როგორ გამოვავლინოთ ჩიყვი - სიმპტომები, რომლებიც სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს

Загрузка...

ტერმინი ჩიყვი კონკრეტულ დაავადებას არ გულისხმობს. ეს არის ფარისებრი ჯირკვლის - კისრის წინა ზედაპირთან მდებარე პეპლის ფორმის პატარა ენდოკრინული ორგანოს - გადიდება. ჩიყვი უმთავრესად ქალებსა და ასაკოვან პირებს შორის გვხვდება. დისკომფორტს იშვიათად იწვევს, თუმცა ჯირკვლის მნიშვნელოვანი გადიდებისას გამორიცხული არ არის, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებამ იჩინოს თავი.
როგორ ვლინდება ჩიყვი? დაავადება იწყება შემდეგი სიმპტომებით: სისუსტე, სწრაფი გადაღლა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, ტკივილი გულის არეში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიანიჭოთ შემდეგ სიმპტომებსაც:

1. ბოლო ერთი წლის მანძილზე წონაში მოიმატეთ.

2. დაგიქვეითდათ გუნება-განწყობილება და დეპრესიული გახდით.

3. ბოლო ხანებში გაგიძლიერდათ თმის ცვენა და ფრჩხილების მტვრევა.

4. უჩივით კანის სიმშრალეს სახეზე, იდაყვების არეში და ფეხებზე.

5. შრომისუნარიანობა შეგიმცირდათ, თავს სუსტად გრძნობთ

6. გონება ძველებურად აღარ გიჭრით, დაგიქვეითდათ მეხსიერება.

7. შეგეცვალათ ხმის ტემბრი, შეგინელდათ მეტყველება.

8. გაქვთ მიდრეკილება დღისით ძილისკენ, ღამით გაწუხებთ უძილობა.

9. მცივანა გახდით.

10. გიშუპდებათ ქუთუთოები.

11. გაწუხებთ უშვილობის პრობლემა.

6 ან 7 და მეტი დადებითი პასუხის შემთხვევაში მიმართეთ ენდოკრინოლოგს.

მკითხველთა შთაბეჭდილებები