ბავშვის ხასიათი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით » OXO TV

ბავშვის ხასიათი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით


ზოდიაქოს ნიშნის ბავშვები სხვადასხვა ხასიათის არიან და სრულიან განსხვავებულ პრობლემებს უქმნიან მშობლებს, ხოლო ამ სტატიაში ჩვენ მოკლედ გეტყვით ზოდიაქოს ნიშნის პატარების ხასიათის და დამახასიათებელი ნიშნების შესახებ.

ბავშვი-ვერძი
ძალიან ჯიუტია და თავისი სიტყვის გატანა უყვარს,არასდროს მოგასვენებთ და ძილშიც ხშირად შეგიშლით ხელს, ხოლო, როდესაც წახვალთ მაშინვე მის მონატრებას დაიწყებთ.მას უყვარს ხმაური და ხშირად გააწვალებს მეზობლებსაც.

ბავშვი-კურო
პრაქტიკულად იდეალური ბავშვია. მუდამ დამჯერი და მხიარული. დადებითად განგაწყობთ მუდამ და არც ნერვებს მოგიშლით უმიზეზოდ.
ბავშვის ხასიათი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ბავშვი-ტყუპები
ბავშვები, რომლებიც ამ ზოდიაქოს ქვეშ არიან დაბადებულები არიან უსაზღვროდ ნიჭიერები, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ, როგორც კი ერთ სფეროში გარკვევიან მაშინვე სწყიდნებათ და ახალი საქმის ძიებას იწყებენ.

ბავშვი-კირჩხიბი
ძალიან საყვარელი და თბილია.უყვარს ცხოვრება,სიცოცხლე და ყველაფერი ნათელი, მაგრამ არის ზედმეტად მგრძნობიარე და დედაზე დამოკიდებული.

ბავშვი-ლომი
სიამაყის განსახიარებაა.ვერ იტანს, როვა აკონტროლებენ, უბრაზდებიან, მას საკუთარი დანაშაულის აღიარება არ უყვარს, ამიტომ ეცადეთ მისი კაპრიზები, არც დააკმაყოფილოთ და არც ზედმეტად უგულებელყოთ.

ბავშვი-ქალწული
ეს ბავშვები მშობლების სარკეს წარმოადგენენ.როგორებიც მშობლები არიან ზუსტად ისეთები ხდებიან თავად.

ბავშვი-სასწორი
ბავშვი სასწორები ძალიან აკურატულები არიან და ვერ იტანენ, როცა რამე ესვრებათ, ასევე მშობლების მიმართ არიან მომთხოვნები, უყვართ, როცა სათანადო ყურადღებას უთმობენ.

ბავშვი-მორიელი
ისინი ძალიან რთულები არიან. მათი აღზრდა რთულია, რადგან არ უყვართ, როცა ისეთ რამეს აკეთებენ, რაც არ უნდათ, ამიტომ მათ მიმართ განსაკუთრებული მიდგომაა საჭირო.
ბავშვის ხასიათი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ბავშვი-მშვილდოსანი
გაითვალისწინეთ, რომ ამ ბავშვებს მარტოობა რთულად გადააქვთ, ამიტომ, თუკი არ აპირებთ მას დედმამიშვილი აჩუქეთ, ეცადეთ სულ მის გვერდით იყოთ.ისინი გიჟდებიან ხმაურზე!

ბავშვი-თხის რქა
სერიოზული ბავშვები არიან.ახასიათებთ პრაქტიკულობა,პუნქტუალობა,მოწესრუგებულობა, მისი სწორი აღზრდისას კი შედეგად ნამდვილ სწავლულს მიიღებთ.

ბავშვი-მერწყული
იდეალისტები არიან და ძალიან ნიჭიერები, თუმცა, თუკი საქმე ბოლომდე კარგად გამოსდით ბეზრდებათ ბავშვი ტყუპის მსგავსად და ახალი გასართობის ძიებას იწყებენ.

ბავშვი-თევზები
დიდი ფანტაზიის და წარმოსახვის უნარი გააჩნიათ.მუდამ მოგიყვებათ ისტორიებს ელფებზე და სხვა ზღაპრულ გმირებზე, რომლებთან ერთადაც სხვადასხვა თავგადასავალი გადახდა.

Загрузка...

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: