ეს კაცი სასმლის საყიდლად წავიდა, როდესაც დაბრუნდა, აღმოჩნდა, რომ ერთადერთი იყო ვინც გადარჩა თავის ქალაქში

Загрузка...

ლუდგერ სილბარისი დაიბადა 1875 წელს, კარიბის კუნძულ მარტინიკაზე, ქალაქ სენ-პერში, იგი მუშად მუშაობდა. მას კანონმორჩილ მოქალაქეს ვერ ვუწოდებდით, რადგან, თავის სამშობლოში ცნობილი იყო, როგორც მუდმივად ჩხუბებში ჩართული, იგი ერთხელ ციხეშიც კი იჯდა.

1902 წლის 7 მაისის ღამეს, იგი სასმლის საყიდლად ქალაქგარეთ წავიდა.და მისი წასვლა სიმთვრალითა და ჩხუბით დამთავრდა. შედეგად, ის დააპატიმრეს და კამერაში ჩააგდეს. იმისთვის, რომ სილბარისს ჭკუა ესწავლა, დაცვამ იგი ისეთ კამერაში ჩააგდო რომელსაც ფანჯრები არ ჰქონდა და მიწისქვეშ მდებარეობდა. საბოლოო ჯამში, სწორედ ამან გადაარჩინა იგი.

მომდევნო დღეს, სენ-პერთან ახლოს მდებარე ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო. ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ ამოფრქვევა 1 კვირა გაგრძელდებოდა, ამიტომ ათასობით მაცხოვრებელმა დატოვა სოფელი და ქალაქში წამოვიდა თავშესაფრის საძებნელად, რომელიც საბედისწერო შეცდომა აღმოჩნდა.

ვულკანის ამოფრქვევამ მთელი ქალაქი ნანგრევებად აქცია და დაახლოებით 40000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.ლავას ტემპერატურამ 540 გრადუსს მიაღწია, ყველაფერი გაანადგურა. ისინი ვინც ნანგრევების ქვეშ არ მოხვდნენ, ან ცოცხლად იწვებოდნენ, ან იხრჩობოდნენ გახურებული ნაცარის ბოლში, რომელიც შიგნიდან წვავდა ფილტვებს.

პატარა კამერამ ლუდგერი გადაარჩინა. 4 დღის შემდეგ ის მაშველებმა იპოვეს.

ეს კაცი სასმლის საყიდლად წავიდა, როდესაც დაბრუნდა, აღმოჩნდა, რომ ერთადერთი იყო ვინც გადარჩა თავის ქალაქში

სამაშველო ბრიგადამ ლუდგერის ყვირილი გაიგო, რომელიც შველას ითხოვდა. ლუდგერის სხეული დამწვრობებით იყო დაფარული, მაგრამ მისი კამერა კუნძულის ყველაზე უსაფრთხო ადგილი აღმოჩნდა, რამაც საბოლოოდ მისი სიცოცხლე გადაარჩინა. გონზე მოსვლის შემდეგ, მან დეტალებში მოჰყვა ტრაგიკული მოვლენები. იმისთვის, რომ თავი დაეცვა სიცხისგან და ნაცარისგან, ის შარდავდა მის ტანსაცმელზე, რომლითაც იატაკსა და კარს შორის ნაპრალი დაფარა.

მოგვიანებით, სილბარისი ცნობილი გახდა, როგორც ადამიანი , რომელიც აპოკალიფსს გადაურჩა.

მოწმეთა არ არსებობის გამო, მას ჩადენილი დანაშაულის ყველა ბრალდება მოუხსნეს. მომხდარის შემდეგ, მან დაიწყო ცირკთან ერთად მოგზაურობა, ის ხალხს თავისი გადარჩენის ისტორიას უყვებოდა და გაოგნებულებს შრამებს ანახებდა. ცირკში ის ცნობილი გახდა, როგორც "ცოცხალი რელიკვია" და "ადამიანი, რომელიც სამყაროს დასასრულს გადაურჩა."

მკითხველთა შთაბეჭდილებები