რა მოხდება, თუ უმ კვერცხსა და ბანანის კანს ჩავრგავთ მიწაში?

Загрузка...

ყველა მებაღემ იცის, რომ კარგი მოსავლის მისაღებად პერიოდულად მიწის სასუქებით გაჯერებაა საჭირო. OXOTV-ის რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე ხრიკს იმისთვის, რათა იაფად და ეფექტურად გაამდიდროთ ნიადაგი მინერალებით.

კარგი სასუქები მცენარის ფესვებს აწვდის ყოველგვარ საჭირო მინერალებსა და ვიტამინებს, ასევე წყალსა და ჟანგბადს. რა გასაკვირია, დღევანდელი აგროკულტურის მაღაზიები გვთავაზობს სასუქების ურიცხვ ჩამონათვალს, თუმცა შეგიძლიათ რამდენიმე ნატურალური ხერხიც სცადოთ მიწის გასანაყოფიერებლად.

ეჭვიც არ მეპარება, რომ რამდენიმე ინგრედიენტი გაგაოცებთ. ალბათ აქამდე არასდროს მოგსვლიათ აზრად მათი მებაღეობაში გამოყენება.

მაშ ასე, დავიწყოთ.

  1. ჩარგეთ უმი კვერცხი ქოთანში

    რა მოხდება, თუ უმ კვერცხსა და ბანანის კანს ჩავრგავთ მიწაში?

    დიახ, დიახ, სწორად წაიკითხეთ. იმისათვის, რომ თქვენმა მცენარემ კარგად გაიხაროს, მის დარგვამდე ქოთნის ფსკერზე ჩარგეთ კვერცხი.

    რა მოხდება, თუ უმ კვერცხსა და ბანანის კანს ჩავრგავთ მიწაში?

    კვერცხი დიდი ხნის განმავლობაში განაგრძობს გახრწნას, რაც თქვენი მცენარის ვიტამინებითა და მინერალებით უზრუნველყოფის გარანტია.

  2. ნერგის ირგვლივ დაყარეთ ფერფლი

    თუ თქვენ ბუხარი გაქვთ, ნიადაგის pH დონის ამაღლება სრულიად უფასოდ შეგიძლიათ. უბრალოდ აიღეთ ფერფლი ბუხრიდან და მოაყარეთ ნერგების ირგვლივ. ასე შეამცირებთ მიწის მჟავიანობას.

  3. გამოიყენეთ ბანანის კანი

    რა მოხდება, თუ უმ კვერცხსა და ბანანის კანს ჩავრგავთ მიწაში?

    ყველამ იცის, რომ ბანანი ჩვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. ეს ხილი მდიდარია კალიუმით, ფოსფატით, გოგირდით, მაგნიუმით, ნატრიუმითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით. თუმცა ოდესმე გიფიქრიათ, რომ ბანანი მცენარეებისთვისაც სასარგებლო იქნებოდა? ბანანის სასარგებლო ნივთიერებები დაეხმარება მცენარეს სწრაფად ზრდაში. ამისთვის უბრალოდ მცენარის დარგვამდე მიწაში ჩარგეთ ბანანის კანი.

  4. დატოვეთ მიწაზე გამხმარი ფოთლები

    დატოვეთ გამხმარი ფოთლები მიწაზე და ისინი ნიადაგს შემდეგი სეზონისათვის მოამზადებენ. გამხმარი და გახრწნილი ფოთლები არაჩვეულებრივად ეხმარება ნიადაგს ნაყოფიერებაში.

  5. მოასხით ნარგავებს მარილის ხსნარი
როგორც ფერფლი, ინგლისური მარილი ასევე ამცირებს ნიადაგის მჟავიანობას. უბრალოდ გახსენით მაგნეზია წყალში და მოასხით ნარგავების ირგვლივ.

აუცილებლად სცადეთ ეს უბრალო და ეფექტური მეთოდები თქვენი მცენარეებისთვის.

OXOTV-ის რედაქცია კარგ მოსავალს გისურვებთ!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: