რა დაინახეთ პირველი ? უპასუხეთ და გაიგეთ თქვენი ქვეცნობიერის საიდუმლო » OXO TV

რა დაინახეთ პირველი ? უპასუხეთ და გაიგეთ თქვენი ქვეცნობიერის საიდუმლო


ადამიანის ფსიქიკის მდგომარეობა,ადამიანის თვისებები, ფასეულობები, მიზნები,დაცვის მექანიზმები, კომპლექსები, ტრავმები და მრავალი სხვა. ეს ტესტები გვეხმარება გამოვავლინოთ ის რაც დაფარულია ქვეცნობიერში და ვერ გამჟღავნდებ ასხვა მეთოდებით.

პროექტული ტესტები გამოიყენებს ფსიქოლოგიურ მოვლენებს ,,პროექციის" სახელწოდებით, ანუ დაცვით მექნიზმს, როდესაც გროძნობებს, სურვილებს და საკუთარ იმპულსებს მიაწერენ სხვა ობიექტს, ადამიანს ან გარე მოვლენას.

დღეს OXOTV-ს რედაქცია შემოგთვაზებთ ტესტს, რომელიც გიჩვენებთ თქვენს ყველაზე დიდ შიშს. რა დაინახეთ სურათზე პირველი? რომელმა ელემენტმა მიიქცია თქვენი ყურადღება? გაიგეთ ეს რას ნიშნავს!

რა დაინახეთ პირველი ? უპასუხეთ და გაიგეთ თქვენი ქვეცნობიერის საიდუმლო

  1. გოგონა

    თუ თქვენი ყურადღება მიიქცია გოგონამ ,რომელიც ბალახზე ზის, ეს ნიშნავს რომ, სავარაუდოდ თქვენ გაქვთ ბავშვობის დეპრესიული ემოცია ან გაუთვითცნობიერებული ტრავმა.
    ეს შესაძლო იყოს პერინატალური ტრავმა ან მოვლენა, რომელიც მოხდა ღრმა ბავშვობაში. არსებობს საშიში ტრავმული მოვლენები, რომელიც თრგუნავს ჩვენს გონებას, მაგრამ საკითხავია როგორ უნდა დავბრუნდეთ იმ მოვლენებთან, გავაცოცხლოთ ისინი მეხსიერებაში, რომ აღმოვფრქვათ უარყოფითი შედეგები.
    აი ტრავმის და შიშის მაგალითები, რომლერბსაც შეუძლია ქვეცნობიერად დათრგუნოს ადამიანი: სიკვდილის რისკი მშობიარობის, დედასთან ურთიერთობის ნაკლებობა( მოფერება, ჩახუტება, კოცნა) მიტოვებულობის შეგრძნება, ყურადღების ნაკლებობა ბავშვის მოთხოვნების მიმართ,თუ დიდი ხნის განმავლობაში იყავით მარტო საავადმყოფოში და ასე შემდეგ.

    შემდეგ,ზრდასრულ ცხოვრებაში, ქვეცნობიერად ამ მოვლენების პროვოცირება ხდება.

  2. პეპელა

    პეპელა - სურათის ერთ-ერთი ცენტრალური ელემენტია, ამიტომ მან შეძლო თქვენი ყურადღების მიქცევა. მას აქვს სხვადასხვა მნიშვნელობა სხვადასხვა კულტურაში.
    მაგალითისთვის, სიზმარში პეპელა ითვლება კარგის მაუწყებელად, ანუ, რაღაც ახალი და კარგი მოდის თქვენს ცხოვრებაში. მაგრეამ, თუ პეპელა სიბნელეში გაქრა, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა რამე ცუდი მოხდეს, ან ხელიდან მნიშვნელოვან შანსს გაუშვებთ. ზოგიერთ კულტურაში, პეპელა მიცვალებულის სულის მტარებლებად ითვლება, ხოლო თეთრი პეპლები - ჩვილი ბავშვების სულებად.
    თქვენ შესაძლოა გრძნობთ უცნაურ კავშირს სხვა სამყაროსთან და შესაძლოა ღრმა დეპრესიაში ჩავარდეთ. შესაძლოა ახლო წარსულში გარდაგეცვალათ ვინმე ახლობელი ან ნათესავი.
    თუ თქვენი ყურადღება მიიპყრო პეპელამ, სავარაუდოა, რომ თქვენ წარსულს უყურებთ, ეძებთ საკუთარ ან სხვის დაკარგულ სულს.

  3. მარწყვი

    მარწყვი სურათის ცენტრშია გამოსახული. ეს სიმბოლო გულს წარმოადგენს. ძველად, მარწყვი სიყვარულსი სიმბოლოდ ითვლებოდა. ლეგენდის თანახმად, როდესაც გარდაიცვალა ადონისი, ქალღმერთი ვენერას მწუხარება იმდენად დიდი იყო, რომ შეუჩერებლად ტიროდა , ხოლო მისი ცრემლები მიწაზე გულის ფორმით ცვიოდა და მარწყვებად გადაიქცა.
    თუ თქვენი ყურადღება მარწყვმა მიიპყრო, ესეიგი თქვენ ყველაზე უფრო არ შემდგარი ურთიერთობის ან ცალმხრივი სიყვარულის გეშინიათ. ამავდროულად თქვენ ეძებთ ურთიერთბას სხვა ადამიანებთან, რაც ემოციურ გაორებას ქმნის, ერთისმხრივ თქვენ გინდათ ურთიერთობა და მეორესმხრივ გაქვთ აუხსნელი შიში.
    ამ ემოციების წარმოშობა იმალება თქვენ ურთიერთობაში მშობლებთან ან თქვენი მშობლების ურთიერთობაში. მათი სიყვარული არის მაგალითი და საფუძველი თქვენი ურთიერთობის. თუ თქვენ განიცდიდით სიყვარულის ნაკლებობს მშობლებს შორის, შესაძლოა თქვენ აიღეთ ეს გამოსახულება, ემოციები და შიშები, განიცადეთ ის , როგორც საკუთარი და გადაიტანეთ თქვენს ურთიერთობებში სხვა ადამიანებთან (განსაკუთრებით რომანტიული ურთიერთობები).

  4. თავის ქალა

    თავის ქალა არ არის ნათლად გამოსახული ამ სურათზე, ყველა სხვა ელემენტი ქმნის ოპტიკურ ილუზიას. თუ თქვენ გამოტოვეთ ყველა რეალური
    ელემენტი და თავდაპირველად დაინახეთ თავის ქალა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ქვეცნობიერი სიკვდილის შიში , რაც შესაძლოა შიშის და პანიკის სახით გამოიხატოს ჩვეულებრივ სიტუაციაში.
    სიკვდილის შიში ჩვეულებრივია უმეტესი ადამიანებისთვის, მაგრამ ზოგჯერ იგი იზრდება ძალიან დიდი მაშტაბებით. ეს შიში შესაძლოა გამოწვეული იყოს , გარკვეული სიტუაციებით.
    შესაძლოა თქვენ შეესწარით ვინმეს სიკვდილს, ან იყავით ფორს-მაჟორულ სიტუაციაში, ან განიცდით ახლობლის გარდაცვალებას.
    შესძლოა ასეთი გზით წარმოგიდგებათ გარდაცვლილი, დავიწყებული ოჯახის წევრი.

  5. ხეები

    ამ სურათზე ჩვენ ვხედავთ 2 ხეს, რომლებიც მდებარეობს პერიფერიაზე, ხოლო მათი ტოტები გადაჯაჭვულია და ქმნის ხიდს. ეს ნიშნავს, რომ თქვენში ორი ინდივიდია. უკიდურეს შემთხვევაში, ეს გაორება გამოიხატება, ბიპოლარული აშლილობით ან შიზოფრენიით.

    სასაცილო ის არის , რომ ერთ-ერთი ამ ადამიანთაგანი(ან ორივე) არის თქვენი ემოციების პროექცია, გადაწყვეტილებების , ხასიათების და ასე შემდეგ. ეს შეუძლებელია აღვწეროთ, რადგან ძალიან ინდივიდუალურია და მოითხოვს ხანგრძლივ დაკვირვებას.

    თუ თქვენ განიცდით ხასიათის უეცარ გადაჭარბებულ და ამავდროულად მუდმივ ცვლილებებს, რაც ხელს გიშლით ყოველდღიურ ცხოვრებაში, უნდა ეწვიოთ ექიმს.

და ბოლოს , ეს ტესტი არ არის სამედიცინო დიაგნოზი, ეს მხოლოდ და მხოლოდ ტესტია, რომელსაც შეუძლია მოგცეს ზოგადი ინფორმაცია თქვენს შესახებ.

სანამ რაიმე დასკვნას გააკეთებდეთ თქვენი ჯანმრთელობის შესახებ, ყოველთვის გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან ამ სფეროში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ტესტი მოგეწონათ დაგაიგეთ რაიმე ღირებული.

Загрузка...

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: