გაიუმჯობესეთ გულის, საჭმლისმომნელებელი სისტემისა და ტვინის მუშაობა » OXO TV

გაიუმჯობესეთ გულის, საჭმლისმომნელებელი სისტემისა და ტვინის მუშაობა


რატომ არის ეს ბოსტნეული ასე სასარგებლო ჩვენი ორგანიზმისთვის? ყვავილოვანი კომბოსტო ჩვენს რაციონში აუცილებლად იმიტომ უნდა ჩავრთოთ, რომ ის შეიცავს ვიტამინებისა და მინერალების მნიშვნელოვან ნაკრებს.

ყვავილოვანი კომბოსტოს მიღება შეგიძლიათ როგორც უმად, ისე თერმული დამუშავების შემდეგაც.

OXOTV-ის რედაქციამ მოაგროვა ინფორმაცია ყვავილოვანი კომბოსტოს სასარგებლო თვისებების შესახებ, გაეცანით და აუცილებლად გაითვალისწინეთ მრავალჯერ ნაცადი მეთოდები ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

მაშ ასე, რა შეუძლია ყვავილოვან კომბოსტოს:

  1. კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა

    ყვავილოვანი კომბოსტო შეიცავს სულფორაფანს, გოგირდის ნაერთს, რომელიც სიმსივნური უჯრედების ზრდას უშლის ხელს. კომბოსტოს თვისების წყალობით, გაანადგუროს მავნე უჯრედები, სპეციალისტები მას ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მიიჩნევენ კიბოსთან ბრძოლაში. არსებობს მოსაზრება, რომ ყვავილოვანი კომბოსტოს კურკუმასთან შერევით ხელს შევუშლით პროსტატის ზრდასაც.

  2. მხედველობის გაუმჯობესება

    კომბოსტო შეიცავს დიდი რაოდენობით ბეტა-კაროტინს, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ვიტამინ A-დ სინთეზირდება, რაც აუცილებელია მხედველობისთვის.

  3. გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესება

    სულფორაფანს, ასევე, შეუძლია თირკმლის მუშაობის გაუმჯობესება და არტერიული წნევის დარეგულირება. დამტკიცებულია, რომ გოგირდის ეს შემადგენლობა ხელს უწყობს გულის კუნთებში შემევალი უჯრედების აღდგენას.

  4. ანთების ჩაცხრობა

    ანთება იმუნური სისტემის ნორმალური რეაქციაა, თუმცა ის, ხშირ შემთხვევაში, ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ყვავილოვანი კომბოსტო კი შეიცავს ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებებს(ინდოლ-3-კარბინოლი), რომლებიც აცხრობს ანთებას მისი გაჩენის საწყის ეტაპზე.

  5. ორგანიზმის გაწმენდა

    ყვავილოვანი კომბოსტო ორგანიზმს დეტოქსიკაციის პროცესში უწყობს ხელს. მას ასევე გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისება, რომელიც აქტივირებული გლიკოზინოლატების წყალობით ხელს უწყობენ ფერმენტების წარმოქმნას, რომლებიც სხვადასხვა პროცესებში მონაწილეობენ.

  6. ხელის შეწყობა საჭმლის მონელებაში

    კომბოსტო შეიცავს სასარგებლო ბოჭკოებს, რომლებიც ორგანიზმს საჭმლის მონელებაში ეხმარება. ამას გარდა, სულფორაფლანი იცავს კუჭის ლორწოვან საფარს და ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას საჭმლის მომნელებელ სისტემაში.

  7. ტვინის მუშაობის გაუმჯობესება
B ჯგუფის ვიტამინები, რომლებსაც ყვავილოვანი კომბოსტო შეიცავს, ხელს უწყობს თავის ტვინისა და ცნს-ის(ცენტრალური ნერვული სისტემის) მუშაობის გაუმჯობესებას, რაც მეხსიერებას აძლიერებს, ამცირებს გაღიზიანებადობას, ზრდის ყურადღების კონცენტრირებას.

OXOTV-ის რედაქცია გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!

Загрузка...

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: