10 რჩევა, რომელიც თქვენს თმებს უფრო მოცულობითსა და მიმზიდველს ხდის. » OXO TV

10 რჩევა, რომელიც თქვენს თმებს უფრო მოცულობითსა და მიმზიდველს ხდის.


ჯანმრთელი თმები ყველა ქალბატონის ოცნებაა. ვის არ უნდა ლამაზი და მოცულობითი თმა ჰქონდეს? ამ სტატიაში ჩვენი რედაქცია წარმოგიდგენთ ხრიკებს, რომელთა დახმარებით მბზინვარე და მოცულობითი თმა თქვენთვის საოცნებო აღარ იქნება.

  1. სწორად გაიშრეთ თმა.

    10 რჩევა, რომელიც თქვენს თმებს უფრო მოცულობითსა და მიმზიდველს ხდის.

    იცოდით, რომ სწორად გაშრობა თმას მოცულობას აძლევს? დიახ, ეს სიმართლეა. გაიშრეთ თმა მრგვალი სავარცხლისა და ფენის დახმარებით.

  2. აიფუეთ.

    10 რჩევა, რომელიც თქვენს თმებს უფრო მოცულობითსა და მიმზიდველს ხდის.

    თუკი თქვენ ძალიან გეჩქარებატ და სასწრაფოდ გჭირდებათ რაიმე ისეთი, რაც თქვენ თმას მოცულობას მიანიჭებს, დაიხმარეთ სავარცხელი. სავარცხლის წყალობით თქვენ თმას მარტივად აიფუვებთ, უბრალოდ დაივარცხნეთ თმა პირიქით, ოღონდ ისე არა, რომ აგეწეწოთ.

  3. თმის გადმობრუნება.

    10 რჩევა, რომელიც თქვენს თმებს უფრო მოცულობითსა და მიმზიდველს ხდის.

    თავის წინ გადმოწევა და თმების ოდნავ აწეწვა, თმას მოცულობას სძენს. გადმოწიეთ თთავი და ისე გაიშრეთ ის. განსხვავებას მაშინვე დაინახავთ.

  4. გამოიყენეთ კბილის ჯაგრისი.

    10 რჩევა, რომელიც თქვენს თმებს უფრო მოცულობითსა და მიმზიდველს ხდის.

    კბილის ჯაგრისს თავისუფლად შეუძლია სავარცხლის ჩანაცვლება. დაივარცხნეთ ჯაგრისით თმა ზუსტად ისე, როგორც სავარცხლით და მიანიჭეთ თქვენ თმას მოცულობა.

  5. აიფუეთ წინა მხარე.

    10 რჩევა, რომელიც თქვენს თმებს უფრო მოცულობითსა და მიმზიდველს ხდის.

    წინა მხარეს თმის აფუება ვარცხნილობას უფრო მოცულობითს ხდის. იგი თქვენ სახეზეც გალამაზებთ და მეტ მომხიბვლელობას განიჭებთ.

  6. ყურადღება ზედა მხარეზე გაამახვილეთ.

    10 რჩევა, რომელიც თქვენს თმებს უფრო მოცულობითსა და მიმზიდველს ხდის.

    თუკი დრო არ გყოფნით და ვარცხნილობა გჭირდებათ, ყურადღება თმის ზედა ფენებზე გაამახვილეთ. აიღეთ თმის ზედა მხარე და დაიხვიეთ ისინი. ეს მეთოდი თქვენ აუცილებლად გამოგადგებათ.

  7. თმის დამატებითი ფენები გამოიყენეთ.

    10 რჩევა, რომელიც თქვენს თმებს უფრო მოცულობითსა და მიმზიდველს ხდის.

    თმისთვის მოცულობის მინიჭება ხშირად ძალიან ძნელია. ამის მიზეზი თმის თხელი ფაქტურა გახლავთ, ხოლო ასეთ დროს სასურველია გამოიყენოთ თმის დამატებითი ხელოვნური ფენები. ხელოვნური თმა ძვირი სულაც არ ღირს და მისი დახმარებით თქვენ ბევრად უფრო მიმზიდველი გახდებით.

  8. მიიღეთ სწორი საშუალებები.

    თუკი თქვენი თმა მშრალი და უხარისხოა, გამოიყენეთ სხვადასხვა საშუალებები. ეს საშუალებები თმას ბევრად უფრო მბრწყინავსა და მოცულობითს ხდის. არჩევანი თმის მუსებზე, ლაქებსა და გელებზე გააკეთეთ.

  9. გამოიყენეთ მშრალი შამპუნი.

    ცხიმიანი თმა ნებისმიერ ლამაზ ვარცხნილობას მოუღებს ბოლოს. ამის თავიდან ასაცილებლად შეიძინეთ მშრალი შამპუნი და ის თმაზე კარგად გადაინაწილეთ. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ თმა საგულდაგულოდ ჩამოივარცხნეთ.

  10. ღამით კოსა გაიკეთეთ.

    10 რჩევა, რომელიც თქვენს თმებს უფრო მოცულობითსა და მიმზიდველს ხდის.

    იმისათვის, რომ თმას ბუნერივად მიანიჭოთ მოცულობა, ღამით კოსა შეიკარით და დილით თმა გაიშალეთ. ეს მეთოდი იაფიცაა და ეფექტურიც.

Загрузка...

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: