გაიგეთ, რისი განკურნება შეგიძლიათ თაფლიანი ვაშლის ძმრით


ვაშლის ძმარი და თაფლი ბოლო დროს ძალიან პოპულარულ სამკურნალო საშუალებად იქცა, ვინაიდან ისინი ურიცხვ სასარგებლო თვისებებსა და ნივთიერებებს შეიცავენ. მკურნალობის მიზნით, მათ როგორც ცალკე, ისე სხვა ინგრედიენტებთან ნარევის სახით იყენებენ. რაღა თქმა უნდა, საუბარია ნატურალურ ვაშლის ძმარსა და თაფლზე.

თუმცა, ჩვენგან ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ეს ორი პროდუქტი ერთად ყველაზე უფრო სასარგებლო ხდება.

მაშ, როგორია თაფლისა და ძმრის კომბინაციის შემადგენლობა?

  • პირველ რიგში, ორივეს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიულ და ანტიოქსიდანტურ თვისებები.
  • ეს თვისებები ორგანიზმს ანთებასთან ბრზოლაში ეხმარება და ამცირებს ტკივილებს სახსრებში. ამიტომაცაა, რომ ეს ორი საშუალება საუკეთესო დახმარებაა ართრიტით დაავადებულთათვის.
  • ამცირებს კუჭის წვენის მჟავიანობასაც, რაც, თავის მხრივ, თავიდან აგაცილებთ ტკივილს საკვების მიღების დროს.
  • აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ხელს უწყობს ნაწლავებს მოძრაობაში ყაბზობის დროს.
  • ეხმარება ორგანიზმს სისხლში ქოლესტერინის დონის დარეგულირებაში, აღკვეთს მაღალ წნევას.
  • ხელს უწყობს ადამიანებს, რომლებსაც წონაში კლება სურთ.
  • ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ყელის ანთების სამკურნალოდ.
  • ანიჭებს ორგანიზმს დამატებით ენერგიას.
  • აჯანსაღებს კანს თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლისუნარიანობის წყალობით.
  • აქრობს უსიამოვნო სუნს პირის ღრუში.
ცხოვრების თანამედროვე წესი ადამიანს მუდმივ სტრესში ამყოფებს, უხარისხო და ხელოვნური საკვები კი, შაქრისა და ცხიმების შემცველობით, დიდ ზიანს აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას, მატებს კუჭს მჟავიანობას.

მჟავიანობა ხელს უწყობს ყოველგავრი აბქტერიის, მიკრობისა და ინფექციის გაჩენასა და განვითარებას, გამოიწვევს სხვა პრობლემებსაც.

დიეტოლოგები გვირჩევენ, მივიღოთ ყოველ დილით ეს სასმელი. მისი მომზადება ძალიან მარტივია:

თბილი წყლით სავსე ჭიქაში ჩაასხით ერთო ჩ/კ ნატურალური თაფლი და 2-3 ჩ/კ ვაშლის ძმარი.

მიიღეთ სასმელი საუზმემდე 20 წუთით ადრე. სასმელი შეგიძლიათ დღის სხვა ნებისმიერ ნაწილშიც მიიღოთ, მაგრამ არაუმეტეს 3 დოზისა! დოზის გადაჭარბება შესაძლოა საზიანო იყოს.

ყურადღება

ვაშლის ძმრის ხშირი მიღება, ხშირად, იწვევს კალიუმის დონის შემცირებას. ძმარმა, შესაძლოა, წინააღმდეგობა გაუწიოს შარდმდენებს, დიაბეტისა და გულის დაავადებების საწინააღმდეგო წამლებს. ამ შემთხვევებში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს!

OXOTV-ის რედაქცია გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: