ეს სასმელი თქვენს ორგანიზმს შიგნიდან ანადგურებს, მაგრამ მას, სამწუხაროდ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით სვამენ!


სტატისტიკურად ტკბილი გაზიანი სასმელის პოპულარობა ყოველდღიურად იზრდება. მას მილიონობით ადამიანი დიდი სიამოვნებით მიირთმევს, თუმცა მათ წარმოდგენაც არ აქვთ,თუ რამხელა საშიშროების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ. ამ ერთი შეხედვით უალკოჰოლო სასმელს იმაზე ბევრად მეტი ზიანის მოტანა შეუძლია ცოცხალი ორგანიზმისთვის, ვიდრე ნებისმიერი სახისა და რაოდენობის ალკოჰოლს. გამოსავალი მხოლოდ მასზე უარის თქმაშია, რაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.

  1. ოსტეოპოროზი.

    ფრამინგამის ოსტეოპოროზის 2006 წლის კვლევებისას მეცნიერებმა 1413 ქალისა და 1125 მამაკაცის ძვლის ქსოვილი გაზომეს, რის შედეგად დაადგინეს, რომ კოკა-კოლის სისტემატური მიღება ძვლებს აბერებს და ფიტავს.მათ ისიც თქვეს, რომ მსგავსი პრობლემის საშიშროების წინაშე ქალბატონები უფრო დგანან, პროცესის ძირითად მიზეზად კი ფოსფორს ასახელებენ, რომელიც კალციუმთანაა კავშირში. მკვლევარების აზრით, კოლაში შემავალი ანტიფორსფორული მჟავა კალციუმის დონის კლებას განაპირობებს, რის შედეგად ძვალი ავადდება.

    ერთ-ერთი სხვა კვლევი მიხედვით 330მგ კოფეინმა(4 ჭიქა ყავა) შესაძლოა ძვლის დაშლამდე მიგვიყვანოს. კოფეინს კალციუმის დონის კლება და მისი სრული განადგურებაც ძალუძს, ამას კი საშარდე სისტემის გამოყენებით ახერხებს. ზემოთ ხსენებული მიზეზების გათვალისწინებით, ნუ მიიღებთ კოკა-კოლას, განსაკუთრებით კი 50 წელს გადაცილებულმა პირები.

  2. სიმსუქნე.

    თუკი ჭარბი წონის პრობლემა გაქვთ, ჩათვალეთ, რომ კოლა თქვენი უპირველესი მტერია. ერთი ქილა კოლა ყოველთვიურად ზედმედ ნახევარკილოგრამს გიმატებთ. ამ სასმელის შემადგენლობიდან გამომდინარე იგი ანგრევს ორგანიზმს, ხოლო, თუკი დიეტურ კოლაზე გადახვალთ, ნაადრევად ნუ გაგიხარდებათ. დიეტური კოლა იმაზე ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე ეს თქვენ წარმოგიდგენიათ. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ იგი უამრავ სინთეტიურ ნივთიერებას შეიცავს, რომლებიც მეტაბოლიზმს უბრალოდ სპობს.

  3. თირკმლის ავადმყოფობა.

    ტკბილი გაზიანი სასმელი სიმსუქნესთან ერთად ხშირად იწვევს ცეროზს, რაც ძირითად ალკოჰოლიკებს ემართებათ ხოლმე. უარი თქვით კოლაზე და თავიდან აირიდეთ ისეთი საშინელი დაავადება, როგორიც ღვიძლის დაშლაა.

  4. კარიესი.

    ტკბილი გაზიანი სასმელი ემალს მთლიანად შლის, დაზიანებული ემალი კი ღიმილის დროს საშინელი სანახავია. ასეთ სასმელებს იმაზე ბევრად მეტი პრობლემის გაჩენა შეუძლია, ვიდრე ბევრი შაქრისა და დაამტკბობელის გამოყენებას.

  5. კენჭები.

    თქვენი საყვარელი კოკა ანტიფოსფორულ მჟავას შეიცავს, რომელიც საშარდე სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს. მისი ხშირი მიღებით თქვენ თირკმელებში კენჭების გაჩენა-ჩამოყალიბებას უწყობთ ხელს. 0.35ლ კოლის მიღება თირკმელის კენჭის ფორმირების რისკს მთელი 15%-ით ზრდის.


OXOTV გისურვებთ ჯანმრთელობას!

მკითხველთა შთაბეჭდილებები