დაემშვიდობეთ სისხლის მაღალ წნევას, ქოლესტერინსა და ტრიგლიცერიდებს! » OXO TV

დაემშვიდობეთ სისხლის მაღალ წნევას, ქოლესტერინსა და ტრიგლიცერიდებს!


5 ინგრედიენტისგან დამზადებული ეფექტური საშუალება გაგათავისუფლებთ ქოლესტერინებისა და ტრიგლიცერიდებისაგან.

მსოფლიოში სიკვდილის ძირითად მიზეზად გულის პრობლემებია დასახელებული. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების უმეტესობა კი გამოწვეულია არასწორი კვებით, მარილის ჭარბი რაოდენობით მიღებით, მავნე ცხიმების, შემწვარი საკვების, გადამუშავებული პროდუქტებისა და შაქრის მიღებით.

გულის დაავადებათა თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ყოველდღიური ფიზიკური სავარჯიშოები, ჯანსაღი წონის შენარჩუნება და, ყველაზე მთავარი, ქოლესტერინისა და სისხლში შაქრის დონის რეგულირება. თუ თქვენ იღებთ ალკოჰოლს ან ეწევით, კარგი იქნება, თუ თავს დაანებებთ ამ მავნე ჩვევებს.

ეს რეცეპტი დაეხმარება თქვენს ორგანიზმს ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდებისგან გათავისუფლებაში.

ინგრედიენტები

  • 10 კბილი ნიორი
  • 2 ლიმონის წვენი
  • კოჭას(ჯინჯერის) 1 ს/კ დაფქული ბოლქვი
  • 1 ს/კ ვაშლის ძმარი
  • 2 ს/კ ნატურალური თაფლი
მომზადების წესი

  1. მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში და მიიღეთ ერთგვაროვანი მასა;
  2. მოათავსეთ მასა მინის ჭურჭელში და შეინახეტ მაცივარში;
  3. რეკომენდებულია 1 ჩ/კ მასის მიღება 2-3ჯერ დღეში ჭამის წინ(შეგიძლიათ გახსნათ წყალში, ან მიიღოთ პირდაპირ).
  4. ნივრის სუნს ეფექტურად ფარავს ოხრახუში, უბრალოდ დააყოლეთ მასას რამდენიმე ღერო ოხრახუში.
თითოეული ინგრედიენტის სარგებელი ჯანმრთელობისთვის:

  • ნიორი - ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, ამცირებს ტრიგლიცერიდების, ქოლესტერინისა და სისხლში შაქრის დონეს.

  • ჯინჯერი - ამცირებს ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის დონეს. სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით, ნეფროზული სინდრომითა და ჰიპოთირეოზით დაავადებულთათვის.

  • ვაშლის ძმარი - არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, სასარგებლოა დიაბეტიკებისთვის, რომლებსაც დიაბეტის მე2 სახე აწუხებს.

  • თაფლი - თუ თქვენ რეგულარულად იღებთ თაფლს, თავიდან აიცილებთ ქოლესტერინის დაგროვებას სისხლძარღვებში.

რეგულარულად მიიღეთ ეს საშუალება, რათა მუდმივად დაცული იყოთ მავნე ნივთიერებებისგან.

OXOTV-ის რედაქცია გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!

Загрузка...

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: