ყველაზე სასარგებლო ოთახის მცენარეები, რომლებიც იღბალსა და კეთილდღეობას მოგიტანთ

Загрузка...

ყველასთვის ცნობილია, რომ არსებობს დადებითი და უარყოფითი ენერგეტიკის მატარებელი მცენარეები, ამიტომ, მათი შერჩევის დროს აუცილებლად ფრთხილად უნდა იყოთ, რათა თქვენს ოჯახში მუდმივად სიმშვიდებ და ჰარმონიამ დაისადგუროს. ამას გარდა, არსებობს ისეთი მწვანე მეგობრები, რომლებიც ქალბატონების განწყობასა და ხასიათზე მოქმედებს.

ყველაზე სასარგებლო ოთახის მცენარეები, რომლებიც იღბალსა და კეთილდღეობას მოგიტანთ

OXOTV-ის რედაქცია გაგაცნობთ ოთახის მცენარეთა იმ სახეობებს, რომლებიც დადებითად იმოქმედებენ ადამიანის ფსიქოემოციონალურ მდგომარეობაზე და შექმნიან სახლში ისეთ ენერგეტიკას, რომელსაც შეუძლია იღბლის მოზიდვა.

სარგებლისმომტანი ოთახის მცენარეები

  1. ბაზილიკი

    ამ სანელებელს ყველა დიასახლისი იცნობს. თუმცა ბაზილიკი არამხოლოდ პიკანტურ გემოს ანიჭებს საჭმელს, არამედ არაჩვეულებრივად მოქმედებს განწყობაზეც. იდეალურ ეფექტს იძლევა ლინელული - შენაერთი, რომელსაც შეიცავს ბაზილიკი. ის აფრქვევს არაჩვეულებრივ სურნელსა და ენერგიას. ამიტომაც ბაზილიკის ქონა სახლში ქოთნით არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა. ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ ამ მცენარეს შეუძლია სახლიდან ავი სულები განდევნოს.

    ყველაზე სასარგებლო ოთახის მცენარეები, რომლებიც იღბალსა და კეთილდღეობას მოგიტანთ

  2. ნემსიწვერა

    ეს ყველაზე გავრცელებული ოთახის მცენარეა. ის გვხვდება როგორც აივანზე, ასევე ეზოში და არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. დამტკიცებულია, რომ მცენარეების გარემოცვაში ადამიანი იძენს დადებით აურას. ნემსიწვერას მსუბუქი არომატი სულიერ ჰარმონიას ანიჭებს ადამიანს. ადამიანები, რომლებსაც სახლში ეს მცენარე აქვთ, ყველაზე ნაკლებად უჩივიან სტრესსა და ფსიქიკურ დარღვევებს.

    ყველაზე სასარგებლო ოთახის მცენარეები, რომლებიც იღბალსა და კეთილდღეობას მოგიტანთ

  3. აივი

    ის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ჰაერის გამწმენდ მცენარედ. ამას გარდა, მისი სურნელი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზეც, ხოლო დადებითი განწყობა იღბლისმომტანია. აივი საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას.

    ყველაზე სასარგებლო ოთახის მცენარეები, რომლებიც იღბალსა და კეთილდღეობას მოგიტანთ

  4. გვიმრა

    როგორც აივი, გვიმრაც იდეალურად წმენდს ჰაერს, საათში 1860 ტოქსინს აშორებს, ამიტომაც მას ხშირად შეხვდებით აივანსა და ოთახებში. გვიმრით გაწმენიდილი ჰაერი დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობასა და ადამიანის გუნება-განწყობილებაზე.

    ყველაზე სასარგებლო ოთახის მცენარეები, რომლებიც იღბალსა და კეთილდღეობას მოგიტანთ

  5. ლავანდა

    ვერ შეგედავებით, რომ ლავანდა სახლისთვის იდეალურია. იმის მაგივრად, რომ არომატული სანთლები დაანთოთო, უკეთესი იქნება, იქონიოთ ლავანდა სახლში, დამიჯერეთ, ასმაგად უფრო ეფექტურია. თანაც ლავანდა ძალიან ლამაზად გამოიყურება, სახლს სიმშვენიერეს და სულს ჰარმონიას ანიჭებს.

    ყველაზე სასარგებლო ოთახის მცენარეები, რომლებიც იღბალსა და კეთილდღეობას მოგიტანთ

  6. ვარდი

    ამ ყვავილს მხოლოდ სურნელი არ აქვს სასიამოვნო.. სწავლულებმა დაამტკიცეს, რომ ვარდის ქონა იწვევს სიმყუდროვისა და სიმშვიდის შგრძნებას. ადამიანებს, რომლებსაც ამ ყვავილთან რეგულარულად აქვთ შეხება, უფრო კარგად შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღება სტრესულ სიტუაციებში. ქოთანში ვარდის მოვლა ძალიან შრომატევადი საქმეა, ამიტომაც უკეთესი იქნება, თუ მისაღებსა და საძინებელში მუდმივად ახალ-ახალი ვარდი გექნებათ ლარნაკში.

    ყველაზე სასარგებლო ოთახის მცენარეები, რომლებიც იღბალსა და კეთილდღეობას მოგიტანთ

  7. მშვიდობის ლილია

    ეს ყვავილი წმენდს დაბინძურებულ ჰაერს. მას ხშირად "ქალის ყვავილადაც" მოიხსენიებენ, ვინაიდან ის უქრობს ქალბატონებს სტრესს და ანიჭებს მთელ რიგ დადებით ემოციებს. გირჩევთ, ეს მცენარე აუცილებლად იქონიოთ სახლში.

    ყველაზე სასარგებლო ოთახის მცენარეები, რომლებიც იღბალსა და კეთილდღეობას მოგიტანთ

  8. ორქიდეა

    ორქიდეა სახლში ქმნის დადებით ენერგეტიკას. თუმცა არ გირჩევთ მის საძინებელში ქონას. მცენარის შეხედვისთანავე დადებითი ემოციები დაგეუფლებათ.

    ყველაზე სასარგებლო ოთახის მცენარეები, რომლებიც იღბალსა და კეთილდღეობას მოგიტანთ

  9. როზმარინი

    ისტორიულად, როზმარინი ყველაფრის სიმბოლო იყო დაწყებული მეხსიერებიდან, სულიერ სიმშვიდემდე დამთავრებული. ამბობენ, რომ მისი ეკლის ფორმის ფოთლები მზესთან ურთირთობენ, ამიტომაც მას შეუძლია განწყობის ამაღლება.

    ყველაზე სასარგებლო ოთახის მცენარეები, რომლებიც იღბალსა და კეთილდღეობას მოგიტანთ

  10. ლილია


ეს მცენარე ბედნიერების სიმბოლოდ ითვლება. მისი სახლში მოვლა საკმაოდ რთული, მაგრამ შესაძლებელია. უკიდურეს შემთხვევაში, შეგიძლიათ ლილია შეიძინოთ მაღაზიაში ყვავილობისას და იქონიოთ ის მთელი წლის განმავლობაში.

ყველაზე სასარგებლო ოთახის მცენარეები, რომლებიც იღბალსა და კეთილდღეობას მოგიტანთ

მორთეთ სახლი ამ ულამაზესი ყვავილებით და აუცილებლად იგრძნობთ სტრესის შემცირებას და მუდმივად კარგ განწყობაზე ყოფნას.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: