დაემშვიდობეთ თუთიის დეფიციტს ამ სასარგებლო პროდუქტების დახმარებით » OXO TV

დაემშვიდობეთ თუთიის დეფიციტს ამ სასარგებლო პროდუქტების დახმარებით


თუთია ერთ-ერთი ნივთიერებაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.
იგი სხვადასხვა ფერმენტის გამოყოფას უწყობს ხელს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებასა და დნმ-ს სინთეზს.

თუთიის ნაკლებობა იწვევს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს, აკნეს, იმუნიტეტის შესუსტებას, თმისცვენას, გამონაყარს, უმადობას, წონაში კლებას და დეპრესიასაც კი.

მაგრამ არც ის დაგავიწყდეთ, რომ ამ მინერალის ზედმეტად მიღება იწვევს ტოქსიკურობის მომატებას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევებს, დაბნეულობას და გამონაყარს, ხელს უშლის სპილენძისა და რკინის ათვისებას.

მედიკამენტების უმრავლესობა მოქმედებს ორგანიზმში თუთიის დონეზე. თუთია ასევე გვხვდება მალამოებსა და საღებავებში. ამა თუ იმ პროდუქტის გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გაეცნოთ მის შემადგენლობას, რათა თავიდან აიცილოთ გვერდითი მოვლენები.

ამასთან, თუთიის დანამატების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევა და ღებინება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა და ცუდი გემო პირის ღრუში. თუთიის ბუნებრივი გზებით - ნატურალური პროდუქტებისგან მიღება სრულიად უვნებელი და მეტიც, სასარგებლოა.

გაიგეთ, რომელი პროდუქტები შეიცავს თუთიას საჭირო რაოდენობით.

  1. მოლუსკები

    მოლუსკები, განსაკუთრებით კი ხამანწკები, თუთიის მთავარი წყაროა. დაახლ. 76გრ თუთიას შეიცავს 6ცალი მოზრდილი ხამანწკა ერთად, რაც 7ჯერ უფრო მეტია, ვიდრე მოზრდილი ადამიანისთვის დღიური დოზა(10გრ).

  2. რძის პროდუქტები

    რძე, ყველი, მაწონი, იოგურტი დაახლ. 1 გრ თუთიას შეიცავენ 100გრამზე.

  3. ხორცი

    ხორცი - თუთიის კიდევ ერთი მდიდარი წყარო. ძროხის კუდი 100 გრამზე 8,9 გრ ცინკს შეიცავს. 100გრ ღორის მხარი - 4,2გრ, 100გრ ღორის სუკი - 2,7გრ, ქათმის ერთი ბარკალი - 3.4გრ, 100გრ ქათმის მკერდი - 1გრ. ამას გარდა, ხორცი ასევე შეიცავს ცილებს, რკინასა და ვიტამინ B12-ს.

  4. თხილი და მზესუმზირა
დაბოლოს, კეშიუ, გოგრის თესლი და ნუში არაჩვეულებრივი წყაროა თუთიისა. 100გრ თხილი 1-2 გრ თუთიას შეიცავს. ამ მხრივ, გოგრის თესლებს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. თხილი და მარცვლები თქვენს ორგანიზმს ასევე უზრუნველყოფს ცხიმოვანი მჟავებით, ომეგა3-ით, ცილებითა და მაგნიუმით.

მიირთვით ეს პროდუქტები საკმარისი რაოდენობით და მიიღეთ საჭირო მინერალები და ვიტამინები ყოველდღე.

OXOTV-ის რედაქცია გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!

Загрузка...

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: