ჯენიფერ ენისტონი სილამაზის საიდუმლოს ამხელს

Загрузка...

ჰოლივუდელი მსახიობის, ჯენიფერ ენისტონის სხეული ბევრი ადამიანის აღფრთოვანებას და ქალბატონების შურს იწვევს. მსახიობი 47 წლის არის და გამოიყურება ისე, როგორც 25 წლის.
ერთ-ერთ ინტერვიუში ჯენიფერ ენისტონი საკუთარი სხეულის შესანიშნავ ფორმაში ყოფნის საიდუმლოზე საუბრობს.

ჯენიფერ ენისტონის საიდუმლო

ჯენიფერ ენისტონი სილამაზის საიდუმლოს ამხელს


ჯენიფერი, უკვე 20 წელია რეგურალურად არის დაკავებული იოგით. მიუხედავად მისი გადატვირთული გრაფიკისა, მსახიობი მაინც ახერხებს კვირაში 3 სეანსის ჩატარებას, რომელიც 60-დან, 90 წუთამდე გრძელდება. იოგა არა მხოლოდ სხეულის ფორმისთვის, არამედ ყოველდღიურობისთვისაც ძალიან კარგია, რადგან მას თან ახლავს მედიტაცია, რომელიც მძიმე დღეებში დასვენების საშუალებას გვაძლევს, რაც ძალიან გვეხმარება.

“ ჩემი საიდუმლო სტრესის განსამუხტად - არის ვარჯიში ! " - განაცხადა ენისტონმა.

ჯენიფერ ენისტონი სილამაზის საიდუმლოს ამხელს


ჯენიფერმა ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა მის კვების გარფიკზეც, რომელიც ფიგურის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

მსახიობის დილა ერთი ჭიქა ოთახის ტემპრეტაურის წყალით და ერთი ნაჭერი ლიმონით იწყება. მისი საუზმე არის სუპერ მსუბუქი, რომელიც პატარა ავოკადოსგან, კვერცხისგან და ქოქოსის ზეთისგან შედგება. არის დღეები, როდესაც მსახიობი შვრიით და ბანანით საუზმობს.

ჯენიფერ ენისტონი სილამაზის საიდუმლოს ამხელს


ჯენიფერ ენისტონის თქმით, ის საკმაოდ ხშრად მიირთმევთ იტალიურ მაკარონს, რომელიც მისი სისუსტეა, თუმცა როდესაც ფორმის შენარჩუნებას ცდილობს ყველაფერს ივიწყებს და უბრალოდ ჯანსაღად იკვებება.

ვფიქრობ რთული არ უნდა იყვეს ჰოლივუდელი მსახიობის "ოქროს წესების" დაცვა, რომელიც სხეულის ფორმას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

მკითხველთა შთაბეჭდილებები