ექიმთან ვიზიტის შემდეგ, ჯარისკაცი ბავშვივით აქვითინდა, თუმცა შემდეგ 10 წლის ვაჟის სიტყვები მოისმინა

Загрузка...

ამ შემთხვევამდე აიდენ კოლერი ერთი ჩვეულებრივი 10 წლის ბიჭუნა იყო, რომლის სპორტული მიღწევებით მისი ჯარისკაცი მამა მუდმივად ამაყობდა. ბიჭის მთავარი გატაცება სწორედ სპორტი იყო და ის სკოლის ფეხბურთისა და კალათბურთის გუნდებში თამაშობდა. ერთხელაც ბავშვი, თამაშის მსვლელობისას მოედანზე უგონოდ დაეცა...

მწვრთნელმა ბავშვი საავადმყოფოში წაიყვანა. იქ მისულ მამას აცნობეს, რომ აიდენს ტვინის შერყევა ჰქონდა, თუმცა მდგომარეობა ყოველდღე უფრო უარესდებოდა.

ექიმთან ვიზიტის შემდეგ, ჯარისკაცი ბავშვივით აქვითინდა, თუმცა შემდეგ 10 წლის ვაჟის სიტყვები მოისმინა

აიდენი წელსქვემოთ მოწყდა, მოძრაობა თითქმის შეწყვიტა, გაუჩნდა საუბრის სერიოზული პრობლემები. ერთდროს აქტიური და ხალისიანი ბავშვი ავადმყოფობისგან შეპყრობილ დავრდომილად იქცა...

ექიმთან ვიზიტის შემდეგ, ჯარისკაცი ბავშვივით აქვითინდა, თუმცა შემდეგ 10 წლის ვაჟის სიტყვები მოისმინა

ბოლოს და ბოლოს, აიდენის ყველა უბედურების მიზეზი დადგინდა - მას აღმოაჩნდა რამდენიმე ავთვისებიანი სიმსივნე. ის ჯერ აიდენის თავის ტვინს მოედო, ხოლო შემდეგ სწრაფად გავრცელდა მის ორგანიზმშიც. ექიმების პროგნოზით, 10 წლის ბავშვს 1 წლის სიცოცხლეღა ჰქონდა დარჩენილი.

ექიმთან ვიზიტის შემდეგ, ჯარისკაცი ბავშვივით აქვითინდა, თუმცა შემდეგ 10 წლის ვაჟის სიტყვები მოისმინა

ამის გაგებისთანავე, აიდენის მამამ, ბილმა, გადაწყვიტა, რომ ეს 1 წელი მისი შვილისთვის დაუვიწყარი ყოფილიყო - ამ დროში აიდენი შეხვდა ამერიკული ფეხბურთის მისთვის საუკეთესო მოთამაშეებს და ესაუბრა კიდევაც მათ.

ექიმთან ვიზიტის შემდეგ, ჯარისკაცი ბავშვივით აქვითინდა, თუმცა შემდეგ 10 წლის ვაჟის სიტყვები მოისმინა

აიდენის კიდევ ერთი გატაცება იყო ველური ბუნება. ადგილობრივმა მეტყევეებმა და ზოოლოგებმა, მას შემდეგ, რაც აიდენის მდგომარეობის შესახებ გაიგეს, გადაწყვიტეს, დახმარებოდნენ მზრუნველ მამას - აიდენი მიიწვიეს ნაკრძალში და მან ხელშიც კი აიყვანა დათვის პატარა ბელები.

ექიმთან ვიზიტის შემდეგ, ჯარისკაცი ბავშვივით აქვითინდა, თუმცა შემდეგ 10 წლის ვაჟის სიტყვები მოისმინა

ბილი ყოველდღე ლოცულობდა ვაჟის გამოჯანმრთელებისთვის, თუმცა აიდენი მის თვალწინ დნებოდა... მამას შვილი ხელიდან ეცლებოდა, ის კი ვერაფერს აკეთებდა შვილის დასახმარებლად. თუმცაღა, აიდენს ცხოვრების უკანასკნელი წელი საავადმყოფოს კედლებში გამოკეტილს არ გაუტარებია, ის სახლში, საყვარელი ადამიანებისა და ცხოველების გარემოცვაში იყო.

ექიმთან ვიზიტის შემდეგ, ჯარისკაცი ბავშვივით აქვითინდა, თუმცა შემდეგ 10 წლის ვაჟის სიტყვები მოისმინა

სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, როცა აიდენი მიხვდა, რომ კვდებოდა, დაემშვიდობა მშობლებს და უკანასკნელი სათხოვარი დაუტოვა - მისი სურვილი იყო, რომ მის დაკრძალვაზე ცრემლისა და გოდების ნაცვლად ცეკვა და სიმღერები ყოფილიყო და, რომ არავინ მისულიყო იქ შავებში გამოწყობილი.

ექიმთან ვიზიტის შემდეგ, ჯარისკაცი ბავშვივით აქვითინდა, თუმცა შემდეგ 10 წლის ვაჟის სიტყვები მოისმინა

ბილმა დაინახა, როგორ ამოისუნთქა საკუთარმა შვილმა უკანასკნელად, რამაც შეუპოვარი ჯარისკაცის ფსიქიკა შეარყია. ცხელი წერტილიდან დაბრუნების შემდეგ ის მუდმივად სვამდა. ბილის მდგომარეობიდან გამოყვანა შეძლო ვაჟმა, რომელიც იმ პერიოდში გაუჩნდათ. ის მთლიანად გადაერთო ბავშვის აღზრდაზე, რამაც ტრაგედიის გადატანა გაუმარტივა.

ექიმთან ვიზიტის შემდეგ, ჯარისკაცი ბავშვივით აქვითინდა, თუმცა შემდეგ 10 წლის ვაჟის სიტყვები მოისმინა

მხოლოდ შვილებისა და ცოლის თანადგომამ შეაძლებინა უშიშარ კაცს ცხოვრების გაგრძელება. ბილი დღემდე ამბობს, რომ დაუფიქრდებლად აიღებდა საკუთარ თავზე აიდენის ყველა დაავადებას, ოღონდ ეს შესაძლებელი ყოფილიყო. ყველაზე რთული მამისთვის ის იყო, რომ შვილს ვერაფრით ეხმარებოდა.

ექიმთან ვიზიტის შემდეგ, ჯარისკაცი ბავშვივით აქვითინდა, თუმცა შემდეგ 10 წლის ვაჟის სიტყვები მოისმინა

როგორი რთულიც არ უნდა ყოფილიყო მშობლებისთვის, შვილს უკანასკნელი სურვილი მაინც შეუსრულეს - აიდენის დაკრძალვის პროცესიას წინ უძღვებოდა მოტოციკლეტთა არმია, მათ ბილის თანამშრომლები მართავდნენ და არც ერთი ახლობელი არ მისულა დაკრძალვაზე შავი ტანსაცმლით.

მშობლისთვის შვილის დაკრძალვაზე უფრო მტკივნეული აღარაფერია.. სამწუხაროდ, დაავადება, რომელიც აიდენს აწუხებდა, განუკურნებელი იყო და ის 4-11 წლის ბავშვებს იწირავს.

ბიჭის მშობლებს იმედი აქვთ, რომ მეცნიერები ოდესმე შეძლებენ ამ საშინელი დაავადების დამარცხებას, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ამ ოჯახს ვუსურვოთ ბედნიერება და ძალა ცხოვრების გასაგრძელებლად..

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: