როგორ შევარჩიოთ ახალი კარტოფილი? ეს ხერხი ერთმა გამყიდველმა მასწავლა » OXO TV

როგორ შევარჩიოთ ახალი კარტოფილი? ეს ხერხი ერთმა გამყიდველმა მასწავლა


ზაფხულის დასაწყისი ძალიან გემრიელი დროა - პირველი მარწყვი, ცერცვი და სტაფილო.. და, რაღა თქმა უნდა, ახალი კარტოფილი! მგონი, არაფერია უფრო გემრიელი, ვიდრე ახალ მწვანილებში შეკაზმული ახალი კარტოფილი. თუმცა, სანამ ასეთ უგემრიელეს კერძს მოამზადებდეთ, სწორად უნდა შეარჩიოთ კარტოფილი.

როგორ შევარჩიოთ ახალი კარტოფილი? ეს ხერხი ერთმა გამყიდველმა მასწავლა

ყველაზე კარგი ვარიანტი, რა თქმა უნდა, საკუთარ ნაკვეთზე მოყვანილი კარტოფილია, თუმცა, სამწუხაროდ, ყველას არ აქვს ამის საშუალება. OXOTV-ის რედაქცია გიამბობთ, თუ როგორ უნდა ამოარჩიოთ ახალი კარტოფილი.

როგორ შევარჩიოთ ახალი კარტოფილი? ეს ხერხი ერთმა გამყიდველმა მასწავლა

გემრიელი, ახალი კარტოფილი
  1. ბოლქვების აღნაგობითვე მიხვდებით, როგორია კარტოფილი - სასარგებლოა, თუ მავნე ნივთიერებებითაა გაჯერებული. ბოლქვი უნდა იყოს მთლიანი, სწორი, ერთფეროვანი, მყარი. ამ ყველაფრის შენიშნვა მარტივია შეუიარაღებელი თვალითაც.

    როგორ შევარჩიოთ ახალი კარტოფილი? ეს ხერხი ერთმა გამყიდველმა მასწავლა

  2. შავი ლაქები და პატარა წერტილებიც კი პირდაპირი ნიშანია ფიტოფტორის - მცენარის დაავადებისა. ასეთი კარტოფილის შეძენა იმ შემთხვევაშიც კი არ ღირს, თუ უამრავ კარტოფილში მხოლოდ ერთია ასეთი დეფექტით - სხვა ბოლქვებს დაავადება შესაძლებელია შიდა მხარეს ჰქონდეს.

    როგორ შევარჩიოთ ახალი კარტოფილი? ეს ხერხი ერთმა გამყიდველმა მასწავლა

  3. უკეთესია, შეიძინოთ საშუალო ზომის ბოლქვები, დიდი კარტოფილი ხომ, თავისთავად, ნიტრატებითაა გაჯერებული, ძალიან პატარები კი გასარჩევად მოუხერხებელია.

    როგორ შევარჩიოთ ახალი კარტოფილი? ეს ხერხი ერთმა გამყიდველმა მასწავლა

  4. მწვანე კარტოფილი არ არის მოუმწიფებელი. მისი მოხმარება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება! ის შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებას, სოლანინს, რომელიც დამღუპველად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.

    როგორ შევარჩიოთ ახალი კარტოფილი? ეს ხერხი ერთმა გამყიდველმა მასწავლა

  5. ეცადეთ ფრჩხილით ამოჩიჩქნოთ ბოლქვი, თუ ამ ღრმულში წყალი ჩადგა, ესეიგი კარტოფილს გულუხვად აჯერებდნენ ნიტრატებით.

    როგორ შევარჩიოთ ახალი კარტოფილი? ეს ხერხი ერთმა გამყიდველმა მასწავლა

  6. კიდევ ერთი ეფექტური მეთოდია კარტოფილის ჩამოჭრა - თუ თქვენ ხრაშუნი გაიგონეთ, ესეიგი ის ხარისხიანია. თუ კარტოფილი რბილია, ესეიგი ის ხელოვნურადაა მოყვანილი.

    როგორ შევარჩიოთ ახალი კარტოფილი? ეს ხერხი ერთმა გამყიდველმა მასწავლა

  7. თუ ახალი კარტოფილი დიდხანს იხარშება, ან მომზადებისას უჩვეულო სუნია, ასეთი კარტოფილის მიღება არ ღირს.
როგორ შევარჩიოთ ახალი კარტოფილი? ეს ხერხი ერთმა გამყიდველმა მასწავლა

როგორც ხედავთ, ბაზარში კარტოფილის არჩევა უფრო მარტივია, ვიდრე გეგონათ. ახლა კი შეკაზმეთ კარტოფილი და შეგერგოთ!

Загрузка...

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: