გვითხარით, როგორ ატარებთ ჩანთას და ჩვენ თქვენზე მოგიყვებით


საჭის მართვის მანერა, პომადის წასმა ან თუნდაც ჩანთის ტარება - როგორც აღმოჩნდა, ეს ჩვევები საკმაოდ ბევრს ამბობენ თქვენზე... OXOTV-ის რედაქცია გთავაზობთ მცირე ტესტს. უბრალოდ აირჩიეთ ნახატი, რომელიც ჩანთას ზუსტად ისე ატარებს, როგორც თქვენ და ნახეთ შედეგი.

  1. ჩანთის ზურგის ტარება

    ის, ვინც ყოველგვარ ჩანთას ზურგჩანთებს ამჯობინებს, როგორც წესი, უდარდელი ადამიანია. მას სამოგზაუროდ ყოველთვის აქვს თან სათადარიგო გეგმა და აღჭურვილობა,
    ვინაიდან თავადაც არ იცის, როდის დაპატიჟებენ სალაშქროდ ან სამოგზაუროდ. ასეთი ადამიანები ძალიან წინდახედულებიც არიან, ასე, რომ მათ ზურგჩანთაში შეიძლება აღმოაჩინოთ როგორც კანფეტი ბავშვისთვის, ისე ძეხვის ნაჭერი უპატრონო ფისოსთვის.

  2. ხელით ტარება

    სრული და ტოტალური კონტროლი ყველასა და ყველაფრისა - ცხოვრების დევიზია. მათ მუდმივად სურთ მსოფლიოში ყველა საქმის კურსში იყვნენ - მაშ, როგორ?! მათ ყოველთვის აქვთ რაღაც სათქმელი. შეგიძლიათ მას მიმართოთ თხოვნით, რომ თქვენზე მთელი სიმართლე გითხრათ და მიიღებთ კიდევაც. ასევე, შეგიძლიათ მათ დაეყრდნოთ - სხვა თუ არაფერი, ისინი აუცილებლად ჩაარტყამენ თქვენს გამღიზიანებელს თავში ჩანთას.

  3. მხარზე გადაკიდვა

    მათ, ვინც ჩანთას ასე ატარებს, ძალიან უყვართ წიგნების კითხვა, წიგნის ტარება ხომ ასე უფრო მარტივია, მაშინაც კი, თუ თქვენ პიკის საათში მეტროში ცალ ფეხზე დგახართ. ისინი იმდენად ტაქტიანები არიან, რომ თქვენთან საუბრის დროს მხოლოდ თვალგახელილი თუ ჩაეძინებათ და, ამ შემთხვევასიც, დროდადრო თავს დაგიქნევენ თანხმობის ნიშნად.

  4. დიაგონალურად ტარება

    თუ ჩანთას ასე ატარებთ, შეუძლებელი იქნება მისი მოპარვა, იქ ხომ შესაძლოა არამხოლოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, არამედ ოქრო ან მოოქროვილი ნივთები ეწყოს. ადამიანებს, ვინც ჩანთას ასე ატარებს, უყვართ საკუთარი კეთილდღეობის გაზვიადება, თუმცა ძალიან გულუხვები არიან და მზად არიან ნებისმიერ დროს გაგიყოთ შავი ხიზილალას უკანასკნელი გრამი.

  5. მუცლით

რამ ჩაგიქროლათ ახლახანს? ქარბორბალამ? არა! ეს ის ადამიანი იყო, ვინც ჩანთას მუცელზე ატარებდა - მხოლოდ ასე თუ შეძლებს ის მის ქარისგან დაცვას. ასეთ ადამიანთან დიალოგი საკმაოდ არაპროგნოზირებადი იქნება. ყოველ შემთხვევაში, არაა გამორიცხული, რომ პასუხი ეიფელის კოშკის მწვერვალიდან გადმოგძახოთ.

თქვენ როგორ ატარებთ ჩანთას? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: