ჩემი გემოვნების რეცეპტორეპი აღფრთოვანებულია... ალბათ ყველაზე ელეგანტური გზა ლიმონის გამოსაყენებლად.


ფრანგული დესერტის მისართმევად სულაც არ არის საფრანგეთში წასვლა საჭირო. მის შესანიშნავ რეცეპტს დღეს "OXOTV-ს" რედაქცია ამ სტატიაში წარმოგიდგენთ..

ინგრედიენტები :

  • ფხვიერი ცომი
  • 2 ლიმონი
  • 4 კვერცხი
  • 100 გრ. შაქარი
  • 20 გრ. სიმინდის სახამებელი
  • 70 გრ. კარაქი
  • შაქრის პუდრი (სურვილისამებრ)


მომზადება :


  1. მრგვალი ფორმის ცომი მოათავსეთ საცხობში 25 წუთით, 180 გრადუსზე.
  2. გახეხეთ ლიმონის კანი, ხოლო გახეხვის შემდეგ გამოწურეთ ის.
  3. 4 კვერცხს დაუმატეთ შაქარი და აურიეთ კარგად. არევის შემდეგ მას კვლავ დაუმატეთ სიმინდის სახამებელი და კვლავ აურიეთ.
  4. კვერცხის, შაქრის და სიმინდის სახამებლის ნარევი გადაიტანეთ იმ ქვაბში, სადაც კარაქის გადნობას დაიწყობთ. აურიეთ კარგად და შემდეგ ერთგვარი მასა გადმოიტანეთ თასში, გადააფარეთ მას ცელოფანი და მოათავსეთ მაცივარში..
  5. გარკვეული დროის შემდეგ გამოღეთ თასი მაცივრიდან და ერთგვაროვანი მასა, როგორც კრემი ისე გადაუსვით ჩვენს მიერ პირველ ეტაპზე საცხბოში მოთავსებულ ცომს.
  6. საბოლოო ნაბიჯი პუდრის მოყრაა, რომელიც ნამცხვარს უფრო გემრიელს ხდის.



მეტი თვალსაჩინოებისთვის, იხილეთ ვიდეო :

მკითხველთა შთაბეჭდილებები