ინსულტის მოახლოებას ჩვენი სხეული 8 გზით გვატყობინებს, ნუ უგულებელყოფთ!

Загрузка...

ინსულტი საზარელი დაავადებაა, რომელიც არამხოლოდ ხანშიშესულებს, არამედ ახალგაზრდებსაც ემუქრება - ასეთი შემთხვევები, ბოლო დროს, განსაკუთრებულად გახშირდა. როგორც ცნობილია, ეს არის თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა, რომელიც იწვევს ნერვული უჯრედების დაზიანებასა და განადგურებას.

ინსულტმა შესაძლოა გამოიწვიოს სხეულის ნებისმიერი მონაკვეთის პარალიზება, მეხსიერების დაკარგვა, უარეს შემთხვევაში კი - სიკვდილი.

ინსულტის მოახლოებას ჩვენი სხეული 8 გზით გვატყობინებს, ნუ უგულებელყოფთ!

ინსულტი თავს იჩენს თავში სისხლძარღვის დაზიანების ან თრომბის შედეგად მისი შეშუპების შედეგად - შესაბამისად, სისხლი ტვინის გარკვეულ უბანს აღარ მიეწოდება და ნერვული უჯრედები ჟანგბადის გარეშე რჩებიან.

OXOTV-ის რედაქცია გასწავლით, თუ როგორ უნდა გაიგოთ ინსულტის მოახლოების შესახებ სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე დაკვირვებით.

ინსულტის მოახლოებას ჩვენი სხეული 8 გზით გვატყობინებს, ნუ უგულებელყოფთ!

ინსულტის პირველი სიმპტომები

ყველაზე ხშირად, ამ მდგომარეობას იწვევს მაღალი წნევა, ცხიმის მეტაბოლიზმის დარღვევა ან მოწევა. თუმცა, რა თქმა უნდა, თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ფაქტორი ამოიცანით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინსულტი გემუქრებათ. თქვენ უბრალოდ რისკჯგუფში ხართ. კარგი იქნება, თუ მოწევას თავს დაანებებთ(ან შეამცირებთ მაინც) და დააბალანსებთ კვებას.

ინსულტის მოახლოებას ჩვენი სხეული 8 გზით გვატყობინებს, ნუ უგულებელყოფთ!

ინსულტი ემუქრება როგორც მამაკაცებს, ისე ქალბატონებსაც, თუმცა ქალბატონების შემთხვევაში, ინსულტის ლეტალურად დამთავრების შანსი უფრო მაღალია. ნუ დაიზარებთ, გამოიკვლიეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემა წელიწადში ერთხელ მაინც. გაითვალისწინეთ ისიც, რომ 55 წლის შემდეგ ინსულტის რისკი 2ჯერ იზრდება და ყოველ 10 წელიწადში თანდათან იმატებს.

ინსულტის მოახლოებას ჩვენი სხეული 8 გზით გვატყობინებს, ნუ უგულებელყოფთ!

მომენტალურად არაფერი ხდება და არც ინსულტია გამონაკლისი. ორგანიზმი მუდმივად გვიგზავნის საგანგაშო სიგნალებს ამა თუ იმ საფრთხის შესახებ, საჭიროა მხოლოდ ჩვენი სხეულის გულმოდგინედ შესწავლა და დაკვირვება. იყავით ყურადღებით. ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომთაგან ნებისმიერის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართეთ სპეციალისტს.

ინსულტის მოახლოებას ჩვენი სხეული 8 გზით გვატყობინებს, ნუ უგულებელყოფთ!

  1. მაღალი წნევა

    ინსულტის მოახლოებას ჩვენი სხეული 8 გზით გვატყობინებს, ნუ უგულებელყოფთ!

    მაღალი წნევა იწვევს ტვინის სისხლძარღვების დაზიანებას და შეშუპებას, ამიტომაც აუცილებელია წნევის რეგულარული შემოწმება და, საჭიროების შემთხვევაში, ზომების მიღება. თუ თქვენ წნევის საზომი მოწყობილობა, სთხოვეთ აფთიაქში, ეს დაწესებულება ყველგანაა და , რაც მთავარია, წნევის გაზომვა უფასოა.

  2. კისრის რიგიდობა

    არასწორი პოზის ან ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში, ეს პრობლემა ჩნდება სისხლძარღვის შეშუპების გამო. თუ ნიკაპით არ შეგიძლიათ მკერდის შეხება და, ამასთან, კისერი და თავი გტკივათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

  3. ძლიერი თავის ტკივილი

    ინსულტის მოახლოებას ჩვენი სხეული 8 გზით გვატყობინებს, ნუ უგულებელყოფთ!

    რა თქმა უნდა, თავის ტკივილის მიზეზი ათასგვარი შეიძლება იყოს, მაგრამ თუ ტკივილი ძალიან ძლიერია და თქვენ გრძნობთ შეკუმშვასა და პულსაციას, დაუფიქრებლად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ინსულტი არ არის, დაავადება შესაძლოა არანაკლებ სერიოზულუ აღმოჩნდეს.

  4. სხეულის ერთ-ერთი ნაწილის პარალიზება

    ეს ინსულტის ყველაზე სარწმუნო და გავრცელებული სიმპტომია, ყველაზე ხშირად ის თავს ძილის წინ ან ძილის დროს იჩენს. თავიდან, სხეულის რომელიღაც ნაწილი იწყებს დაბუჟებას, შემდეგ კი მას საერთოდ ვეღარ გრძნობთ.

  5. მხედველობის გაუარესება

    ინსულტის მოახლოებას ჩვენი სხეული 8 გზით გვატყობინებს, ნუ უგულებელყოფთ!

    თუ აქამდე მხედველობასთან დაკვაშირებული პრობლემები არ გქონიათ, თუმცა ბოლო დროს უეცრად დაგეწყოთ მხედველობის გაუარესება, ეს ინსულტის ნიშანია. სიგნალად, ასევე, შეიძლება ჩავთვალოთ თვალების უეცარი დაბნელება.

  6. ძლიერი დაღლილობა

    ინსულტამდელ პერიოდში ადამიანში იმატებს ძილიანობა, ხოლო ძილი შესაძლოა გადაიზარდოს უგონო მდგომარეობაში.

  7. მოძრაობის გართულება

    ინსულტის მოახლოებას ჩვენი სხეული 8 გზით გვატყობინებს, ნუ უგულებელყოფთ!

    ძალიან ხშირად, ინსულტის მოახლოებისას ადამიანს უჭირს ხელ-ფეხის გამოძრავება. მყისიერი და უჩვეულო ტკივილი მხრებისა საკმარისი მიზეზია ექიმთან კონსულტაციისთვის.

  8. თავბრუსხვევა
ინსულტის მოახლოებას ჩვენი სხეული 8 გზით გვატყობინებს, ნუ უგულებელყოფთ!

თავბრუსხვევა, თავის ტკივილის მსგავსად, უამრავი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები გაქვთ, აუცილებლად მიაქციეთ ამ სიმპტომს ყურადღება! კარგი იქნებოდა ექიმის კონსულტაცია.

ყურადღებით "მოუსმინეთ" თქვენს ორგანიზმს, ის აუცილებლად გაგაფრთხილებთ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ!

OXOTV-ის რედაქცია გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: