ოსტატი,რომელიც ყველაფერს საკუთარი ხელებით აკეთებს გვირჩევს თუ როგორ გავასუფთავოთ ბალიში ჯანმრთელობისთვის საშიში მიკროორგანიზმებისგან » OXO TV

ოსტატი,რომელიც ყველაფერს საკუთარი ხელებით აკეთებს გვირჩევს თუ როგორ გავასუფთავოთ ბალიში ჯანმრთელობისთვის საშიში მიკროორგანიზმებისგან


გარდა ნერწყვის, თავისა და კისრის ოფლისა, ჩვენი ბალიშები სავსეა მიკროორგანიზმებით, მკვდარი კანის უჯრედებითა და ფეკალიებით.დიახ...ფეკალიებით.

გამოკვლევების თანახმად, ჩვენი ბალიშის 1/3 შედგება კანის უჯრედების, მტვერის ტკიპებისა და მათი ნარჩენებისგან. ეს ყველაფერი ძალიან საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის და შესაძლოა მიაყენოს დიდი ზიანი მათ, ვისაც ალერგია აქვს.

ეს ის მტვერის ტკიპებია,რომლებიც ჩვენ ბალიშში ცხოვრობენ.
ოსტატი,რომელიც ყველაფერს საკუთარი ხელებით აკეთებს გვირჩევს თუ როგორ გავასუფთავოთ ბალიში ჯანმრთელობისთვის საშიში მიკროორგანიზმებისგან
მაგრამ,არ იღელვოთ! მანამ სანამ შეშინებულები დაიწყებთ ბალიშის გასუფთავებას, წაიკითხეთ ეს მარტივი საშუალებები. თქვენ შეგიძლიათ გარეცხოთ ბალიშები ისე,რომ არ აქციოთ ის გაურკვეველ,უფორმო ნივთად.

ბამბა,ბუმბული და სინტეტიკა

ნაბიჯი 1. ბალიშების უმრავლესობის გარეცხვა შესაძლებელია სარეცხ მანქანაში, თუმცა მანამდე აუცილებლად უნდა შეამოწმოთ ბალიშის იარლიყი. თავდაპირველად,სწორედ მასზე დატანილ უნფორმაციას უნდა გაეცნოთ.

ნაბიჯი 2.ჩადეთ ბალიში სარეცხ მანქანაში ბალიშის პირის გარეშე. სჯობს ერთდროულად ორი ბალიში მოათავსოთ,რათა დააბალანსოთ წონა.

ნაბიჯი 3. დაუმატეთ სარეცხი საშუალება ჩვეულებრივ და დაიწყეთ რეცხვა თბილ წყალში. (თუკი იარლიყზე დატანილი ინფორმაცია სხვა გზას გირჩევთ,მიყევით იმ ინსტრუქციას)
ოსტატი,რომელიც ყველაფერს საკუთარი ხელებით აკეთებს გვირჩევს თუ როგორ გავასუფთავოთ ბალიში ჯანმრთელობისთვის საშიში მიკროორგანიზმებისგან
ნაბიჯი 4.შემდეგ გამოიტანეთ ბალიშები სარეცხი მანქანიდან და მოათავსეთ საშრობში.

ნაბიჯი 5. დარწმუნდით რომ ბალიში ნამდვილად გაშრა. საშრობში მოთავსების შემთხვევაში, რამდენჯერმე გადაატრიალეთ.

ბალიშები პენომატერიალისგან
ნაბიჯი 1.ჩადეთ ბალიშები სარეცხ მანქანაში ბალიშის პირის გარეშე. კვლავ, სასურველია ერთდროულად 2 ბალიშის მოთავსება,რათა დააბალანსოთ წნევა ბარაბანზე.

ნაბიჯი 2.ჩაყარეთ სარეცხი ფხვნილი და დააყენეთ სარეცხი მანქანა დელიკატური რეცხვის რეჟიმზე. ამუშავეთ მანქანა რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩართეთ გაწურვის რეჟიმი. რამდენიმე წუთის შემდეგ შეამოწმეთ, თუ ბალიშები ისევ სველია, დატოვეთ გაწურვის რეჟიმზე,მაგრამ პერიოდულად შეამოწმეთ. ბალიშები გამოიტანეთ მხოლოდ მაშინ,როდესაც ისინი თითქმის მშრალი იქნება.

ნაბიჯი 3. ბალიშები მოათავსეთ საშრობში,ყველაზე დაბალ დონეზე.

ნაბიჯი 4. მოათავსეთ საშრობში კონდენციონერის რამდენიმე ფურცელი და ტენისის 2-3 ბურთი. ხშირად შეამოწმეთ ისინი და გამოიტანეთ, როგორც კი გაშრება.
ოსტატი,რომელიც ყველაფერს საკუთარი ხელებით აკეთებს გვირჩევს თუ როგორ გავასუფთავოთ ბალიში ჯანმრთელობისთვის საშიში მიკროორგანიზმებისგან
თუკი ბალიში საკმაოდ მაგარია,სჯობს გადააგდოთ. თუკი დაფარულია ლაქებით,რომლებიც არ შორდება, ამ შემთხვევაში სჯობს რომ უარი თქვეთ ვადაგასულ ბალიშზე.
ბალიშების გამოცვლა რეკომენდებულია რამდენიმე წელიწადში ერთხელ. თუ არ ხართ დარწმუნებული გადასაგდებია თუ არა თქვენი ბალიში, უპასუხეთ შემდეგ შეკითხვებს :
  • თქვენი ბალიში გამაგრებულია?
  • საჭიროა თუ არა მისი ხშირად აფუება ?
  • თუკი მას ორად გაყოფთ, დარჩება თუ არა ის ასეთ მდგომარეობაში ?










Загрузка...

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: