ვადის გარეშე: 11 პროდუქტი, რომელიც არასდროს არ ფუჭდება !

Загрузка...

ყველა პროდუქტის მწარმოებლები, როგორც წესი საკუთარ პროდუქტზე თან ატანენ მოქმედების ვადას, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია შევამოწმოთ. პროდუქტზე დატანილი ვადა მიგვანიშნებს იმაზე, რომ იმ თარიღამდე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ამ პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია, ხოლო თუ პროდუქტს ვადა ამოწუერა მისი მწარმოებელი პასუხისმგებლობას იხნის მისი გამოყენების გამოწვეულ პრობლემებისგან.

ამ სტატიაში "OXOTV-ს" რედაქცია წარმოგიდგენთ 11 პროდუქტს, რომელიც არასდროს არ ფუჭდება !

ვადის გარეშე: 11 პროდუქტი, რომელიც არასდროს არ ფუჭდება !

1. თაფლი

თაფლმა დროთა განმავლობაში შესაძლოა ფერი შეიცვალოს, რაც კრისტალიზაციით არის გამოწვეული, თუმცა ეს უნიკალური პროდუქტი არასდროს არ ფუჭდება. თუ თაფლში კრისტალები წარმოიქმნება არც ესაა პრობლემა. უბრალოდ მოათავსეთ ქილა თბილ წყალში, რის შემდეგაც კრისტალები ძალიან მალე გაქრება.
თაფლის შენახვისთვის არც განსაკუთრებული პირობებია საჭირო. ის უნდა ინახებოდეს გრილ და მშრალ ადგილას, მზისგან დაშორებით. ამ გარემოში თაფლის შენახვით გარწმუნებთ, რომ ის არასდროს გაფუჭდება !

2. თეთრი ბრიჯი

ყველამ ვიცით, რომ ყავისფერი ბრინჯი უფრო სასარგებლოა, ვიდრე თეთრი, მაგრამ მისი შემადგენლობიდან გამომდინარე ყავისფერი ბრინჯის შენახვა დიდი ხნის განამვლობაში არ შეგვიძლია.
ყავისფერი ბრინჯის შემადგენლობაში შედის ზეთი, რის გამოც მისი მაქსიმალური შენახვის ვადა 6 თვეა, ხოლო თეთრი ბრინჯის შენახვა 30 წლამდეა შესაძლებელი.

3. თეთრი ძმარი

არ შეგეშინდეთ თეთრი ძმრის გამოყენების, თუ ის უკვე დიდი ხანია რაც თქვენს სახლშია. როგორც წინა შემთხვევაში, მთავარია ის გრილ ადგილე მოათავსოთ, რის შემდეგაც მისი გამოყენების ვადები პრობლემა აღარ იქნება.

4. სუფთა ვანილის ექსტრაქტი

ვადის გარეშე: 11 პროდუქტი, რომელიც არასდროს არ ფუჭდება !

იმის გამო, რომ ეს პროდუქტი სპირტით არის დამზადებული, ის რჩება სუფთა და სურნელოვანი წლების განმავლობაში ! ხარისხიან და ბუნებრივ ვანილის ექსტრაქტს არ გააჩნია თარიღი, რომლის შემდეგაც მისი გამოყენება აღარ შეგვეძლება. მით უმეტეს, თუ მას ძლიერი არომატი აქვს.

5. მარილი

ვადის გარეშე: 11 პროდუქტი, რომელიც არასდროს არ ფუჭდება !

თუ თქვენ დაიცავთ იმ პარტივ პირობებს, რომელიც მარილის შესანახად არის საჭირო, მაშინ ის არასდროს არ გაფუჭდება. მოარიდეთ მარილის კონტეინერი თბილ ადგილს !

6. სიმინდის სახამებელი

დროთა განმავლობაში სიმინდის სახამებელი საგრძნობლად იცვლება, მაგრამ თუ მას შესაბამის პირობებს შეუქმნით, გარწმუნებთ, რომ ის წლების შემდეგ კვლავაც გამოსაყენებლად ვარგისი იქნება. მოათავსეთ სახამებელი კარგად დალუქულ კონტეინერში.

7. შაქარი

ვადის გარეშე: 11 პროდუქტი, რომელიც არასდროს არ ფუჭდება !

შაქრის შენახვა წლების განმავლობაშია შესაძლებელი. უბრალოდ კარგად დარწმუნდით, რომ კონტეინერი, სადაც შაქარია კარგად არის დალუქული და ტენიანი გარემოსგან შორს არის.

8. ნეკერჩხლის სიროფი

მისი შენახვა საყინულეში უნდა მოხდეს. გამოყენება კი ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, როდესაც მოისურვებთ

9. ხმელი ლობიო

ვადის გარეშე: 11 პროდუქტი, რომელიც არასდროს არ ფუჭდება !

ხმელი ლობიო ზაფხულში უფრო იაფი ღირს, ვიდრე ზამთარში. სწორედ ამიტომ გირჩევთ, რომ ლობიო შეიძინოთ ზაფხულში და მის გამოყენებამდე შეინახოთ ის კონტეინერში, რომელიც ტენიანი გარემოსგან დაშორებული იქნება.

10. ხსნადი ყავა

თუ თქვენ ძვირადღირებული ყავა შეიძინეთ და მისი შენახვა გსურთ, მაშინ მოათავსეთ ის საყინულეში. დროთა განმავლობაში შესაძლოა ყავის რაღაც ნაწილი "გაიბეროს", თუმცა მისი გამოყენება კვლავ ვარგისი იქნება.

11. ალკოჰოლური სასმელები

ვადის გარეშე: 11 პროდუქტი, რომელიც არასდროს არ ფუჭდება !

რაღა თქმა უნდა ალკოჰოლური სასმელების შენახვა ათეული წლებია შესაძლებელი. უბრალოდ დარწმუნდით, რომ ჭურჭელი, სადაც ალკოჰოლური სასმელია კარგად არის დახუფული. აუცილებლად შეინახეთ ის გრილ და ბნელ ადგილას.

მკითხველთა შთაბეჭდილებები