რითი შეიძლება შევცვალოთ მარილი ისე, რომ გემო არ გაფუჭდეს? წარმოგიდგენთ დიდ ალტერნატივას !


თანამედროვე სამზარეულო მარილის გარეშე წარმოუდგენელია. შეუძლებელია დაამზადო ხორცის კერძი, თუ მისი დამუშავებისას მარილს არ გამოვიყენებთ.
შეიძლება ბევრმა ადამიანმა არ იცის, მაგრამ ადამიანის ორგანიზმისთვის ყოველდღიურად 25 გრამი მარილია რეკომენდირებული. მისი გადაჭარბებული მიღებით შეიძლება სხვადასხვა დაავადებები განვითარდეს, რომლებიც პირდაპირ ვნებს ორგანიზმს.

თუ თქვენ რეკომენდირებულზე მეტ რაოდენობა მარილს იღებთ ყოველდღიურად, მაშინ დროა აუცილებლად დაიყვანით მისი რაოდენობა 25 გრამზე, რათა სხვადასხვა ვერაგი დაავადებისგან დაცული იყოთ>

ამ სტატიაში "OXOTV-ს" რედაქცია წარმოგიდგენთ მთელ რიგ ბუნებრივ საშუალებებს, თუ რითი შეიძლება შევცვალოთ მარილი ყოველდღიურობაში.

  1. მშრალი ზღვის მცენარეები

    შესანიშნავი საშუალება საკვები მარილის ჩასანაცვლებლად. ზღვის კომბოსტოს ამ მხრივ გამოყენება კარგი იქნება, თუ მას რამდენიმე საათით (თუნდაც ერთ ღამით) წყალში გააჩერებთ და შემდეგ გამოიყენებთ.
    აუცილებელია ! წყალი სასმელი იყოს და არა ქლორირებული !
    ზღვის კომბოსტოს წყალში მოთავსების შემდეგ მისი მომზადება შესაძლებელია სხვადასხვა სანელებლით და ცოტა ზეთით (სელი ან სეზამი). კომბოსტო ასევე ძალიან გემრიელია, როდესაც მას ხორცთან ერთად მიირთმევთ.

    რითი შეიძლება შევცვალოთ მარილი ისე, რომ გემო არ გაფუჭდეს? წარმოგიდგენთ დიდ ალტერნატივას !


  2. ნიახური

    ნიახური - ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური თვისებების მქონე პროდუქტია, ბოსტნეულს შორის. ნიახურის შემადგენლობაში შედის ნატრიუმი, რომელიც გვაძლევს საშუალებას მარილი სრულიად ჩავანაცვლოთ სწორედ მისი საშუალებით.
    მშრალი საკვები დანამატით ნიახურის გამოყენება უნდა მოხდეს მისი დეჰიდრაციის შემდეგ, რა დროსაც მას დაფქვავთ და კონტეინერში შეინახავთ.

    რითი შეიძლება შევცვალოთ მარილი ისე, რომ გემო არ გაფუჭდეს? წარმოგიდგენთ დიდ ალტერნატივას !

  3. სანელებლები

    მარილი შეიძლება სხვადასხვა სანელებლებითაც შეიცვალოს. თქვენ უნდა შეიძინოთ ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც საქართველოში არც თუ ისე იშვიათია.
    უმჯობესია, თუ შემდეგ სანელებლებს გამოიყენებთ.

    • კურკუმა
    • ორეგანო
    • ქონდარა
    • როზმარი


    რითი შეიძლება შევცვალოთ მარილი ისე, რომ გემო არ გაფუჭდეს? წარმოგიდგენთ დიდ ალტერნატივას !

  4. სოიოს სოუსი

    სოიო მცირე რაოდენობით მარილს შეიცავს. მისი ყოველდღიურობაში გამოყენებით სავსებით შესაძლებელია, მარილი მისით ჩავანაცვლოთ. ამისთვის კი დაგვჭრდება სოიოს სოუსი მომზადება, რომელიც არ უნდა შეიცავდეს არომატიზატორებს და მღებავ საშუალებებს. ასევე მისი მომზადების დროს უნდა გამოვიყენოთ, თხილი, ხორბალი, სიმინდი, შაქარი, მარილი (მცირედი) და სოიო.
    დაიმახსოვრეთ ! მარილი უნდა გამოვიყენოთ არა იმ რაოდენობით, რაც ყოველდღიურად არის საჭირო, არამედ ძალიან ცოტა, რადგან ამ პროდუტთა ერთობლიობა საკმაო რაოდენობის მარილის შემცველობას გვაძლევს.

    რითი შეიძლება შევცვალოთ მარილი ისე, რომ გემო არ გაფუჭდეს? წარმოგიდგენთ დიდ ალტერნატივას !

  5. სათანადო სამზარეულო

    შეეცადეთ, ზოგიერთი კერძი ორმაგ ქვაბში ან მაყალზე მოამზადოთ. ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ პროდუქტმა შეინარჩუნოს ბუნებრივი მარილი. მარილის შემცირების შემდეგ მართალია უახლოესი ერთი თვე ყველაფერი უგემოვნო მოგეჩვენებათ, თუმცა ამ დროის შემდეგ ეს უკვე პრობლემა აღარ იქნება.

    რითი შეიძლება შევცვალოთ მარილი ისე, რომ გემო არ გაფუჭდეს? წარმოგიდგენთ დიდ ალტერნატივას !

    ამ რჩევების გათვალისწინების შემდეგ, თქვენი ორგანიზმი მნიშვნელოვან "ტვირთს" მოიშორებს, რომელსაც ზედმეტი რაოდენობის მარილი ქვია.

მკითხველთა შთაბეჭდილებები