ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტთან განქორწინების შესახებ BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

Загрузка...

ოსკაროსანმა მსახიობმა, ანჯელინა ჯოლიმ, ბრედ პიტთან განქორწინების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

ფილმ "თავდაპირველად მამაჩემი მოკლეს" პრემიერის ფარგლებში, BBC-ს ჟურნალისტმა მსახიობთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
ჟურნალისტმა მსახიობს კითხვა მის განქორწინებაზეც დაუსვა, რაზეც ანჯელინა ჯოლიმ თქვა, რომ ამის შესახებ ბევრი არაფრის თქმა არ სურს, თუმცა ეს პერიოდი მის ცხოვრებაში ძალიან რთული იყო. მსახიობმა ასევე აღნიშნა, რომ ისინი კლავ ერთ დიდ ოჯახად რჩებიან.

შეგახსენებთ, რომ ჰოლივუდელი წყვილი გასულ წელს განქორწინდა. იყო ვარაუდები იმის შესახებ, რომ მათი ქორწინება მესამე პირმა დაანგრია, თუმცა ამაზე ღიად არც ბრედ პიტი და არც ანჯელინა ჯოლი არ საუბრობს.

მკითხველთა შთაბეჭდილებები