4 ძვირფასი რჩევა 24 წლის მომაკვდავი ყმაწვილისგან, რომლის სიტყვები უბრალოდ შეგძრავთ. » OXO TV

4 ძვირფასი რჩევა 24 წლის მომაკვდავი ყმაწვილისგან, რომლის სიტყვები უბრალოდ შეგძრავთ.


ადამიანების უმეტესობა ავტოპილოტით ცხოვრობს. ჩვენ გვავიწყდება, თუ, როგორია მომენტით რეალურად ტკბობა. ადამიანებმა, თითქოს მგრძნობელობა დაკარგეს და ჩვეულებრივ რობოტებს დაემსგავსნენ, რომელთაც წმინდა არაფერი გააჩნია.

რატომ ვუკეთებთ საკუთარ თავს ამას?

რა თქმა უნდა არავინ იცის რა გველის სიკვდილის შემდეგ. ადამიანი თანამედროვეობამ იმდენად გააუფასურა, რომ მთელი მისი მშვენიერება დაკარგა. პიროვნება აღარაფერს ნიშნავს. დაიკარგა ადამიანის არსი. დაგვავიწყდა, რომ ვიგრძნოთ, ხოლო გრძნბის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენელია. ვამბობთ, რომ არ ვართ რიგითი ძუძუმწოვრები, თუმცა რეალობა საპირისპიროს ამტკიცებს.

ჩვენი ცხოვრების განმავლობაში იმისთვის ვიბრძვით, რომ სხვებს დავანახოთ ჩვენი წარმატება. დაუღალავად ვშრომობთ, ვათენებთ ღამეებს და რისთვის? ნუთუ სხვისი აზრი ჩვენს ბედნიერებაზე მნიშვნელოვანია? ნუთუ ადამიანი სხვისთვის მოვიდა ამ ქვეყანაზე? რა არის მართლაც მნიშვნელოვანი? ამ ყველაფერზე პასუხს 24 წლის მომაკვდავი ბიჭი გაგცემთ, რომლის სიტყვები უბრალოდ შეგძრავთ.

4 ძვირფასი რჩევა 24 წლის მომაკვდავი ყმაწვილისგან, რომლის სიტყვები უბრალოდ შეგძრავთ.

"მე სულ რაღაც 24 წლის ვარ და ჩემი უკანასკნელი ჰალსტუხი უკვე არჩეული მაქვს. სიმართლე გითხრათ ბევრი ამაში მნიშვნელოვანს ვერაფერს ხედავს, თუმცა ჩემი აზრით, იგი იდეალურია განსაკუთრებული დღისათვის.

კიბოს დიაგნოზი ზედმეტად გვიან დამისვეს, რათა ქიმიოთერაპიის და სიცოცხლის ოდნავ მაინც გახანგრძლივებისთვის შანსი მქონოდა. რამდენიმე თვეში მე ამ ქვეყანას დავტოვებ და ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ არაფერი შემიქმნია ისეთი, რითაც ვიამაყებდი.

ამ წერილს მე ცოტა არ იყოს ეგოისტური მიზნით ვწერ. მე მინდა სხვებს დავანახო, თუ რა არის რეალურად ძვირფასი, ხოლო, როდესაც სიკვდილი მიუახლოვდებათ, მათ იცოდნენ, რომ ქვეყანაზე რაიმე სასარგებლო შექმნეს.

  1. ნუ დახარჯავთ დროს თქვენთვის არასასურველ სამუშაოზე.

    დაიმახსოვრეთ, რომ დრო ბევრი არ გაქვთ! თქვენ ის არ უნდა დახარჯოთ ისეთ საქმიანობაზე, რომელიც სიამოვნებას არ განიჭებთ.

  2. სისულელეა სხვისი აზრი გაშინებდეთ.

    შიში ასუსტებს და პარალიზებას განაპირობებს. არ შეიძლება მუდამ სხვისი აზრით იცხოვროთ. იცოდეთ, რომ თქვენი ცხოვრება თქვენი აზრებით უნდა წარიმართოს და სხვებს არავინ არაფერს ეკითხება.

  3. იყავით დამოუკიდებელნი.

    შეცდომებზე ვსწავლობთ. არასწორია საკუთარი ბედი სხვას ჩავუგდოთ ხელებში. იყავით დამოუკიდებლები და იცხოვრეთ ისე, როგორც გსურთ.

  4. დააფასეთ თქვენი ახლობლები.

    თქვენი მეგობრები და ახლობლები უშრეტი ძალის წყაროა! ისინი თქვენ მუდამ მხარში დაგიდგებიან და ძალას მოგცემენ სიცოცხლის გასაგრძელებლად.


"მე არ ვარ გაბრაზებული, რადგან ჩემი ცხოვრების უკანასკნელ დღეებს აზრი მიეცა. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ ვერ მოვახერხე უამრავი საინტერესო რამის ნახვა, თუ გაკეთება. მე იმასაც ვიმედოვნებ, რომ ომი სირიასა და უკრაინაში მალე დასრულდება.

ჩვენ იმდენად ვზრუნავთ ჩვენს ჯანმრთელობაზე, რომ სინამდვილესი ვკარგავთ მას. ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესში ვნერვიულობთ, ვუფრთხილდებით თავს და გვავიწყდება სიცოცხლით ტკბობა.

თქვენ შეგიძლიათ თქვენი დარჩენილი დრო სმაში დახარჯოთ ან რაიმე მნიშვნელოვანი, საჭირო, ძვირფასი გააკეთოთ. არავინ არავის არაფერს ავალდებულებს, თუმცა კეთილი საქმეები ბოლოს აუცილებლად წაგადგებათ.

დატოვეთ კვალი ამ ქვეყანაში. არ დანებდეთ! იბრძოლეთ! იოცნებეთ! მათ გარეშე არაფერი ვართ. ჩვენი ცხოვრება ამ უზარმაზარ დედამიწაზე პატარა ნათებასავითაა. ნათებასავით, რომელიც ადამიანებს დადებითი ენერგიით უნდა ავსებდეს.

მადლობა ყველას."

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: