5 შეცდომა, რის შემდეგაც მამაკაცებს, ქალბატონების მიტოვების სურვილი უჩნდებათ.


განქორწინებების ყველაზე ხშირ მიზეზებად ის სტრესი სახელდება, რომელსაც მამაკაცები, ქალბატონებისგან განიცდიან ან პირიქით. ამ სტატიაში ჩვენს რედაქციას სურს წარმოგიდგინოთ 5 შეცდომა, რის შემდეგაც მამაკაცებს, ქალბატონების მიტოვების სურვილი უჩნდებათ.

1. თქვენ ცდილობთ, რომ მამაკაცი შეცვალოთ

ქალბატონების საკმაოდ დიდი ნაწილი დაქორწინების შემდეგ ცდილობს მამაკაცი სურვილისამებრ შეცვალოს, ანუ მასაც აიძულოს ისეთი რამეების მოწონება ან გაკეთება, რაც თავად მოწონს. ხშირად მამაკაცებისთვის ეს ერთგვარი სტრესად იქცევა ხოლმე, რაც ძალიან არ მოწონთ. ჯობს თქვენი მეორე ნახევარი მიიღოთ ისეთი, როგორიც არის. დაქორწინებას არავინ გაიძულებთ და თუ თქვენ ამ ნაბიჯს გადადგავთ უბრალოდ ჯობს ადამიანი მიიღოთ, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეებითაც.

2. თქვენ აკონტროლებთ მას

უწყვეტი მონიტორინგი - ძალიან დამღლელია. თუ თქვენ დაქორწინებული ხართ იმ ადამიანზე, რომელიც გიყვართ მაშინ მას უნდა ენდობოდეთ. დაქორწინება - არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი მუდმივად უნდა აკონტროლოთ და საკუთარი გემოვნებით აკეთებინოთ ყველაფერი.

3. არ გაქვთ საკმარისი სექსი

მას შემდეგ, რაც თქვენ მამაკაცს უარყოფთ თვეების, წლების განმავლობაში, როგორც არ უნდა უყვარდეთ მას, ის თქვენს მიტოვებას გადაწყვეტს. არავინ გაძალებთ, რომ თქვენს მეუღლესთან სექსი გქონდეთ, თუმცა მამაკაცების დიდი ნაწილისთვის სექსუალური კავშირის აკრძალვა ოჯახის დანგრევის საბაბი ხდება.

4. არ უვლით საკუთარ თავს

ყველაზე ხშირად ეს მაშინ ხდება, როდესაც ოჯახს პატარა ემატება. დედები ცდილობენ, რომ მათი შვილი მაქსიმალურად კარგ გარემოში აღიზარდოს, რისთვისაც ხშირად საკუთარი თავის მოვლა ავიწყდებათ. მართალია მამაკაცებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ შვილის კარგად აღზრდას, მაგრამ მათ არ მოწონთ, როდესაც მეორე ნახევარი ცუდად გამოიყურება. პირდაპირი თქმა კი შეურაწყმოფელია, როგორც ქალისთვის, ასევე მამაკაცისთვის.

5. თქვენ ქმრის ოჯახს შორის დგებით

შესაძლოა არ მოგწონდეთ ქმრის ოჯახის წევრები, მაგრამ ჯობს ამას თუ არ შეიმჩნევთ. მამაკაცებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მისი ოჯახის მიმართ დადებითად იყვეთ განწყობილები. შესაძლოა მათაც არ მოწონდეთ თქვენი ოჯახი, მაგრამ ისინი ამას არასდროს არ გაგრძნობინებენ, რადგან უყვარხართ და სიყვარულის ხათრით ასეთი წვრილმანი კონფლიქტების ატანა შესაძლებელია.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: