თუთიის ნაკლებობა - ჯანმრთელობის ბევრი პრობლემის მიზეზი! გაქვთ თუთიის დეფიციტი?

Загрузка...

თუთია! შეავსეთ ორგანიზმი, ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი პროდუქტით!

თუთიის დეფიციტმა შეიძლება ჯანმრთელობის ბევრი პრობლემა გამოიწვიოს! აი ასე შეძლებთ გაიგოთ, გაქვთ თუ არა თუთიის დეფიციტი და როგორ გაზარდოთ მისი რაოდენობა თვენს სხეულში.

თუთია - ეს მინერალი, რომელიც ჩართულია სხეულის სხვადასხვა ნაწილების განვითარებაში, მათ შორის, ძვლების, შემაერთებელი ქსოვილების, ტვინის, თვალების, თმის, კანის, პროსტატის, ღვიძლისა და თირკმელების.

იგი მონაწილეობას იღებს იმუნური სისტემის სათანადო ფუნქციონირებაში, კოლაგენის გამოყოფისას ჭრილობების შეხორცებაში და სპერმის დამწიფებაში.

ბევრი ადამიანი იტანჯება თუთიის ნაკლებობით და არ იციან ამის შესახებ. დეფიციტმა შეიძლება რამდენიმე უარყოფითი სიმპტომი გამოიწვიოს, ამიტომ კარგად უნდა ვიცოდეთ ისინი:

  • თმის ცვენა
  • წონის სწრაფი დაკარგვა
  • ჭრილობების ნელი შეხორცება
  • ქრონიკული ინფექციები
  • დეპრესია
  • აკნე
  • დაზიანებული და მშრალი თმა
  • მტვრევადი ფრჩხილები
  • მაღალი ქოლესტერინი
  • შემცირებული მხედველობა
  • სპერმატოზოიდების ნაკლებობა


თუ ერთ-ერთი სიმპტომი მაინც შეამჩნიეთ, ეცადეთ გაზარდოთ ამ პროდუქტების მიღება:

  • საქონლის ხორცი
  • კვერცხი
  • ქათამი
  • თევზი
  • პარკოსანი მცენარეები
  • თესლი (გოგრის, მზესუმზირის,ქუნჯუთის)
  • თხილი (ნუში, კაკალი)
  • მოლუსკი

ზოგჯერ ორგანიზმი თუთიის მიღებისას სირთულეებს განიცდის, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად ხშირად და რა რაოდენობით მოიხმარენ საკვებს ან დანამატებს.

აქედან გამომდინარე, ექსპერტები გვირჩევენ, რომ გავზარდოთ ვიტამინების, А და D -ს მიღება, რათა ხელი შევუწყოთ თუთიის მიღება.

როდესაც ორგანიზმი იქნება უზრუნველყოფილი თუთიის საკმარისი რაოდენობით, თქვენ შეამჩნევთ შემდეგ ცვლილებებს:

  • ბევრად უფრო ჯანმრთელი თმები, კანი და უკეთესი მხედველობა.
  • უკეთესი იმუნური ფუნქცია.
  • ჭრილობების სწრაფად შეხორცება.
  • მომნელებელი სისტემის ეფექტურობის ზრდა.
  • ქრონიკული ანთების შემცირება.
  • ქრონიკული დაავადებების სიმპტომების შემცირება.

თუ თქვენ გაქვთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ან მწვავე ტკივილები, გირჩევთ, მიმართოთ ექიმს. თვითმკურნალობა შესაძლოა საშიში აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისთვის.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: