ბავშვის საფენები ყვავილის ქოთანში? ნუ იჩქარებთ დაცინვას.. » OXO TV

ბავშვის საფენები ყვავილის ქოთანში? ნუ იჩქარებთ დაცინვას..


მართალია, სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ საფენს ბავშვის კანის სიმშრალის შენარჩუნების გარდა შეუძლია მცენარეს არ მისცეს გახმობის საშუალება, განსაკუთრებით ცხელ ზფხულში. ძალიან მარტივია. ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, ისაა, რომ საფენი სუფთა უნდა იყოს!

ბავშვის საფენები ყვავილის ქოთანში? ნუ იჩქარებთ დაცინვას..

საქმე ისაა, რომ საფენი გაჟღენთილია ჰიდროგელით - ნივთიერებით, რომელსაც შეუძლია დიდი რაოდენობით ტენის შენახვა. დიახ, დიახ, სწორედ ის ჰიდროგელი, რომელიც მცენარეთა მოვლის მაღაზიებში იყიდება გასაოცარ ფასად.

როგორ უნდა შევუნარჩუნოთ მცენარეს ტენიანობა?

აქვე გეტყვით, რომ ამისთვის არ დაგჭირდებათ რეკლამებში გამოფენილი ძვირიანი საფენები. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მეთოდი უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე ბაღის ანალოგის შეძენა. გაჭარით საფენი და გამოფატრეთ შიგთავსი. მოაშორეთ მხოლოდ პლასტმასის შემცველი ნაწილები. შეურიეთ საფენის შიგთავსი წყალს გელის მიღებამდე და შემდეგ დაამატეთ ამავე რაოდენობის მიწა. ჩარგეთ ყვავილი და მზადაა..

ან სცადეთ ეს მეთოდი

მოაცალეთ საფენს შიდა დამცავი მხარე, დახვრიტეთ რამდენიმე ადგილას და ჩაფალით ქოთანში, შემდეგ კი ჩარგეთ ყვავილები ჩვეულებრივად.

ხოლო როცა ახლობლები გკითხავენ ასეთი შესანიშნავი ყვავილების მოვლის საიდუმლოს, უთხარით, რომ უბრალოდ ხშირად რწყავთ მათ.

Загрузка...

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: