როგორ მოვაშოროთ რთული ლაქები თეთრ ტანსაცმელს? ეს 5 მარტივი რჩევა ამაში დაგეხმარებათ!

Загрузка...

სამწუხაროდ, თეთრი ტანსაცმელი ძალიან მალე ჭუჭყიანდება. ლაქების ამოყვანა კი ხშირ შემთხვევაში პრობელმას წრმოადგენს. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ რთული ლაქების ამოსაყვანად.
1. ასპირინი.

ეს ტავის ტკივილის წამალი, ძალიან კარგად ებრძვის ყვითელ ლაქებს. გახსენით ასპირინის 5 ტაბლეტი წყალში და დაასველეთ მასში ტანსაცმელი. გარკვეული დროის შემდეგ გარეცხეთ ტანსაცმელი ჩვეულებრივად.

2. სოდა.
4 ლიტრ წყალში ჩაამატეთ 1 ჭ. სოდა. ჩაალბეთ მასში თეთრი ტანსაცმელი. ამ პროცესის შემდეგ, ნაჭერი ქათქათა თეთრი იქნება.
როგორ მოვაშოროთ რთული ლაქები თეთრ ტანსაცმელს? ეს 5 მარტივი რჩევა ამაში დაგეხმარებათ!
3. ლიმონის წვენი.
1 ჭ. ლიმონის წვენი დაუმატეთ წყალში და ამოავლეთ მაში ტანსაცმელი. შემდეგ კი გააშრეთ ტანსაცმელი მზეზე.
ასევე შეგიძლიათ, თეთრი ტანსაცმელი მოათავსოთ ცხელ წყალში, დაუმატეთ 1 ჭ. ლიმონის წვენი და გააჩერეთ მთელი ღამე. დილით კი ტანსაცმელი ჩვეულებრივად გარეცხეთ. ყოველი ასეთი პროცედურის შემდეგ ნაჭერი სულ უფრო გათეთრდება.

4. თეთრი დესტერილებული ძმარი.
დაუმატეთ ძმარი, სარეცხ მანქანაში ან დაასხით უშუალოდ დალაქულ ადგილს. ძმრის სუნი რეცხვისას გაქრება.
როგორ მოვაშოროთ რთული ლაქები თეთრ ტანსაცმელს? ეს 5 მარტივი რჩევა ამაში დაგეხმარებათ!


5. ჭურჭლის სარეცხი თხევადი ჟელე.

ასეთ ჟელეები, მინიმალური რაოდენობით შეიცავენ ქიმიურ დანამატებს (ქლორს და ფოსფატებს) და ძალიან ეფექტურად ამოყავს ლაქები.

მკითხველთა შთაბეჭდილებები