გულისამაჩუყებელი ვიდეო-რგოლი - მადლობა მათ ასეთი სიკეთისა და ორიგინალურობისთვის!


ჩვენ ისე ვართ დამოკიდებული საზოგადოებაში გაჩენილ სტერეოტიპებზე, რომ გარკვეული "სტანდარტებით", რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს წარმოდგენაში არსებობს, ერთმანეთს და საკუთარ თავს ვადარებთ სხვებს. არ შეგვიძლია ადამიანების ისეთებად მიღება, როგორებიც არიან.

მუდმივად ვცდილობთ შევიცვალოთ და შევცვალოთ სხვებიც, თითქოს ადამიანები კი არა, სპორტული მანქანები ვიყოთ, რომლებიც მუდმივად უნდა გაუმჯობესდეს.
ეს სულისშემძვრელი ვიდეო 3 წლის განმავლობაში 24-მა მილიონმა ადამიანმა ნახა. გერმანული ორგანიზაციის, Pro Infirmis-ის მიერ გადაღებული ვიდეო სრულიად შეაცვლევინებს ადამიანებს წარმოდგენას. ვიდეო-რგოლის მთავარი გმირები არიან "არასტანდარტული" აღნაგობის ადამიანები, ისინი იდეალური ვერასდროს იქნებიან და ეს თვითონაც კარგად ესმით.

ნახეთ, როგორ რადიკალურად იცვლება მათი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ მას შემდეგ, რაც სპეციალისტებმა მათი სხეულის შესაბამისი მანეკენები დაამზადეს. ამ ვიდეოს სახელწოდებაა "იმიტომ, რომ არავინაა იდეალური".



ვიდეო უნარშეზღუდულ ადამიანებზე კი არა, ვიტრინაში სიახლის გამოჩენაზეა. ეს ვიდეო ჩვენზეა, ადამიანებზე. იდეალურისა და არაიდეალურს შორის საზღვარიც ხომ ჩვენ თვითონ გამოვიგონეთ?!

შემდეგში, როცა თქვენს თავს ვინმეს შეადარებთ, საკუთარ თავს დაუსვით კითხვა: "ვინაა იდეალური?"

Загрузка...

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: