდერობის ელემენტები იყოს ხარისხიანი ქსოვილის.

7.უარი თქვით იაფფასიან ბიჟუტერიაზე
7 წესი იმისთვის,რომ გამოიყურებოდეთ მდიდრულად მინიმალური დანახარჯით

იაფფასიანი ბიჟუტერია ერთადერთი ვისაც შეიძლება მოუხდეს,მოზარდი გოგონაა. 20 წელს ზევით ქალბატონებისთვის კი ეს არ წარმოადგენს გემოვნების არგუმენტს.თუმცა შეგიძლიათ შეარჩიოთ დემოკრატიული ფასის მოდური და დახვეწილი ბიჟუტერია,რომელიც თქვენს იმიჯს განუმეორებელს და საინტერესოს გახდის.

მკითხველთა შთაბეჭდილებები