14 გზა ნებისმიერი ზედაპირიდან ნაკაწრების მოსაშორებლად » OXO TV

14 გზა ნებისმიერი ზედაპირიდან ნაკაწრების მოსაშორებლად


ერთმა გაუფრთხილებელმა მოძრაობამ შესაძლოა თქვენი საყვარელი ნივთები დაკაწროს. არაა აუცილებელი ამ ნივთის შეკეთება, ან გადაგდება, რადგან არსებობს 14 გზა ამ ნაკაწრების მოსაშორებლად.

მაშ ასე, OXOTV-ის რედაქცია გთავაზობთ 14 ეფექტურ მეთოდს ნებისმიერი ზედაპირიდან ნაკაწრების მოსაშორებლად.

მინის ზედაპირი

14 გზა ნებისმიერი ზედაპირიდან ნაკაწრების მოსაშორებლად

იმისათვის, რომ მოაშოროთ ან დაფაროთ ნაკაწრები მინის ზედაპირზე, გამოიყენეთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი მეთოდი:

  • დაატანეთ კბილის პასტა(გრანულებისა და მათეთრებლის გარეშე) ბამბის დისკზე და 10 წამის განმავლობაში მსუბუქად, წრიული მოძრაობებით წაუსვით მინის ზედაპირს. კბილის პასტის ნაკვალევი მოაშორეთ წყლით(ან სველი ტილოთი).

  • მიკროფიბრილარული ქსოვილით ან ბამბის ბურთულით მინის ზედაპირს დაატანეთ მცირე რაოდენობით მცენარეული ზეთი. იმავე ეფექტს მიიღებთ ვაზელინის გამოყენებისას.

  • შეურიეთ საკვები სოდა მცირეოდენ წყალს. წაუსვით მინის ზედაპირს ნაკაწრებზე და რამდენიმე წუთში მოაცილეთ ბამბის ან შალის ქსოვილის დახმარებით.

  • საქარე მინის საწმენდი საშუალებები ასევე გამოგადგებათ მინის ზედაპირზე ნაკაწრების მოსაშორებლად. უბრალოდ მიყევით ინსტრუქციებს და დარწმუნდით, რომ საწმენდი საშუალების ქიმიური შემადგენლობა გამოსადეგია კონკრეტული ზედაპირისთვის.

ტყავის ნაკეთობები

14 გზა ნებისმიერი ზედაპირიდან ნაკაწრების მოსაშორებლად

ტყავის ზედაპირზე ხშირია ნაკაწრები. თუ დაზიანება ძალიან სერიოზული არ არის, მისი მოშორება სახლში მარტივად შეგიძლიათ.

  • აიღეთ მცენარეული ან ბავშვის ზეთი და დაატანეთ ტყავის ზედაპირს ნაკაწრებზე ბამბით. წრიული მოძრაობებით კარგად შეაზილეთ ზეთი ტყავს. მოაშორეთ ცხიმის ნარჩენები სუფთა ქსოვილით. საჭიროების შემთხვევაში, გაიმეორეთ პროცედურა.

  • შეარჩიეთ ტყავის ზედაპირის შესაფერისი ფერის ფრჩხილის ლაქი და დაატანეთ დაკაწრულ ადგილებში ძალიან თხელ ფენად.

  • ნაკაწრების მოცილება შეგიძლიათ სპეციალური ტყავის ცვილითაც, ალტერნატივად კი შეგიძლიათ ჩვეულებრივი ფუტკრის ცვილი გამოიყენოთ. გაათბეთ ცვილი და დაატანეთ ნაკაწრებს, მოწმინდეთ ფლანელის ქსოვილით და დაფარეთ ცვილი ტყავის შესაფერისი ფერის ლაქით ან მარკერით.

ხის ზედაპირი

14 გზა ნებისმიერი ზედაპირიდან ნაკაწრების მოსაშორებლად

ხის ზედაპირზე დეფექტების მოცილება შეგიძლიათ შემდეგი მეთოდებით:

  • თუ საქმე გვაქვს მუქი ხის ზედაპირთან, იოდი გამოგადგებათ. გააზავეთ იოდი წყალთან და დაატანეთ ბამბით ხის ზედაპირს, საჭიროების შემთხვევაში, გადაუსვით ზედაპირს ლაქი.

  • აიღეთ ნიგვზის შიგთავსი და გახეხეთ ხის ზედაპირი, შემდეგ მოწმინდეთ ტილოთი და წაუსვით უფერული ლაქი.

  • ბამბით დაატანეთ მაიონეზი დაკაწრულ ზედაპირს და გააჩერეთ 2-3 დღით. ხე შეიწოვს მაიონეზს და ნაკაწრები გაერთიანდება.


პლასტმასის ზედაპირი

14 გზა ნებისმიერი ზედაპირიდან ნაკაწრების მოსაშორებლად

მოაშორეთ ნაკაწრები პლასტმასის ზედაპირს ამ მეთოდების გამოყენებით:

  • პლასტმასის ზედაპირზე დეფექტების აღმოფხვრა შეგიძლიათ ჩვეულებრივი თმის საშრობით ან ე.წ. სითბოს იარაღით(სპეციალური ფენი). დააყენეთ მოწყობილობა მინიმალურ ძალაზე და გაათბეთ ნაკაწრის ადგილები. შემდეგ 10-15 წუთით აცადეთ გაგრილება და წაუსვით უფერული ლაქი ნაკაწრების სრული გაქრობისთვის.

  • მანქანის საწმენდი საშუალებებიც ეფექტურია პლასტმასის ზედაპირის გასაპრიალებლად. მოაშორეთ ნივთს სიბინძურეები და დაატანეთ საწმენდი საშუალება.


მეტალის ზედაპირი

14 გზა ნებისმიერი ზედაპირიდან ნაკაწრების მოსაშორებლად

ვინაიდან მეტალის ზედაპირი სხვადასხვა სახის არსებობს, მათი გაწმენდის დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ზედაპირის სახეობა. სამკაულებიდან ნაკაწრების მოცილების საუკეთესო გზა ოქრომჭედელთან მიტანაა, ხოლო უჟანგავი რკინის ზედაპირზე ნაკაწრების მოცილება სახლშიც შეგიძლიათ.

  • უჟანგავ რკინაზე ნაკაწრების მოშორება ფრჩხილის ბუფერული ბლოკით შეგიძლიათ.

  • ალტერნატივად შეგიძლიათ კბილის პასტა გამოიყენოთ.


სანამ ამ მეთოდებს გამოიყენებთ, გაითვალისწინეთ, რომ მათ არ შეუძლიათ ღრმა ნაკაწრების მოშორება. ამ შემთხვევაში, უკეთესია მიმართოთ პროფესიონალს.

Загрузка...

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: