3 საუკეთესო საშინაო საშუალება თმის გასასწორებლად და მოსავლელად

Загрузка...

ბოლო წლებში სწორი თმა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოდური ტენდენციაა. არსებობს თმის გასწორების რამდენიმე მეთოდი, თუმცა ისინი თმას აზიანებენ. თუ თქვენ არ გსურთ ქიმიური საშუალებების გამოყენება, რომლებიც ხიდს თმას უხეშსა და უსიცოცხლოს, გამოიყენეთ OXOTV-ის რედაქციის მიერ შემოთავაზებული 3 უსაფრთხო და ეფექტური მეთოდი!

  1. ქოქოსის რძე და ლიმონი

    ქოქოსის რძე - ნამდვილი საჩუქარი დედაბუნებისგან. გარდა იმისა, რომ ის უზომოდ სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ის ასევე კარგია ჩვენი თმებისთვისაც. პირველ რიგში, რძე ანიჭებს თმას ბზინვარებასა და სიგლუვეს, ასევე, იცავს თმას მისი ანტივირუსული და სოკოსსაწინააღმდეგო თვისებების წყალობით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან თმების სიჯანსაღე ასევე დამოკიდებულია გარემო პირობებზე. ყოველდღიურ ცხოვრებაში კი ხშირად გვხვდება სხვადასხვა მავნე ტოქსინი, რომლებიც ჩვენს თმას აზიანებს.

    პროცედურისთვის თქვენ დაგჭირდებათ

    • 1 ჭიქა ქოქოსის რძე
    • 1 ლიმონი
    მომზადების წესი

    1. შეურიეთ ქოქოსის რძე 1 ლიმონის წვენს.
    2. კარგად მოურიეთ.
    3. დადგით გრილ ადგილას დაახლ. 30 წუთით
    4. როცა შეამჩნევთ, რომ სითხე ნაღების ფენამ დაფარა, ნიღაბი მზადაა გამოსაყენებლად.
    დაიტანეთ მასა თმასა და თავის კანზე მსუბუქი, წრიული მოძრაობებით. დაიფარეთ თმებზე დამცავი საშხაპე ქუდი, შეიხვიეთ თავი თბილი პირსახოცით და გაიჩერეთ 30 წუთი. ფრთხილად შემოიხსენით პირსახოცი და ქუდი, დაიბანეთ თავი მსუბუქი შამპუნით და გაშრობამდე კარგად დაივარცხნეთ თმა!

    ჩაიტარეთ ეს პროცედურა კვირაში ერთხელ - შედეგი მხოლოდ რამდენიმე პროცედურის შემდეგ იქნება თვალსაჩინო.

  2. რძე

    რძე მდიდარია ცილით, რაც თავისთავად აუცილებელია თმისთვის. ის ასევე ამაგრებს თმის ძირებს. რძე არაჩვეულებრივი საშუალებაა თმის გასასწორებლად და გასაჯანსაღებლად. იმისთვის, რომ გაისწოროთ თმა, შეგიძლიათ რძე ორი სახით გამოიყენოთ:

    1. ეს პროცესი ძალიან მარტივია: შეურიეთ რძე და წყალი 2:1 შეფარდებით. კარგად აურიეთ და გადაიტანეთ სითხე შხეფის ბოთლში.

      იმისთვის, რომ სითხე თანაბრად გადაინაწილოთ თმებზე, კარგად დაივარცხნეთ თმა, დაისხით სპრეი ორჯერ და შემდეგ ისევ დაივარცხნეთ.

      30წუთის შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ თმა მსუბუქი შამპუნით.
    2. ცხელი ზეთით დამუშავება - ეს ერთ-ერთი ყველაზე ძველი მეთოდია თმის გასწორებისა. ეს მეთოდი ანიჭებს თმას სიგლუვეს და განსაკუთრებით ეფექტურია ხვეული თმებისთვის.

      საქმე ისაა, რომ ზეთის სითბო არბილებს და ასწორებს თმას. საუკეთესო და სასარგებლო ზეთებია ქოქოსისა და ნუშის ცხიმი.

      შეათბეთ ზეთი და დაიტანეთ თმასა და თავის კანზე. გაიჩერეთ 15 წუთით. შეიხვიეთ თმა ცხელი წყლით დასველებული პირსახოცით და გაიჩერეთ 30 წუთით.

      ჩამოიბანეთ მსუბუქი შამპუნით და დაივარცხნეთ, შემდეგ კი აცადეთ თმას ბუნებრივად გაშრობა.
  3. ვაშლის ძმარი
ვაშლის ძმარი არაჩვეულებრივი საშუალებაა თმის pH დონის დასარეგულირებლად.

პროცედურისთვის შეურიეთ 1ს/კ ძმარი შეურიეთ ერთ ფინჯან წყალს და კარგად მოურიეთ. ჯერ კარგად დაიბანეთ თმები და შემდეგ დაიტანეთ სითხე. გაიშრეთ თმები ბუნებრივად(დაბანა საჭირო არ არის).

თქვენ რა მეთოდებს იყენებთ თმის მოსავლელად? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.

OXOTV-ის რედაქცია გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: