ხვალიდან საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს


ხვალიდან საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს, - ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული.

ინფორმაციის თანახმად, ორშაბათიდან ტემპერატურა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაიკლებს. თბილისში დღისით ორშაბათიდან 17 გრადუსიდან 10 გრადუსამდე დაეცემა, ღამით კი 2-5 გრადუსის ფარგლებში იქნება.

დასავლეთ საქართველოში ორშაბათიდან კვირის განავლობაში 20 გრადუსიდან 10-12 გრადუსამდე შემცირდება. აღმოსავლეთ საქართველოში კი 18 გრადუსიდან 10 გრადუსამდე ჩამოვა ტემპურატურა.

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კვირის განავლობაში წვიმიან ამინდს პროგნოზირებს.

წყარო: rustavi2.com

მკითხველთა შთაბეჭდილებები