ეს კაცი მალე მამა გახდება, თუმცა დედა - ორი იქნება

Загрузка...

მამაკაცები ადამ ლაიონსს ბედნიერ მამაკაცს უწოდებენ. იმის გარდა, რომ მას ერთდროულად ორი შეყვარებული ჰყავს, მეტიც, ის მათთან ერთად ცხოვრობს. ამასთან, ის მალე უკვე მეორედ გახდება მამა, რაც ორივე ქალბატონს ძალიან უხარია.

როდესაც ადამმა ბრუკ შედი გაიცნო, ბრუკს უკვე ჰყავდა შვილი, ოლივერი, ორიოდე წლის შემდეგ მათ საერთო შვილი, დანტე შეეძინათ. შემდეგ კი ადამმა და ბრუკმა გაიცნეს ჯეინ შალახოვა, რომელიც მალევე შეუერთდა ამ უცნაურ ოჯახს. "ტრიო" უკვე 5 წელია ერთ ოჯახად ცხოვრობს. ახლა ჯეინი ფეხმძიმედაა, რაც მთელ ოჯახს ძალიან ახარებს.

ეს კაცი მალე მამა გახდება, თუმცა დედა - ორი იქნება

აი, რას ფიქრობს ამაზე თავად ადამ ლაიონსი:

-"ეს ისეთი შესანიშნავია, რომ უკვე მესამე ბავშვის მშობლები გავხდებით.. შვილებს სამივე ერთად გავზრდით. დიდხანს ვფიქრობდით ამაზე და ახლა სამივე მომავალი ბავშვის მშობლებად ვთვლით თავს. ყველა ჩვენი შვილისთვის ჩვენ მუდამ ვიქნებით მამა, დედა და დედა."

ეს კაცი მალე მამა გახდება, თუმცა დედა - ორი იქნება

ადამი ყვება:

-"იმის გათვალისწინებით, რომ სამივე ვმუშაობთ, ჩვენ უფრო მარტივად შეგვიძლია კომფორტი მვიწყოთ სახლში. ყოველთვის ვახერხებთ, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი რჩებოდეს სახლში, ბავშვებთან. სახლის საქმეებიც უფრო მარტივია, როცა სამი ადამიანი ერთად აკეთებს მათ. დასვენებისთვისაც უფრო მეტი დრო გვრჩება. ჩვენ მხოლოდ მოვალეობებს არ ვინაწილებთ სამზე. ციფრი 3 ჩვენს სექსუალურ ცხოვრებასაც აღნიშნავს."

ეს კაცი მალე მამა გახდება, თუმცა დედა - ორი იქნება

ლაიონსი ამატებს:

-"როცა ჩვენი ურთიერთობის შესახებ სხვებს პირველად მოვუყევით, ყველა ამბობდა, რომ ეს დიდხანს არ გასტანდა, თუმცა ჩვენ უკვე 5 წელია ერთად ვართ. ჩვენი ურთიერთობა უბრალო ინტრიგა კი არა, ნამდვილი ოჯახია ჯანმრთელი და ბედნიერი ბავშვებით. ჩვენი ვაჟები - ოლივერი და დანტე სულაც არ თვლიან თავს უცნაურ სიტუაციაში. ჩემი აზრით, ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, იცხოვროს ისეთ ოჯახში, როგორიც შეეფერება."

27 წლის ჯეინი გამოტყდა, რომ მას დიდი ხნის განმავლობაში არ სურდა შვილი, მანამ, სანამ უნიკალური შანსი არ გაუჩნდა:

-"წინა ურთიერთობებში შვილზე საერთოდ არ მიფიქრია. არ მინდოდა გავმხდარიყავი საკუთარი შვილის მონა, როგორც ეს ბევრი მშობლის შემთხვევასი ხდება. თუმცა მას შემდეგ, რაც ადამი და ბრუკი გავიცანი, მთელი ჩემი დამოკიდებულება ოჯახის მიმართ თავდაყირა დადგა. ახლა ვთვლი, რომ შეგვიძლია ერთად აღვზარდოთ შვილები ისე, რომ დრო დაგვრჩეს სოციალური ცხოვრებისა და ერთმანეთისთვისაც. ახლა უკვე, სამსახურში ყოფნისას, ვიცი, რომ ჩემი შვილი საიმედო ხელში რჩება."

ეს კაცი მალე მამა გახდება, თუმცა დედა - ორი იქნება

28წლის ბრუკი, ბისექსუალი, პირველი ვაჯის, დანტეს დედა აი, რას ფიქრობს ჯეინის ფეხმძიმობაზე:

-"ისე მიხარია, რომ ჯეინი ბავშვს ელოდება.. ჩემი ოცნება 4 შვილის დედობა იყო. რამდენიმე წელში კი ეს ოცნება აუცილებლად ამიხდება. მეტიც, ძალიან მინდა საქორწინო ცერემონიის ჩატარება, თუნდაც არაკანონიერის. ოლივერიც თვლის, რომ ეს კარგი იდეაა და ფიქრობს, რომ სამი მშობელი უკეთესია, ვიდრე ორი - ჩვენ კი მისთვის საუკეთესო მაგალითი ვართ."

ეს კაცი მალე მამა გახდება, თუმცა დედა - ორი იქნება

და რას იტყვით ოჯახში კიდევ ერთი წევრის დამატებაზე?

-"ჩვენი ოჯახი ყოველთვის ღიაა ურთიერთობებისთვის" - გვპასუხობს ადამი - " ხანდახან ჩვენ არამარტო ერთმანეთთან - სხვებთანაც გვძინავს, თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, ამისთვის დრო თითქმის არ გვაქვს. ვფიქრობ, ახლო მომავალში მოგვიწევს ბავშვებთან დიდი დროის გატარება სახლში. აი, შემდეგ, თუ ვინმე მოისურვებს ჩვენს ოჯახში შემოსვლას, რატომაც არა? "

ეს კაცი მალე მამა გახდება, თუმცა დედა - ორი იქნება

საკმაოდ უჩვეულო შეხედულებაა ოჯახურ ცხოვრებაზე. თქვენ რას ფიქრობთ?

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: