სუხიშვილების დიეტა, რომელიც ცხოვრების ხალისს დაგიბრუნებთ

Загрузка...

სუხიშვილების დიეტა განსაკუთრებით მათ დააინტერესებს ვისაც ზედმეტი კილოგრამების წარსულში ჩაბარება სურს და უნდა სასურველ წონას მიაღწიოს. დიეტა, რომელიც სუხიშვილების ძველ და ახალ თაობას ეკუთვნის რთული სულაც არ არის. გთავაზობთ ორი სახის დიეტას, რომელთაგან ერთი 9 დღანია, ხოლო მეორე მხოლოდ ერთ დღიანი.

9 დღიანი დიეტა:

პირველი სამი დღე - დღეში ნახევარი კილოგრამი არაჟანი და ერთი ლიტრი მინერალური წყალი.

მომდევნო სამი დღე - დღეში კილონახევარი ბოსტნეული (კარტოფილის გარდა ნებისმიერი) და მინერალური წყალი.

ბოლო სამი დღე - დღეში კილონახევარი კილოგრამი ხილი (ბანანის, ყურძნის და ლეღვის გარდა). პლუსს მინერალური წყალი.

თუ ზუსტად დაიცავთ დიეტას, 9 დღის განმავლობაში 7 კილოგრამს აუცილებლად დაიკლებთ.

რაც შეეხება ერთ დღიან დიეტას, არის შემდეგნაირი: ნახევარ კილოგრამ მაწონს დაუმატებთ ერთ სუფრის კოვზ არაყს, ერთ სუფრის კოვზ თაფლსა და ერთ სუფრის კოვზ ხსნად ყავას. ამ ყველაფერს კარგად აურევთ და ერთი დღის განმავლობაში მიირთმევთ.

მკითხველთა შთაბეჭდილებები