აქ ქალად გაჩენა ყველაზე მძიმე სასჯელია

Загрузка...

ეს ისტორია არ მოიცავს ტრაგედიას ან კატასტროფებს, თუმცა ის არანაკლებ შემზარავია. იგი მორმონ-ფუნდამენტალისტების ქალაქში ვითარდება და მოგვითხრობს ქრისტიანული ეკლესიისგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბებული მოძღვრებისა და მისი საზარელი სწავლებების შესახებ.

ჩვენ ამ ქალაქისა და მისი წესების შესახებ, ალბათ, კიდევ დიდხანს ვერ გავიგებდით, რომ არა ამ სასტიკი რელიგიური მიმდევრობის მსხვერპლი, ქეროლაინ ჯესოპი, რომელმაც მოახერხა ტრადიციებისგან თავის დახსნა და დაწერა წიგნი "გაქცევა". ახლა, მისი ყოფილი ქმარი "მღვდლად მუშაობს" იმ ქალაქში, საიდანაც კეროლაინი გამოიქცა(ვინაიდან, ყოფილი მღვდელი დაპატიმრებულია).

აქ ქალად გაჩენა ყველაზე მძიმე სასჯელია

ჯერ კიდევ 2003 წელს, კეროლაინი გამოიქცა კოლორადო-სითიდან(არიზონა). ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო, რადგან მანამდე ვერავინ შეძლო გაქცევა სასტიკი "ტყვეობიდან", და, მითუმეტეს, 8 ბავშვთან ერთად.

აქ ქალად გაჩენა ყველაზე მძიმე სასჯელია

ქეროლაინი თავის მეუღლეზე(ი.ო.) 30 წლით უმცროსი იყო და არც მისი ერთადერთი ცოლი ყოფილა. ი.ო.-ს კიდევ 6 ცოლი ჰყავდა - წარმოიდგინეთ შვილების რაოდენობა... ისინი 30ზე მეტი იყვნენ. ქალაქში ყველაფერი ის ყვაოდა, რაც კატეგორიულად აკრძალული უნდა იყოს - ძალადობა, დაბეზღება, ცენზურა..

აქ ქალად გაჩენა ყველაზე მძიმე სასჯელია

უბრალოდ შეხედეთ ამ ფოტოს! აქ დაპატიმრებული "მღვდლის" ცოლები თავიანთი ქმრის პორტრეტთან პოზირებენ - უცნაურია, არა?

აქ ქალად გაჩენა ყველაზე მძიმე სასჯელია

ამ საზოგადოების წესებიც შემზარავია - აი, რამდენიმე მათგანი:

  • ქალს არავითარი უფლება არ აქვს - ის მონაა.
  • ქალები უნდა მუშაობდნენ თავიანთი ქმრების საკეთილდღეოდ.
  • ბავშვებმა უნდა აიტანონ ძალადობა, თუ მოძალადეები მათი მშობლები არ არიან.
  • მამაკაცს არანაკლებ 3 ცოლისა უნდა ჰყავდეს, ის მხოლოდ ასე მიიღებს "ხსნას".
  • არასრულწლოვანი გოგონა იძულებულია გათხოვდეს.
  • ხანდახან ინცესტები ხდება.
  • ქორწინების შესახებ გადაწყვეტილებას მღვდელი იღებს და მას შეუძლია ერთ მამაკაცს წაართვას ცოლი და შვილები და ისინი "მისცეს" მეორე მამაკაცს.
  • ბავშვები სწავლობენ სახლში.
ქეროლაინმა დიდი ნაბიჯი გადადგა იმ ქალაქიდან გამოქცევით. მან შეძლო გამოჯანმრთელება, ცხოვრების დალაგება, დაწერა წიგნი და მოიგო სასამართლო პროცესი - მიიღო შვილების მეურვეობა. თავიდან მას პრობლემები ჰქონდა - რელიგიური მოძღვრება მას ღრმად ჰქონდა ჩაბეჭდილი.

ქეროლაინის უფროსი ქალიშვილი იმ საზოგადოებაში დაბრუნდა, დანარჩენ შვილებთან კი ქეროლაინმა მოახერხა ურთიერთობის დალაგება და ისინი ახლა ბედნიერად ცხოვრობენ.

ამ ამბიდან მცირე დროის შემდეგ, ის გათხოვდა.

აქ ქალად გაჩენა ყველაზე მძიმე სასჯელია

ეს ქალბატონი, პირადად ჩემთვის, გმირია. თქვენ როგორ ფიქრობთ? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: