ამ 8 მამაკაცურ შეცდომას შეუძლია დაანგრიოს ყველაზე მტკიცე ქორწინებაც კი


ქორწინება - ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადამიანის ცხოვრებაში. ჩვენ არასდროს ვიცით, როდის გაჩნდება ურთიერთობაში ბზარი, თუმცა აქ ჩამოთვლილია მამაკაცის რამდენიმე საქციელი, რომელსაც შეუძლია ქორწინების დანგრევა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ განშორება მუდამ მამაკაცის ბრალია, თუმცა ჩვენ ვცადეთ, გაგვერკვია, თუ მათი რა საქციელები წყვეტს ოჯახურ კავშირებს.

ამ 8 მამაკაცურ შეცდომას შეუძლია დაანგრიოს ყველაზე მტკიცე ქორწინებაც კი

ქორწინება არჩევანია. თქვენ თვითონ ირჩევთ, ვისთან გინდათ ცხოვრება ჭირსა და ლხინში და ხართ თუ არა მზად ოჯახის კეთილდღეობისათვის კომპრომისზე წასასვლელად.

მოდით, გავერკვეთ, მამაკაცის რომელ ქცევებს შეუძლია ოჯახის დანგრევა.

  1. ის არ ცდილობს მეუღლის თავდაჯერებულობის ამაღლებას

    ქალები თავიანთი რჩეულის თითოეულ საქციელს აკვირდებიან და აანალიზებენ. რამდენადაც არ უნდა ენდობოდეს ქალი მამაკაცს, მისთვის მაინც მტკივნეულია სხვა ქალისკენ 1 უბრალო მზერაც კი. მისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ ქმარი მისი ერთგულია, უყვარს და აფასებს ცოლის გრძნობებს.

    თუ ამ სიტუაციაში ქმარი დაიწყებს მტკიცებას, რომ მეუღლე არაფრისგან ქმნის პრობლემებს, ეს ძალიან დიდი შეცდომაა. როცა საქმე ქორწინებას ეხება, მეუღლეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა აგრძნობინოთ თავი ზედმეტად და არასასურველად.

    მამაკაცებო, ეცადეთ, დაარწმუნოთ თქვენი მეუღლე იმაში, რომ მისი ერთგული ხართ და რომ ის თქვენთვის მსოფლიოში ყველაზე ლამაზი და სასურველია. ეს ქალს ყოველგვარ ეჭვს გაუფანტავს.

  2. მამაკაცი არ არის ყურადღებიანი და არც ცდილობს, რომ იყოს

    ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქმარი მუდმივად უნდა სჩუქნიდეს მეუღლეს ბრილიანტის ბეჭედს ან სხვა ძვირფას ნივთებს. იმისთვის, რომ ქალი ბედნიერი იყოს, ყურადღების უბრალო მინიშნებებიც საკმარისია.

    დაუტოვეთ ცოლს სასიყვარულო წერილები ლამაზი სიტყვებით, მიართვით საუზმე საწოლში, გაატარეთ დიდი დრო შვილებთან სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ. ეს უკანასკნელი ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

    არასდროს დაივიწყოთ მეუღლის დაბადების დღე. მიულოცეთ მას შუაღამით და მოუწყეთ სიურპრიზი. გაატარეთ მასთან ერთად მთელი დღე, ან, თუ ძალიან დაკავებული ხართ მუშაობით, ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი დრო მიუძღვნათ.

  3. მამაკაცი ბრაზს თავისთვის ინახავს

    მამაკაცები თვლიან, რომ მეურლისგან უარყოფითი ემოციების დამალვით კარგ საქმეს აკეთებენ, თუმცა ეს არასწორია! ქალი ყოველთვის გრძნობს, როცა მის რჩეულს რაღაც აწუხებს. ყოველთვის, როცა ქალი ინტერესდება თავისი ქმრის პრობლემებით, თუმცა ქმარი დუმს, ცოლი საკუთარ თავში იკეტება და წყენას ინახავს.

    იყავით გულწრფელი თქვენს ცოლთან, მოუყევით მას ყველაფერი და სცადეთ, იპოვოთ გამოსავალი ერთად.

  4. საკუთარ საქციელებზე არ აგებს პასუხს

    მამაკაცების უმრავლესობას არ შეუძლია აღიაროს თავიანთი შეცდომები და მეუღლეებს დებენ ბრალს: "ის არ მაქცევდა ყურადღებას და ამიტომაც გავაბი რომანი სხვა ქალთან". ნუთუ ვერ ხვდებით, რამდენად სულელურად ჟღერს ეს?

    თუ თქვენ შეცდომა დაუშვით, დროა, მოიქცეთ მამაკაცურად და აღიაროთ საკუთარი დანაშაული, მეტიც, გამოასწოროთ იგი. შეეშვით ბრალის ძიებას სხვებში, მხოლოდ თქვენ აგებთ პასუხს თქვენს საქციელებსა და მათ შედეგებზე.

    თუ ქორწინება თქვენთვის უკვე აუტანელია, უთხარით მეუღლეს ამის შესახებ, ნუ დაიტანჯავთ თავს და ნუ დაუნგრევთ ცხოვრებას მეუღლესაც.

  5. ის ირჩევს ქალს, რომელიც არ არის მზად ოჯახისთვის ან არ შეეფერება მას

    ქორწინება გრძელვადიანი მოვალეობაა, რომელსაც არ უყვარს სიჩქარე. ყურადღებით იყავით ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას და ნუ დაელოდებით, რომ მისი ნაკლოვანებები ქორწინების შემდეგ რაღაც მაგიით შეიცვლება.

    ზოგიერთი გოგონა არ არის მზად ოჯახური ცხოვრებისთვის, ამიტომ შეიძლება ცოტა ხანში ინანოს გათხოვება.

    როცა დააპირებთ ურთიერთობის გაკანონიერებას, იყავით რაციონალური და ყველაფერს შეხედეთ ფხიზლად. არ მისცეთ წამიერ იმპულსებს უფლება იმოქმედონ თქვენს არჩევანზე.

  6. მამაკაცი დუმს

    ეს ყველაზე უარესია, რაც შეიძლება ქორწინებაში მოხდეს. როდესაც თქვენ ინახავთ ემოციებსა და პრობლემებს და არ უყვებით მეუღლეს, ამან შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოუტანოს ოჯახს. კონფლიქტის შემდეგ ნუ გაიქცევით სხვადასხვა ოთახში და ნუ მოაწყობთ ბოიკოტს. უბრალოდ სცადეთ პრობლემის ერთად განხილვა და მოძებნეთ მისი გადაჭრის გზები.

    მამაკაცები თვლიან, რომ მათ ქალს უნდა დაუმალონ პრობლემები, ქალის შესაძლებლობებს კი სწორად ვერ აფასებენ. გირჩევთ, გულახდილი იყოთ მეუღლის მიმართ და თქვენი ქორწინება უფრო დიდხანს გასტანს!

  7. მამაკაცი განსჯის მეუღლეს ან ცდილობს მის შეცვლას

    ქალი ძალიან ნაზი არსებაა. ხანდახან მას უბრალოდ სჭირდება ვინმე, ვინც მოუსმენს და გაუგებს. თუ მამაკაცი მუდმივად აძალებს ქალს, მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ან განსჯის მას ამ გადაწყვეტილებების გამო, ქალი იგრძნობს, რომ მის თავისუფლებას ზღუდავენ.

    ჩვენ შორის იდეალური არავინაა. ყველას აქვს რაღაც ნაკლი, თუმცა ქორწინება დათმობებზეა აგებული.თუ ქალმა შეცდომა დაუშვა, ურჩიეთ მას სწორი გზა, არ არის საჭირო ზეწოლა და განსჯა.

  8. იგი არასდროს იხდის ბოდიშს

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქორწინება დათმობებზეა აგებული. ხანდახან მხოლოდ მამაკაცს შეუძლია ქორწინების გადარჩენა მხოლოდ ერთი სიტყვით, "მაპატიე". ნუ მისცემთ თქვენს სიამაყეს ქორწინების დანგრევის უფლებას.

მამაკაცებს ჰგონიათ, რომ ბოდიშის მოხდით მათი სიამაყე ირყევა. სინამდვილეში კი მობოდიშება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მამაკაცი მზადაა ქორწინების შესანარჩუნებლად გააკეთოს ყველაფერი. ეს ქალს აგრძნობინებს, რომ მის გვერდით მამაკაცია, რომელსაც დაეყრდნობა და გაუზიარებს ბედნიერებასა და მწუხარებას.

იცოდეთ, რომ ქორწინება არაფერია, თუ არა ურთიერთგაგება. მოუსმინეთ და გაუგეთ თქვენს რჩეულს. ნუ მისცემთ თქვენს ხასიათსა და იმპულსებს ოჯახის დანგრევის საშუალებას.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: