ჯემიანი ტარტი და მისი გამოცხობის გზა


დიასახლისობა არ არის ადვილი საქმიანობა,ის საკმაოდ რთული და შრომატევადია,ხოლო დიასახლისისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც კერძები და კულინარიაა,ხანდახან ხდება ისეც,რომ ქალებს იდეები ელევათ და არ იციან რა მოამზადონ,რათა ოჯახის წევრები კმაყოფილები დარჩნენ,ამიტომაც OXO.TV_ის რედაქცია თქვენ გასწავლით ჯემიანი ტარტის სტილის პეროგის ცხობის საუკეთესო გზას,რომლის დახმარებით,როგორც მეუღლეებს,ისე შვილებს,თუ სტუმრებს ასიამოვნებთ.

ინგრედიენტები:
  • 2 ცალი კვერცხი
  • 200გ ნაღების კარაქი
  • ნახევარი ჩაის კოვზი ვანილი
  • 200გ ბლის ჯემი
  • 500გ ფქვილი
  • 250გ შაქარი
  • ნახევარი ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი


მომზადების წესი:
  1. პირველ რიგში ვამზადებთ ტარტის ცომს.არც ისე დიდი მოცულობის ჯამში ჩადეთ კარაქი,რათა დადნეს,ამ დროს კი აურიეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი.
  2. დამდნარი კარაქი ჩაასხით ღრმა ჯამში შაქართან,კვერცხთან და ვანილთან ერთად,შემდეგ კი მიქსერით ათქვიფეთ.
  3. ნელ-ნელა დაამატეთ ფქვილი უკვე გამზადებულ მასაში და თან ურიეთ,როდესაც მზად იქნება გაყავით 2 ნაწილად,ერთი ნაწილი 1საათით მაცივარში შეინახეთ,ხოლო მეორე გააბრტყელეთ და ტარტის ფორმაში ჩადეთ, ზემოდან კი 1 სანტიმეტრის სისქეზე ალუბლის ჯემი წაუსვით.
  4. გამოიღეთ მაცივარში შენახული ცომი და გახეხეთ,ნუ გაგიკვირდებათ ,მოიქეცით ისე,როგორც რეცეპტში წერია,გაითვალისწინეთ,რომ სახეხის ყველაზე მსხვილი ნაწილი გამოიყენოთ.გახეხილი ცომი დაადეთ ზემოდან უკვე გამზადებულ ტარტს და 200გრადუსზე შედგით ღუმელში 25 წუთით.

გამომცხვარ ტარტს,როგორც წესი ჭრიან რომბისებურ ფორმებად,მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დაჭრათ თქვენი სურვილისაებრ.ეს იდეალური დესერტია,როგორც მეზობელთან სტუმრობისთვის,ასევე ოჯახის წვეულებებისთვის და უბრალოდ სტუმრების გასამასპინძლებლად,ამიტომ შეინახეთ ეს რეცეპტი,ის ნამდვილად გამოგადგებათ.

მკითხველთა შთაბეჭდილებები