მაღალჩინოსანთა კოლოსალური ხელფასები - ვინ მოხსნა რეკორდი

Загрузка...

ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტმა იმ შპს-სა და სააქციო საზოგადოებების ხელმძღვანელების შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც 100% წილს სახელმწიფო ფლობს.

სახელმწიფო უწყებებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ 2014 წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ს/ს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძეა, რომლის წლიურმა ანაზღაურებამ 336 000 ლარი შეადგინა.

მეორე ადგილზეა ს/ს სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელი სულხან ზუმბურიძე. მან ერთი წლის განმავლობაში შრომის ანაზღაურების სახით 263 374 ლარი მიიღო.

სამეულშია საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელი. მამუკა ბახტაძის ხელფასმა 2014 წელს 248 652 ლარი შეადგინა.

მაღალანაზღაურებად ჩინოვნიკებს შორის მოხვდნენ:

ბათუმის აეროპორტის ხელმძღვანელი - მერთ ქანდიელი - 141 110 ლარი

საქართველოს ფოსტის დირექტორი - ლევან ჩიკვაიძე - 141 085 ლარი

ს/ს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი-ის ხელმძღვანელი ვახტანგ ამბოკაძე - 130 380 ლარი

ენერგო ტრანსის დირექტორი კახა სეხნიაშვილი 129 062 ლარი

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხელმძღვანელი მამუკა კობახიძე 124 000 ლარი

ს/ს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბეჟუაშვილი 109 432 ლარი

საქაერო ნავიგაციის ხელმძღვანელი გოჩა მეზვრიშვილი 98 348 ლარი.

შპს ენგურჰესი ლევან მებონია 84 330 ლარი

შპს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი შუხოშვილი 81 773 ლარი

შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ქეთევან ალექსიძე 78 000 ლარი.

წყარო: rustavi2.com

მკითხველთა შთაბეჭდილებები