7 ორგანო , რომელიც ყველაზე მეტად ზარალდება მშობიარობის შემდეგ.


მშობიარობის შემდეგ, ქალის ორგანიზმი ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდება. მაგრამ ეს პროცესი თანდათან ხდება და ყოველთვის უმტკივნეულო არ არის.
მეან-გინეკოლოგმა მოგვიყვა, რომელ 7 პრობლემას განიცდის ქალი პატარას დაბადების შემდეგ.

  1. საშვილოსნო

    რა თქმა უნდა პირველ რიგში ეს პრობლემა საშვილოსნოს ეხება. ცხრა თვის განმავლობაში იგი იჭიმება და მძიმდება, ხოლო მშობიარობის შემდეგ თანდათანობით იწყებს შემცირებას და თავდაპირველ ზომას უბრუნდება, ხშირად ეს შეკუმშვა ქალისთვის შესამჩნევი ხდება, იგი განიცდის ტკივილს ქვედა მუცლის არეშე, უფრო ინტენსიური ხდება ძუძუთი კვების დროს.

  2. ენდოკრინული სისტემა

    პლაცენტა დროებითი ორგანოა, რომელიც ჩნდება ქალის ორგანიზმში მხოლოდ ორსულობის პერიოდში. იგი არეგულირებს მომავალი დედის ჰორმონალურ ბალანს და აკავშირებს დედის და ბავშვის სისხლის მიმოქცევას. მშობიარობის შემდეგ პლაცენტა ქრება.
    ახალბედა დედის ჰორმონალური ფონის თანდათან გადაწყობა ხდება, ენდოკრინული ჯირკვლები პატარა ზომის ხდება. ჰორმონი, რომელიც ლაქტაციას უზრუნველყოფს, ინტენსიურად მუშაობს და ამიტომ ზოგიერთი ქალი განიცდის წონის პრობლემებს, თმის ცვენას და ფრჩხილების ხარისხის გაუარესებას.

  3. შარდის ბუშტი

    მშობიარობის შემდეგ, გარკვეული დროის განმავლობაში, შარდის ბუშტის ტონუსი მცირდება. ამ შემთხვევაში ქალმა შეიძლება ვერ იგრძნოს შარდის გამოყოფის სურვილი, იმ შემთხვევაშც კი, როდესაც შარდის ბუშტი სავსეა.
    ამიტომ ახალნამშობიარებს რეკომენდაციას აძლევენ, რომ ხშირად იარონ ტუალეტში. გარდა ამისა, პირველ დღეებში შესაძლოა შარდის გამოყოფა მტკივნეული იყოს, თუ მშობიარობისას მოხდა საშვილოსნოს დაზიანება. შარდის მოხვედრა დაზიანებულ ადგილებში იწვევს წვის შეგრძნებას.

  4. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი

    მშობიარობის შემდეგ ზარალდება კუჭ-ნაწლავსი ტრაქტი, კერძოდ კი მცირდება ნაწლავის კედლის ტონუსი და შედეგად იწვევს ყაზბობას, ინტრააბდომინალურ წნევა იწევს, თავის მხრივ იწვევს ვენების შეკუმშვას და სისხლის სტაგნაციას პატარა მენჯის ადგილზე, რომელმაც შეიძლება ბუასილი გამოიწვიოს.

  5. მუცლის სწორი კუნთის დიასტაზა

    ზოგ ქალს, რომელმაც იმშობიარა, შეიძლება გაეყოს მუცლის სწორი კუნთი. მცირდება მუცლის კედლის ძალა, მენჯი არასტაბილური ხდება. შედეგად, ქალმა შეიძლება ტკივილი განიცადოს წელის არეში. დიასტაზას შეიძლება გავუმკლავდეთ სპეციალური ვარჯიშებით, მაგრამ, მხოლოდ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ, იმიტომ რომ ზოგმა სავარჯიშომ შეიძლება დაძაბოს სიტუაცია.

  6. გულ-სისხლძარღვთა სისტემა

    ორსულობის პერიოდში, ქალის ორგანიზმში სისხლის დონე იზრდება. შედეგად, იზრდება გულზე დატვირთვა. მშობიარობის შემდეგ, სისხლის მოცულობა მცირდება, ორსულობამდე როგორც ქონდა, იმ დონემდე, მაგრამ ჭარბი სითხე ნელ-ნელა გამოიდევნება ორგანიზმიდან, ამიტომ ახალ ნამშობიარები ქალები ხშირად უჩივიან შეშუპებას.

  7. სარძევე ჯირკვალი
    სარძევე ჯირკვალი ორსულობის შემდეგ ყველაზე უფრო ზარალდება. ზოგიერთი ახალბედა დედას ლაქტოსტაზი ემართება და თუ ჯირკვალის ანთება განვითარდა, მასტიტი ემართება. ქალები ასევე უჩივიან ძუძუს თავებზე ბზარების გაჩენას (დასკდომას) ისინი ჩნდება ცუდი ჰიგიენის ან ბავშვის არასწორი გამოკვების შედეგად. უსიამოვნო შეგრძნებას რომ გაუმკლავდეთ, საჭიროა გამოიყენოთ სილიკონის სახურავი, ძუძუს თავები კი სამკურნალო საშუალებით უნდა დაიზილოთ.



ამდენად, დისკომფორტი არ მთავრდება მშობიარობის შემდეგ. მაგრამ ყველა არასასიამოვნო გრძნობას ბავშვის გაჩენა დაგავიწყებთ!

Загрузка...

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: