რას გვეუბნება თქვენი სხეულის ფორმები თქვენი პიროვნების შესახებ.


აირჩიეთ თქვენი სხეულის ფორმა:

რას გვეუბნება თქვენი სხეულის ფორმები  თქვენი პიროვნების შესახებ.


  1. სამკუთხედი - თავგადასავლების მაძიებელი.

    თქვენ მოხერხებული და მომხიბვლელი ადამიანი ხართ, რომელიც მუდმივად მზადაა მიაკვლიოს და გამოსცადოს რაღაც ახალი.

    ნამდვილი მხატვარი ხართ(ოღონდ არა პირდაპირი გაგებით, თუმცაღა, შესაძლებელია, შედევრების შექმნაც შეგეძლოთ). რომ დავკონკრეტდეთ, თქვენ იყენებთ ესთეტიკასა და დიზაინს, რათა გაზარდოთ თქვენივე მსოფლმხედველობის საზღვრები.

  2. ოვალი - კარგი მეგობარი.

    თქვენ მზრუნველი, კომუნიკაბელური და თანამგრძნობი ადამიანი ხართ. გსიამოვნებთ მეგობრებისა და ახლობლების დახმარება, წვეულებების ორგანიზება და სხვებისთვის ბედნიერების მინიჭება.

    თქვენ არ გიზიდავთ პოლიტიკური დისკუსიები, სამაგიეროდ, ძალიან გაინტერესებთ მოდა, თქვენს გარეგნობასა და სოციალურ სტატუსზე ბევრს ზრუნავთ.

    მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ჭორაობა საკმაოდ გიზიდავთ, ცდილობთ, ძალისხმევა უფრო სასარგებლო მიმართულებით გადაიტანოთ.

  3. ქვიშის საათი - კარგი პარტნიორი.

    ენთუზიაზმით აღსავსე, კომუნიკაბელური და შემოქმედი ადამიანი ხართ. ღიმილის მიზეზს მუდმივად პოულობთ. ალბათ, ამიტომაც უყვართ თქვენი მიწვევა წვეულებებზე და თქვენც, თქვენი მხრივ, გიჟდებით ახალი ურთიერთობების დამყარებაზე.

    თქვენი სხეულის ფორმის მიხედვით, თქვენ გლამურული, დამოუკიდებელი, ენერგიული და თანამგრძნობი პიროვნება ხართ.

    თქვენ ცხოვრებას უყურებთ, როგორც ერთ დიდ და რთულ გამოცანას. ყველაფერში ღრმა აზრზსა და მიზეზს ეძიებით, ასე გააგრძელეთ !

  4. ოთხკუთხედი - კარგი მეთაური.

    ძალიან თამამად გამოხატავთ თქვენს ხასიათს. აერთიანებთ ქარიზმასა და თავდაჯერებულობას. საკუთარი ავტორიტეტის წყალობით, შეგიძლიათ შეკრიბოთ ხალხი და მიუთითოთ მათ სწორი მიმართულება საერთო მიზნის მისაღწევად.

    თქვენი რაციონალიზმისა და დრაივის, გადაწყვეტილების მიღების უნარისა და მახვილი გონების წყალობით, ნებისმიერი მიზანი თქვენთვის მიღწევადია. მთავარია აღნიშნოთ ეს თვისებები თქვენში.

  5. ჩაბრუნებული სამკუთხედი - დამცველი.

    თქვენ ერთგული პიროვნება ხართ, რომელიც მუდმივად მზადაა ახლობლების დასაცავად. ნამდვილი ალტრუისტი, რომელიც სიკეთეს მაქსიმალური სიკეთით პასუხობს. თქვენ ასულდგმულებთ ახლობლებს და ავსებთ მათ დიდსულოვნებითა და ენთუზიაზმით.

    ხანდახან გიტაცებთ პერფექციონიზმიც. მიუხედავად იმისა, რომ იცით, რა ცუდია საქმის გადადება, მაინც მუდმივად აჭიანურებთ დავალების შესრულებას.
    არ გაურბიხართ მოვალეობებს, ამიტომ თავდაჯერებით მიიწევთ ზემოთ. თანაც, მოლოდინებზე გადაჭარბება და სხვებისთვის სიხარულის მინიჭება - თქვენი ცხოვრების წესია.

    გაიგეთ თქვენ შესახებ რამე ახალი? გაგვიზიარეთ კომენტარებში

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: