4 რამ, რაც ექიმს არ უნდა დაუმალოთ!


აი ადამიანური ბუნება! ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ უკეთესად გამოვჩნდეთ, ვიდრე რეალურად ვართ. ამს თუ იმ ადამიანების წინ ვაკეთებთ ვინც მოგვწონს, ან ვინც ჩვენი მეგობარია, კიდევ შეიძლება გამართლება, მაგრამ არა ექიმის წინაშე!

არის რაღაცები, რისი დამალვაც ექიმთან არამც თუ არ შეიძლება, არამედ საშიშია!

4 რამ, რაც ექიმს არ უნდა დაუმალოთ!

  1. ასაკი

    შესაძლოა თქვენ ამ ადამიანთა რიცხვს არ მიეკუთვნებით, მაგრამ არსებობს კატეგორია ადამიანებისა, რომლებსაც ჩვევაში აქვთ 2-3 ან 5 წლის მოკლება სამედიცინო დოკუმენტების შევსებისას. უბრალოდ თქვით, "გაახალგაზრდავების" მიზანი, როდესაც ექიმი კონკრეტულად თქვენი ასაკისთვის გირჩევთ მკურნალობის მეთოდს. ზოგიერთი წამალი და პროცედურა სპეციალური ასაკისთვის არის გათვლილი და რეგლამენტირებულია მკაცრად და თქვენ ამით უფრო ავნებთ საკუთარ თავს.

  2. კვება და ალკოჰოლი

    ყველაზე დიდი სისულელეა გასტროენტეროლოგთან ან სხვა სპეციალისტთან რომლის პროფილი კვებასთან არის დაკავშირებული მიხვიდე ვიზიტზე და მოუყვეთ რომ თქვენი ზედმეტის უფლებას არ აძლევთ საკუთარ თავს და იკვებებით ჯანსაღი საკვებით. მაშინ რა გინდათ ექიმის კაბინეტში? გასტრიტის მკურნალობა, გახდომა ან ღვიძლის პრობლემების მოგვარება მხოლოდ ექიმთან პატიოსანი თანამშრომლობით ხდება.

    4 რამ, რაც ექიმს არ უნდა დაუმალოთ!

  3. ტაბლეტები

    წარმოიდგინეთ სურათი: თქვენ ექიმთან ვიზიტზე იყავით, მან გამოგიწერათ კონკრეტული წამლები. 1 კვირის შემდეგ, თქვენ ბრუნდებით უკან და ამბობთ, რომ თავს არც თუ ისე კარგად გრძნობთ. და როდესაც ექიმი გისვამთ კითხვას, მიიღეთ თუ არა გამოწერილი ტაბლეტები, როგორც საჭირო იყო, არ დაფიქრდეთ და არ მოიტყუოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ მიხვდება, მოქმედებს თუ არა მკურნალობის მეთოდი, რომელიც დაგინიშნათ. არ გააუარესოთ მდგომარეობა.

  4. თქვენი სექსუალური გამოცდილება

    პირველ რიგში, ექიმების გაოცება რთულია. მეორე მხრივ, ექიმი იმისთვის არიან, რომ გიმკურნალოთ. და, როდესაც თქვენ აიკიდეთ რაიმე დაავადება, რაც გადადის სქესობრივი კავშირით ან უბრალოდ პრობლემები გაქვთ ამ მხრივ, პირველ რიგში თქვენ უნდა იპოვნოთ პრობლემის ფესვები, რათა განიკურნოთ. სირცხვილი აქ უადგილოა. თუ ამაზე მიდგა ლაპარაკი, სირცხვილის გრძნობა თავიდან უნდა გქონოდათ. და ახლა რას შეცვლით? ასე რომ, თქვით სიმართლე, როგორ იყო.

    როდესაც მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ არაფერი დაუმალოთ ექიმს, თქვენ უამრავ პრობლემას დააღწევთ თავს!

Загрузка...

მკითხველთა შთაბეჭდილებები

მოიწონეთ ჩვენი გვერდი: