ამ მოხუცმა ქალბატონმა მემკვიდრეობით დიდი ქონება მიიღო, მან კი ქონება ასე განკარგა...

Загрузка...

'რაც მეტს გასცემ, მით მეტს იღებ' - ამბობს ბრძენი ხალხი. ამის ნათელი მაგალითია 86 წლის მარია ზლატიჩის შემთხვევა, ქალის, რომელიც უკვე დიდი ხანია მარტო ცხოვრობს და აქამდე მას მეზობლები უანგაროდ ეხმარებოდნენ - მისგან სანაცვლოდ არაფერს ელოდნენ, თუმცა მიიღეს!

1956 წელს მარია და მისი მეუღლე უკეთესი პირობების საძიებლად საცხოვრებლად გილფორდში(ავსტრალიაში) გადავიდნენ. ქალბატონმა მწვანე კონტინენტზე დასვენებაც კი ვერ მოასწრო - იქ გადასვლიდან 18თვის შემდეგ მარიას დედა ლოგინად ჩავარდა. მარიას სერბეთში დაბრუნება მოუხდა დედის მოსავლელად, მისი მეუღლე კი ავსტრალიაში დარჩა.

მეუღლესთან ურთიერთობა მარიას თანდათან ძალიან გაუჭირდა. ისინი გაყრის პირას იყვნენ.

მარიას დედა გარდაიცვალა და უცნობი მიზეზების გამო, მან ვერ მოახერხა გილფორდში ქმართან დაბრუნება. ისინი დაშორდნენ.
ამ მოხუცმა ქალბატონმა მემკვიდრეობით დიდი ქონება მიიღო, მან კი ქონება ასე განკარგა...

სიბერეში მარიას დიდი სირთულეეების გადალახვა უწევდა - ცხოვრება პენსიის ხარჯზე, რომელიც დაახლოებით 150 ლარს შეადგენდა. საბედნიეროდ, ამ ქალბატონს დიდსულოვანი მეზობლები ეხმარებოდნენ. მთელი ამ დროის განმავლობაში დადიოდა ჭორები, რომ მარიას ქმარმა ცოლი შეირთო, გამდიდრდა და უზრუნველად ცხოვრობდა, თუმცა მარია ამ თემას ყურადღებას არასდროს აქცევდა.

გავიდა დრო და მოხუცმა ქალბატონმა შეიტყო თავისი ქმრის გარდაცვალების ამბავი. აღმოჩნდა, რომ ყოფილმა მეუღლემ მას 700 000$ დაუტოვა.
ამ მოხუცმა ქალბატონმა მემკვიდრეობით დიდი ქონება მიიღო, მან კი ქონება ასე განკარგა...

გასაოცარი ისაა, რომ მარიამ მთელი ეს ფული მეზობლებს დაურიგა. "მე ფული არ მჭირდება. პური, წყალი და შეშა საკმარისად მაქვს იმისთვის, რომ ზამთარი გადავიტანო. აი, ჩემს მეზობლებს კი ეს ფული ნამდვილად გამოადგებათ" - ამბობს იგი.

მკითხველთა შთაბეჭდილებები