ყვავილოვანი კომბოსტოს უგემრიელესი კერძის რეცეპტი - ბულგარულ კაფეში აღმოვაჩინე » OXO TV

ყვავილოვანი კომბოსტოს უგემრიელესი კერძის რეცეპტი - ბულგარულ კაფეში აღმოვაჩინე


ერთ ზაფხულს, ქმართან ერთად ბულგარეთის კურორტზე ვისვენებდი და ერთ-ერთ კაფეში უგემრიელესი კერძი გავსინჯე. ყვავილოვანი კომბოსტო დიდად არასდროს მომწონდა მსნამ, სანამ ამ კერძს გავსინჯავდი. მას შემდეგ, ყვავილოვანი კომბოსტო ჩემი საყვარელი ბოსტნეულო გახდა, ამ კერძის რეცეპტს კი უკვე 10 წელია ვინახავ.

ჩემს შვილებს ერთი სული აქვთ, როდის მოვამზადებ ამ კერძს და შიგ ტაფიდან მიირთმევენ. თუ არ იცით, რა უნდა მოამზადოთ ყვავილოვანი კომბოსტოსგან, მაშინ ეს რეცეპტი გამოგადგებათ!

ყვავილოვანი კომბოსტოს უგემრიელესი კერძის რეცეპტი - ბულგარულ კაფეში აღმოვაჩინე

როგორ მოვამზადოთ ყვავილოვანი კომბოსტო

ინგრედიენტები

  • ყვავილოვანი კომბოსტოს 1 საშუალო თავი
  • 3/4 თასი ფქვილი
  • 1/2 თასი ლუდი
  • 1 მოზრდილი კვერცხი
  • მარილი
  • წიწაკა
  • მცენარეული ცხიმი
ყვავილოვანი კომბოსტოს უგემრიელესი კერძის რეცეპტი - ბულგარულ კაფეში აღმოვაჩინე

მომზადება
  1. მოამზადეთ ინგრედიენტები. აირჩიეთ კობოსტო კარგი შეფერილობთ(შავი ლაქების გარეშე), ის უნდა იყოს მწიფე და მაგარი.

    ყვავილოვანი კომბოსტოს უგემრიელესი კერძის რეცეპტი - ბულგარულ კაფეში აღმოვაჩინე

  2. ვიწყებთ მომზადებას. ათქვიფეთ ლუდი, ფქვილი და კვერცხი ჯამში. მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.

    ყვავილოვანი კომბოსტოს უგემრიელესი კერძის რეცეპტი - ბულგარულ კაფეში აღმოვაჩინე

  3. კომბოსტო დაანაწევრეთ. ჩვეულებრივ, მე უფრო დიდ ნაჭრებად ვყოფ ხოლმე, უფრო გემრიელი გამოდის..

    ყვავილოვანი კომბოსტოს უგემრიელესი კერძის რეცეპტი - ბულგარულ კაფეში აღმოვაჩინე

  4. აადუღეთ წყალი, მოაყარეთ მარილი და ჩაყარეთ კომბოსტო. ხარშეთ ზუსტად 5-7 წუთი, ნუ გადახარშავთ, თორემ ბოსტნეული პიურედ გადაიქცევა.

    ყვავილოვანი კომბოსტოს უგემრიელესი კერძის რეცეპტი - ბულგარულ კაფეში აღმოვაჩინე

  5. მოხარშული კომბოსტო ჩაალაგეთ საწურში, წყალი რომ გაუვიდეს. გააცხელეთ ტაფა, დაასხით 1სმ სიმაღლეზე ზეთი. ჩააგდეთ კომბოსტო წინასწარ მომზადებულ მასაში.

    ყვავილოვანი კომბოსტოს უგემრიელესი კერძის რეცეპტი - ბულგარულ კაფეში აღმოვაჩინე

  6. შეწვით კომბოსტო ყველა მხარეს, სანამ ოქროსფერს არ მიიღებთ.

    ყვავილოვანი კომბოსტოს უგემრიელესი კერძის რეცეპტი - ბულგარულ კაფეში აღმოვაჩინე

  7. მომზადების შემდეგ დააწყვეთ კომბოსტო ხელსახოცზე, რათა მოაშოროთ ზედმეტი ცხიმი.

    ყვავილოვანი კომბოსტოს უგემრიელესი კერძის რეცეპტი - ბულგარულ კაფეში აღმოვაჩინე

  8. გემრიელად მიირთვით!

    ყვავილოვანი კომბოსტოს უგემრიელესი კერძის რეცეპტი - ბულგარულ კაფეში აღმოვაჩინე
გაუზიარეთ მეგობრებს ამ უგემრიელესი კერძის რეცეპტი და გაგვიზიარეთ კომენტარებში, თქვენ როგორ ამზადებთ ყვავილოვან კომბოსტოს.

Загрузка...

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: