აირჩიეთ გეომეტრიული ფიგურა და შეიტყვეთ, რას ამბობს ის თქვენი ხასიათის შესახებ


ბევრი ფსიქოლოგიური ტექსტი გეომეტრიული ფორმებისა და ფიგურების აღქმასა ეფუძნება. ეს ტესტი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს პერსონალის მენეჯერებთან, რომლებიც გასაუბრებაზე სთავაზობენ მის გავლას კანდიდატებს თანამდებობებზე. გაიგეთ რაღაც ახალი თქვენი პიროვნების შესახებ.
ყურადღებით შეხედეთ გამოსახულ ფიგურებს. აირჩიეთ ის, რომელმაც ყველაზე მეტად მოახდინა შთაბეჭდილება.

აირჩიეთ გეომეტრიული ფიგურა და შეიტყვეთ, რას ამბობს ის თქვენი ხასიათის შესახებ

ახლა კი, მოდით გავიგოთ რას გეუბნებათ ის თქვენი ხასიათის შესახებ.

  1. კვადრატი

    ეს ადამიანები მიზანდასახულები, გულმოდგინეები და მომთბენები არიან. არასოდეს მიატოვებენ დაწყებულ საქმეს სიტყვებით „მაინც არაფერი გამოვა“. ისინი მეთოდურად მიიწევენ დასახული მიზნისკენ და არ ჩერდებიან, სანამ მას არ მიაღწევენ. „კვადრატები“ ყველაფერში გეგმას მიყვებიან, ხოლო სიტყვების „ექსპრონტი“ და „იმპროვიზაცია“ გაგონებისას ისინი ბორძიკობენ. ამ ადამიანების აზრით, მათი ცხოვრება შედგა, მხოლოდ მაშინ თუ, ის მიდის გეგმის მიხედვით. „კვადრატები“ - სტაბილურობის მომხრეები არიან, და ამჯობინებენ ერთხელ დადგენილ წესებს მიყვნენ. მათ უყვართ სტრატეგიებისა და სქემების შედგენა და ვერ იტანენ სიურპრიზებსა და ნებისმიერ ცვლილებებს.

  2. მართკუთხედი

    ეს ფიგურა გარდამავლად ან დროებითად ითვლება და ხშირად მას ირჩევენ ადამიანები, რომლებიც მოცემულ მომენტში მკვეთრად უკმაყოფილო არიან თავიანთი ცხოვრებით და ოცნებობენ, რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს. „მართკუთხედები“ გამოირჩევიან თავიანთი გამბედაობით, ინტერესითა ღიაობით ყოველგვარ ახალთან მიმართებაში და დაუოკებელი ინტერესით. სიამოვნებით ითვისებენ ახალ ცოდნას და ცვლილებები სწყურიათ. მართკუთხედის „ფაზაში“ ადამიანები ჩვეულებრივად მცირე ხნით იმყოფებიან - მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება თუ რა უნდა გაკეთდეს მიღებულია, ისინი შეიძლება ტრანსფორმირდნენ ნებისმიერ სხვა ფიგურაში.

  3. სამკუთხედი

    მიუხედავად გარემოებებისა, ეს ადამიანები ნამდვილ ლიდერებად და „ენერჯაიზერებად“ გვევლინებიან. ისინი პრაგმატულები და პატივმოყვარეები, აბიციურები არიან. „სამკუთხედებმა“ ზუსტად იციან, რა უნდათ და როგორ მიაღწიონ ამას. სამსახურში ისინი ახერხებენ ხელმძღვანელობის დარწმუნებას საკუთარ ღირებულებასა და შეუცვლელობაში. ეს ადამიანები ემხრობიან აზრს, რომ არსებობს ორი მოსაზრება - მათი პირადი და არასწორი. ისინი - ძალიან ძლიერი პიროვნებები და საშიში კონკურენტები არიან.

  4. წრე

    ეს ადამიანები - ნამდვილი ემპათები არიან. მათ, როგორც არავის შეუძლიათ თანაგრძნობა, ასევე საკუთარი თავის დაყენება სხვის ადგილზე და მასთან ერთად გრძნობებისა და ემოციების გაზიარება. „წრეები“ გულისხმიერები და კეთილები არიან და ბედნიერად მხოლოდ მაშინ გრძნობენ თავს, როდესაც არა მარტო მათ აქვთ ყველაფერი კარგად, არამედ მათ ახლობლებსაც. ისინი გვერდს უვლიან კონფლიქტებს და ცდილობენ ნებისმიერი უთანხმოება მოაგვარონ. 100-დან 99% შემთხვევებში ‘წრე“ პირველი წავა დათმობაზე.

  5. ზიგზაგი

    „ზიგზაგები“ - ორგინალური, კრეატიული და შემოქმედებითი პიროვნებები არიან. ვერ იტანენ შტამპებსა და სტერეოტიპებს, უპირატესობას ანიჭებენ არასტანდარტულ მიდგომებსა და გადაწყვეტილებებს ყველაფერთან მიმართებაში. ამ ადამიანების უმეტესობა - ძალიან მომხიბვლელები და ქარიზმატულები არიან, თუმცა ცვალებადი ხასიათი აქვთ, რის გამოც ადვილად გამოდიან მწყობრიდან. „ზიგზაგები“ - შესანიშნავი ორატორები არიან, რომლებიც შესაძლებლობას არ უშვებენ ხელიდან თავიანთი იდეები ყველა მსურველს (და არამსურველსაც) გაუზიარონ.

თქვენ ეთანხმებით ტესტის შედეგებს? შეესაბამება ისინი თქვენს ტემპერამენტს? გააზიარეთ მოსაზრებები კომენტარებში!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: