აღადგინე ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები

Загрузка...

ბალანსი! გამოიყენე 8 ნატურალური ბალახი რომლებიც წამალზე უკეთ მოქმედებენ

ეს ბალახები ხელს შეუწყობენ ფარისებრის სწორ აღდგენასა და დაბალანსებულ მუშაობას!
ფარისებრი ჯირკვალი მდებარეობს კისრის წინა ნაწილში. მასში გამომუშავდება ტირეოიდული ჰორმონები, რომლებიც სისხლის მეშვეობით მთელ ორგანიზმში გადაადგილდება და ადამიანის ყველა ორგანოსა და სისტემაზე ზემოქმედებს. ზოგიერთ ადამიანის ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის ფუნქცია ირღვევა: მას შეუძლია ცოტა ან ძალიან ბევრი ჰორმონის გამომუშავება. ამას ადამიანის ჯანმრთელობის დარღვევამდე მივყავართ: აღინიშნება წონის ზრდა ან შემცირება, ქრონიკული დაღლილობა ან მუდმივი შეშფოთება. ამ მდგომარეობას ჰიპო და ჰიპერტირეოზს უწოდებენ. შემოიტანეთ აქტიური ცხოვრების წესი, სწორად იკვებეთ და იყავით ჯანმრთელნი!

ჰიპოტირეოზი - მდგომარეობა ,რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვალი არ გამოყოფს საკმარისი რაოდენობის ჰორმონებს, რაც იწვევს ნივთიერებათა ცვლის შენელებას.

ჰიპერტირეოზი - მდგომარეობა, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვალი წარბი რაოდენობით გამოიმუშავებს ჰორმონებს, რაც იწვევს ნივთიერებათა ცვლის პროცესების სისწრაფის ზრდას. ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევების ნიშნები და სიმპტომები განსხვავდება, ხშირად ადგილი აქვს გამოფიტვას, მადის შეცვლას, ქოლესტერინის დონის მატებას, თმების ცვენას, სხეულის ტემპერატურის არასკმარის რეგულირებას, არარეგულარულ ძილს, ჩახლეჩილ ხმას ან უცნაურ შეგრძნებას ყელში. თუ თქვენ ეჭვი შეიტანეთ, რომ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა გაქვთ, მიმართეთ ექიმს სათანადო გამოკვლევისთვის. დიაგნოზის დასმის შემდეგ დაგენიშნებათ მკურნალობა. გარდა ამისა ,ჩვენ მოგითხრობთ იმ ბალახების შესახებ, რომლებიც შეიძლება გამოიყენოთ ძირითადი მკურნალობის დამატებად.

  1. ბუშტუკა ფუკუსი, იოდის მაღალი შემცველობის წყალობით, შეიძლება სასარგებლო იყოს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებისას. ცნობილია, რომ
    იოდი ფარისებრი ჯირკვლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები საშუალებაა.

  2. სელის თესლი ცნობილია თავისი სასარგებლო გავლენით საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. გარდა ამისა, სელის თესლს შეუძლია ტირეოიდული ჰორმონების გამომუშავება. დღეში ერთი სუფრის კოვზი საკმარისია. სელის თესლის მიღება მუდმივად შეიძლება.

  3. ძირტკბილას ფესვს შეუძლია ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის სტომულირება. გარდა ამისა, ის შეიცავს გლიცერინის მჟავას, ნაერთს რომელიც ხელს უშლის ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის გაჩენას.

  4. ფურისულა. ეს ბალახი ჰიპერტირეოზის დროს შველის, ამცირებს თმის ცვენას, ხელს უწყობს მენსტრუალური პერიოდის ნორმალიზებას.

  5. ექინაცეა ცნობილია ორგანიზმზე თავისი მასტიმულირებელი მოქმედებით. ჰიპერტირეოზის დროს ექინაცეას მიღება რეკომენდებულია ჩაის სახით.

  6. ლიმონურა არის პიტნის ოჯახის წევრი და დამამშვიდებელ ბალახად ითვლება. ის უშუალოდ მოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე, ბლოკირებას
    უკეთებს მისი ჰორმონების ნაწილს, რაც ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის მოქმედების ნორმალიზაცებას.

  7. ჭინჭარი სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობისთვის, იოდის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო. ჭინჭრის ჩაის დალევა რეკომენდებულია იოდის დეფიციტისას.

  8. კოჭა (ჯანჯაფილი) მდიდარია ცინკით, მაგნიუმით და კალიუმით - საკვები ნივთიერებებით, რომლებიც აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის
    ნორმალური ფუნქციონირებისთვის. დაუმატეთ ახალი კოჭა ცოტაოდენი თაფლით თქვენს ჩაის!

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: