მცენარეების და ყვავილების ჩაი - გაიგეთ რა თვისებები აქვს და რის სამკურნალოდ გამოიყენება ისინი

Загрузка...

წარმოგიდგენთ სხვადასხვა სახის ჩაის და სამკურნალო თვისებებს, რისთვისაც ის გამოიყენება.


ბეგქონდარა - რეკომენდირებულია, გრიპის, კუჭის სპაზმის, თირკემელების დაავადებების, ანემიის, უძილობის, შაკიკის და რევმატული ტკივილების სამკურნალოდ. გარდა ამისა ჩაის დალევა, როგორც "შარდმდენი" ისეც შეიძლება.

გვირილა - იგივე გულის ჩაი, რომელსაც აქვს ანტიკოაგულაციური და ანტიმიკრობული თვისებები (გრიპის, გაციების მოსარჩენად)

ასკილი - ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ჩაი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ვიტამინი C,K და მინერალები, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას. ასკილის ჩაი დიარეის სამკურნალოდაც გამოიყენება.

სამყურა
- სწრაფად არჩენს ხველას (თაფლთან ერთად), ღვიძლის პრობლემებს და ქალურ ტკივილებს. ექიმები ხშირად უნიშნავენ დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს სამყურას ჩაის, რომლის მიღებაც შაქრის გარეშე უნდა მოხდეს.

ვარდი - ძლიერი ანტივირუსული თვისებების მქონე ჩაი, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს.. მისი დალევა ცივიც არის შესაძლებელი, რაც განსაკუთრებულად მოსახეხებელს ხდის ვარდს ჩაის დალევას.

ლიმონის პიტნა - ჩაი აგვარებს საჭმლით გამოწვეულ პრობლემებს მომნელებელ სისტემაში. ხსნის სტრესს და უმჯობესებს ძილის ხარისხს. გარდა ამისა, ლიმონის პიტნას ჩაის იყენებენ ტკივილის მოსახსნელად და კონცენტრაციის გასაუმჯობესებლადაც.

კამის თესლის ჩაი - აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.

მარწყვის ფოთლები - ეს ჩაი ასუფთავებს სისხლს და გააჩნია მატონიზირებელი თვისება.

ფარსმანდუკი - გამოიყენება გასტრიტის და მუცლის ტკივილის გასაქრობად. მისი მომზადება უნდა მოხდეს ისე, როგორც ჩვეუელბრივი ჩაი.

ბაბუაწვერა - ჩაი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც სურს ალკოჰოლის დატვირთვას გაუმკლავდეს და ღვიძლი მავნე ზეგავლენისგან დაიცვას.

ცაცხვი - დამამშვიდებელი ჩაი. მისი მიღება მიზანშეწონილია შაკიკის დროს. როდესაც ჩაის სამკურნალო თვისებებისთვის იყენებთ, მას აუცილებლად უნდა დაუმატოთ თაფლი, რომელიც ეფექტურობას აორმაგებს.

ლავანდა - ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს სუნთქვას, თითქმის ახრობს ძილის დროს არსებულ ხმას (ხვრინვას) და გამოიყენება როგორც დეტოქსიკატორი.

მკითხველთა შთაბეჭდილებები