9 მოულოდნელი მეთოდი მიკროტალღური ღუმელის გამოსაყენებლად,რომელიც თქვენ არ იცოდით

Загрузка...

მიკროტალღური ღუმელი არის თითქმის ყველა სახლში. ის ძალიან მარტივი და მოსახერხებელია - მოათავსეთ საკვები მასში, დაიცადეთ რამდენიმე წუთი და ის შეცხელებულია. დროის მნიშვნელოვანი ეკონომია.

თუ თქვენ ხშირად იყენებთ ამ პრაქტიკულ ნივთს,მაშინ გთავაზობთ მისი გამოყენების 9 მეთოდს,რომელიც ნამდვილად საინტერესო იქნება თქვენთვის.

  1. სტიკერის მოსაშორებლად,დააწვეთეთ მასზე მცირე რაოდენობის წყალი და მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში. გააჩერეთ 10-15 წამით და მზად არის!

  2. სანამ ციტრუსს მოათავსებთ წვენსაწურში,ჩადეთ ის მიკროტალღურ ღუმელში. 20-25 წამი სრულებით საკმარისია იმისთის,რომ ხილი დარბილდეს და უფრო მეტი წვენი მიიღოთ მისგან

  3. მინის ჭურჭლის სტერილიზებისთვის,ჩაასხით მასში წყალი და 2 წუთის განმავლობაში გააჩერეთ მიკროტალღურ ღუმელში. ყველა მიკრობი განადგურებული იქნება,შუშა კი არ გატყდება

  4. როგორ გავასუფთავოთ ღუმელი? თეფშზე მოათავსეთ წყალი და ლიმონის წვენი. გააჩერეთ ღუმელში 5 წუთის განმავლობაში. ორთქლი და მჟავა ყველა ნადებს მოაშორებს, თქვენ მხოლოდ ტილოთი გამოწმენდა მოგიწევთ

  5. მებაღეები მიხვდებიან : დროდადრო საჭიროა ნიადაგის სტერილიზება მავნებლებისგან. ჩაყარეთ 1 კგ. ნესტიანი ნიადაგი კონტეინერში და მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში 1.5-2.5 წუთით.

  6. თუ მოათავსებთ სველ პირსახოცს მიკროტალღურ ღუმელში, მიიღებთ მომენტალურ კომპრესს. ხოლო თუ მიკროტალღურ ღუმელში გააცხელებთ ბრინჯით სავსე წინდას, მიიღებთ ფეხების სათბურას.
    9 მოულოდნელი მეთოდი მიკროტალღური ღუმელის გამოსაყენებლად,რომელიც თქვენ არ იცოდით

  7. იმისთვის,რომ ტანსაცმელს მოაშოროთ საღეჭი რეზინა, დააწვეთეთ მასზე რამდენიმე წვეთი ძმარი და მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში. შედეგი გარანტირებულია.

  8. რჩევა მათთვის,ვინც ხახვის დაჭრის დროს ღვრის ცრემლებს, მოათავსეთ მცენარე 30 წამით მიკროტალღოვან ღუმელში და მხოლოდ ამის შემდეგ დაჭერით ის

  9. ჭურჭლის სარეცხი ჩვარი პერიოდულად მოათავსეთ მიკროტალღოვან ღუმელში. წინასწარ ოდნაც დასველეთ წყლით . ასე თქვენ მიკრობების 99.9%-ს გაუმკლავდებით

მკითხველთა შთაბეჭდილებები